Home რჩევები რატომ არ უნდა შეიძინოთ ქაფის სარეცხი ღრუბელი და რით უნდა ჩაანაცვლოთ იგი

რატომ არ უნდა შეიძინოთ ქაფის სარეცხი ღრუბელი და რით უნდა ჩაანაცვლოთ იგი

63 views

ყველა თანამედროვე დიასახლისის სამზარეულოში ერთი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მაინც მოიძებნება. თუმცა ცოტამ თუ იცით ამ ნივთს გარემოსათვის რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ჩვეულებრივ ღრუბელს დასაშლელად 200 წელიწადი სჭირდება.

ჩვენი რედაქციისთვის ეკოლოგიური პრობელმები მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ხშირად გიზიარებთ ისეთ ხრიკებს, რომელიც დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო ნაგვის შემცირებაში. დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა ალტერნატიული ვარიანტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ნაცვლად.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

1. ბოჭკოვანი ღრუბელი

ან ღრუბლის ყიდვა ისევე მარტივია, როგორც ქაფის. თუმცა, მათ ყურადღებას ცოტა თუ აქცევს. ეს სამწუხაროა, რადგანაც ამ ტიპის ღრუბლები ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული. მიუხედავად ფასისა, ცელულოზას ღრუბელი ბევრი მიზეზითაა უკეთესი.

პირველ რიგში, მათზე 7-დღიანი გამოყენების შემდეგ, ქაფის ღრუბელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მიკრობი რჩება. ეს იმიტომ, რომ მასალა უფრო მალე შრება და, შესაბამისად, ნაკლები ბაქტერია ვითარდება. მეორე მხრივ კი, მსგავსი ტიპის ღრუბელი შეგიძლიათ სხვა ორგანულ ნარჩენებთან ერთად გადაყაროთ.

2. ლუფას ღრუბელი

ეკოცნობიერების მქონე დიასახლებთან ლუფას ღრუბელს სულ უფრო ხშირად ვხვდებით. ეს კიდევ ერთი მცენარეული ალტერნატივაა. თქვენ შეგიძლიათ, ლუფა ნაკვეთზეც გაზარდოთ. ის ყაბაყის მსგავსი მცენარეა, რომლის გულიც, გამოშრობის შედეგად, ღრუბლად გარდაიქმნება. ამგვარად, თქვენ მიიღებთ ეკოლოლოგიურ ღრუბელს ტანისა და ჭურჭლისათვის.

ლუფა კარგად ქაფდება, თუმცა, შიგნიდან უფრო უხეშია, რაც ჭურჭლის უფრო სწრაფად და ხარისხიანად გარეცხვაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ამ ტიპის ღრუბელი მალევე შრება და რამოდენიმე კვირა ძლებს. მისი კომპოსტირება კი უმარტივესია – უსწრაფესად იშლება ბუნებრივ პირობებში.

3. ნაქსოვი ღრუბელი

სხვადასხვა ეკო მაღაზიაში ხელით ნაქსოვ ღრუბლებსაც შეხვდებით. მათ უხეში ძაფებისგან, მაგალითად, ჯუთის ან კანაფისგან ქსოვენ. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის ღრუბლები. არჩევნის სიმწირე ნამდვილად არ გემუქრებათ.

რასაკვირველია, ეს ვარიანტი შედარებით ძვირია, თუმცა, ნაქსოვი ღრუბლის გარეცხვა შეგიძლიათ, შესაბამისად, ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. საინტერესოა ისიც, რომ კანაფის ბოჭკოები ბაქტერიებს ზედაპირზე გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ღრუბელს უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდება. მსგავს ნივთს ერთი ნაკლიც აქვს – დიდხანს შრება.

4. სილიკონის ღრუბელი

სილიკონის ღრუბელი კიდევ ერთი უჩვეულო ალტერნატივაა. მსგავსი ტიპის ღრუბელს საკვები სილიკონისაგან ამზადებენ. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ მისი მოხმარება გაცილებით დიდხანს შეგვიძლია, ვიდრე ჩვეულებრივის. გარდა ამისა, სილიკონის ღრუბელი შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსოთ და არ იდარდოთ, რომ ის დეფორმირდება.

თუმცა ყველაფერი ისე კარგიც არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ სილიკონის ღრუბლის გამოყენებით ჩამჯდარი და მიმწვარი ლაქების მოცილება მეტად რთულია. იმის გამო, რომ ღრუბლის ტექსტურა ფოროვანი არაა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება მისგან უბრალოდ ირეცხება. მიუხედავად ყველაფრისა ასეთ ვარიანტს მაინც აქვს არსებობის უფლება.

5. ხელნაკეთი ღრუბელი

ეს ყველაზე იაფი ვარიანტია. ღრუბელი საკუთარი ხელით რომ დაამზადოთ, ძველი მაქმანი დაგჭირდებათ. დაჭერით იგი 1 მ სიგრძის რამოდენიმე ზოლად, სიგანე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შემდეგ ქსოვილის ყველა ზოლი შეკრიბეთ და თოკის ან ლენტის საშუალებით შეკარით. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო რეზინიც გამოდგება.

შედეგად, თქვენ მიიღებთ უბრალო ხელნაკეთ მოსახერხებელ სარეცხ ღრუბელს. ასე თქვენ ძველ მაქმანს მეორე სიცოცხლეს მიანიჭებთ. სხვათაშორის, მსგავსი პრინციპით ღრუბლის გაკეთება სხვა ნებისმიერი ბადისგანაც შეგიძლიათ.

უკვე იცით, რომ ქაფის ჭურჭლის ღრუბელი ეკოლოგიური პროდუქტი არაა. მეტიც, იმისათვის, რომ სხვადასხვა სახის მიკრობის წარმოშობა თავიდან აიცილოთ, ღრუბელი ყოველ კვირა უნდა ცვალოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები კი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მთავარია, შეარჩიოთ ის, რომელიც თქვენთვის იქნება შესაფერისი. მე სიამოვნებით ვიყენებ ლუფას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე