როგორ მოვადუნოთ კისრის ზონა და მოვიხსნათ დაძაბულობა კეფის მიდამოში

125 views

გქონიათ დაჭიმულობის შეგრძნება კეფისა და კისრის მიდამოში? თუ ასეა, საქმე გვაქვს კუნთოვან სპაზმთან, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ფსიქოლოგიური დატვირთვის შედეგად. ეს შეიძლება გამოიწვიოს ბრაზმა, ტირილმა, შინაგანმა დაძაბულობამ, ყვირილმა, სხვადასხვა სტრესმა.

უფრო კონკრეტულად, ეს არის კეფის საყრდენ-მამოძრავებელი ნაწილის და ყელის სპაზმი. სიმპტომები მარტივი ამოსაცნობია: ყელში თითქოს რაღაც გაწვებათ, გიჭირთ საუბარი, დაჭიმულია არტიკულაცია და მიმიკა.

ამ სპაზმის გამო ადამიანს უჭირს თავისუფლად საუბარი, ტირილი და საერთოდ, საკუთარი ემოციების ამოცნობა. თანდათნ ფორმირდება პასიურ-აგრესიული ქცევა და რთულდება გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ეს რა თქმა უნდა, ცუდად ისახება სიცოცხლის ხარისხზე.

თუ არ იცით, როგორ მოიხსნათ დაძაბულობა კეფის კუნთებიდან, გასწავლით რამდენიმე მარტივ  და ეფექტურ ვარჯიშს.

როგორ მოვადუნოთ კისერი

1. მიიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი მდგომარეობა, მოდუნდით და მსუბუქად გაავარჯიშეთ კისერი ხელებით

2. გაჭიმეთ თავი ზემოთ და ძალიან ნელი მოძრაობით ჩამოწიეთ დაბლა, ეცადეთ შეეხოთ მკერდს. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა 30 წამის განმავლობაში

3. გაასწორეთ თავი და მაქსიმალურად გადახარეთ გვერდზე, მხრისკენ. შეგიძლიათ დაიხმაროთ ხელი. დააფიქსირეთ 30 წამი და გაიმეორეთ მეორე მხარეზეც.

როგორ მოვადუნოთ ყბის კუნთები

1. დაიწყეთ მცირე დატვირთვით. თითები განალაგეთ ყბის კუნთებზე და მსუბუქად დაამასაჟეთ.

2. წამოწიეთ წინ ტუჩები მილისებურად და დააყოვნეთ სანამდეც შეძლებთ. შემდეგ მოადუნეთ, ყბის ქვედა ნაწილი გაავარჯიშეთ და გაიმეორეთ იგივე რამდენიმეჯერ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. თუ რომელიმე ნაწილში დაჭიმულობას იგრძნობთ, ეცადეთ მოადუნოთ.

3.  აწიეთ თავი ზემოთ და წამოწიეთ ქვედა ყბა წინ და ზემოთ.  თანდათან მოუმატეთ დაჭიმულობას და დააყოვნეთ             სანამდეც შეძლებთ. შემდეგ მოადუნეთ კუნთები, დაარელაქსეთ და გაიმეორეთ ვარჯიში 2-3 ჯერ დღეში.

4. თავი დაიჭირეთ სწორად და ქვედა ყბა შეძლებისდაგვარად გაწიეთ უკან. დააყოვნეთ რამდენიმე წამი და მოადუნეთ.

ერთერთი გამოცდილი საშუალება კისრის კუნთოვანი სპაზმის მოსახსნელად არის ყვირილი. რადგან ეს შებოჭილობა პირდაპირ კავშირშია ემოციურ ბლოკთან. ყვირილით შეგიძლიათ განდევნოთ ნეგატიური ემოცია თქვენგან.

ბრაზი, მწუხარება, გაღიზიანება – აუცილებლად უნდა გადამუშავდეს. შეგიძლიათ იყვიროთ ბუნებაში, სტადიონზე… ან სულაც ბალიშში თავჩარგულებმა.  მალევე მიხვდებით, რომ ეს ერთი შეხედვით უხერხული საშუალება ნამდვილად მუშაობს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე