Home რჩევები 5 საბჭოთა ჩვევა, რომლებსაც უნდა გადაეჩვიოთ

5 საბჭოთა ჩვევა, რომლებსაც უნდა გადაეჩვიოთ

38 views

როდესაც საქმე საბჭოთა კავშირს ეხება, თითქმის არავინ საუბრობს ომამდელ პერიოდზე, რადგანაც, მოქალაქეთა უმეტესობის აზრით, იმ დროს მხოლოდ სიბინძურე, წყვდიადი, ომი და რეპრესიები იყო. ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერ “პოზიტიურს” ამა თუ იმ გზით უკავშირებს სტაგნაციის ეპოქას, 1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისს. სწორედ ამ ეპოქაში გაჩნდა უამრავი ჩვევა, რომელთა უმეტესობა, მშობლების მეშვეობით, თანამედროვეების გონებაშიც კი დამკვიდრდა.

1. ხალიჩა ყველგან

ხალიჩის კედელზე დაკიდება, ნუთუ, თქვენ არ გეუცნაურებათ? საბჭოთა წლებში, ამგვარი დიზაინი პროგრესულ ნაბიჯად ითვლებოდა! ხალიჩებ მეზობლებისგან შემოსულ ხმას როგორღაც ახშობდა. ხალიჩები ოთახებსაც ათბობდა. ჩვენ კი კარგა ხანია სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. მე -20 საუკუნის შუა ხანებიდან კედელზე ჩამოკიდებული ხალიჩა საშინელ ტონად გადაიქცა. ჩვენი თანამემამულეები, ამ თვალსაზრისით, პროგრესს ჩამორჩებიან. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე შპალერები შესანიშნავად გამოიყურება, კედელზე კი წიგნების თაროს ჩამოკიდება სჯობს.

2. სერვანტი ბროლით

საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს უყვარდათ დღესასწაულებზე შეკრება. შესაბამისად, თითქმის ყველა სახლში მოიძებნებოდა ჭურჭლით სავსე გამჭვირვალე სერვანტი. დღეისათვის, მსგავსი ავეჯი ბევრ ოჯახში “ინერციით” დგას, მაგრამ ის დრო დიდი ხნის წარსულს ჩაბარდა.

3. თვითნებური რემონტი

რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ადამიანმა ზოგიერთი რამის შეკეთება იცის და შეუძლია, მარტივად ასუფთავებს კანალიზაციას და კატები ხეებიდან ჩამოჰყავს. თუმცა, ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და ნებისმიერი მოწყობილობა მხოლოდ მცოდნეს უნდა მიანდოთ, თორემ უფრო სავალალო შედეგს მიიღებთ.

4. დიდი ზომის ტანსაცმელი

რა თქმა უნდა, ბავშვობაში ყველას ცმია უფროსი და-ძმის ტანსაცმელი და “ოდნავ” უფრო დიდი რამეებიც, რამდენადაც ისინი უფროსი ადამიანებისგან იყო აღებული. დიდი ტანსაცმლის შეძენა უცნაური ტრადიციაა, საბჭოთა სტანდარტებითაც კი. ტანსაცმელი კარგად უნდა მოგერგოთ და ხელს არ უნდა გიშლიდეთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

5. ხარახურის შეგროვება

უაზრო ჩვევა, რომელიც არა მხოლოდ ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეებს ახასიათებთ – ხარახურას ყველა ქვეყანაში აგროვებენ. თქვენს სახლში არასასურველი ნივთები რეგულარულად უნდა გადაირჩეს, წესრიგის დაცვისა და მტვრის დაგროვების თავიდან ასაცილებლად. გადაგდება აუცილებელი არაა. გაცემა, ჩუქება, გაყიდვაც კი შეიძლება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე