Home რჩევები სამზარეულოს ხელსახოცების გაქათქათების მარტივი ხრიკი

სამზარეულოს ხელსახოცების გაქათქათების მარტივი ხრიკი

42 views

დედა და ბებია პირსახოცებს ყოველთვის გამოხარშვით ათეთრებდნენ. მაგრამ მე ცოტა ზარმაცი დიასახლისი ვარ, არ მიყვარს ზედმეტი წვალება. ზოგჯერ მინდა, რომ დრო საკუთარი თავისთვისაც დამრჩეს. მეთოდი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, საოცარია. ნუ შეგაშინებთ მზესუმზირის ზეთი, რამდენადაც სწორედ ისაა მთავარი ინგრედიენტი. დედას არც კი სჯერა, რომ ტილოებს არ ვხარშავ.

როგორ გავათეთროთ სამზარეულოს ხელსახოცები

დაგჭირდებათ
  • 5 ლ წყალი
  • ვარცლი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 3 ს.კ. ნებისმიერი მათეთრებელი
  • 4 ს.კ. სარეცხი ფხვნილი

  1. წყალი ჩაიდანში აადუღეთ, შემდეგ კი ვარცლში ან სათლში გადაასხით.
  2. წყალს დაუმატეთ ზეთი, სარეცხი ფხვნილი და მათეთრებელი. კარგად მოურიეთ და ჩაალბეთ ყველაფერი, რისი გათეთრებაცაა საჭირო. აცადეთ წყალს ბოლომდე გაგრილება.
  3. კარგი იქნება, თუ ხელსახოცებს მთელი ღამით ჩაალბობთ.
  4. გაავლეთ პირსახოცებს ხელით ან მანქანაში.
  5. სუფთა პირსახოცი გასაშრობად გაკიდეთ.

მერწმუნეთ, ეს მეთოდი 100%-ით მუშაობს. არ ვიცი აქ რა ჯადოსნობას აქვს ადგილი, მაგრამ ყველა ლაქა, ძველებიც კი, მომენტალურად ქრება!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე