კიტრი ყვავილებს იღებს და ნაყოფს არ ისხამს: როგორ გადავჭრათ პრობლემა

67 views

“კიტრის უნაყოფო ყვავილები-მებაღის ნამდვილის იმედგაცრუებაა”.ახლა მოგიყვებით ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის ხერხებზე,შედეგად აუცილებლად აიღებთ უხვ მოსავალს.

კიტრის უნაყოფო ყვავილი

უნაყოფო ყვავილს ეძახიან მამრობით ყვავილებს,რომლებიც არ წარმქნის ნასკვს.გავრცელებულია შეხედულება,რომ ამის მიზეზია კიტრის არასწორი ზრდა,შესაძლოა ეს იყოს სინათლის ნაკლებობა,მკვრივი ნიადაგი,ჭარბი მორწყვა,წყლის ტემპერატურა,სასუქი…

მაშ,როგორ მოვიქცეთ მსგავს შემთხვევაში? თუ უნაყოფო ყვავილი გაჩნდა,კიტრის მწვერვალს უნდა გავუკეთოთ მომჭერი,ამისთვის გადაჭერით მთავარი ღერო,გადანაჭრელს მოაყარეთ ნაცარი,მთავარ ღეროს მოაშორეთ ყველა ფოთოლი და არ დაუტოვოთ სამზე მეტი გვერდითი ღერო.ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია!

რაც უფრო იზრდება კიტრი,მით მეტ საკვებს და ტენიანობას საჭიროებს,წინააღმდეგ შემთხვევაში ნასკვები ყვითლდება,ხმება და ბოლოს ძვრება.

უნაყოფო ყვავილი შეიძლება მოვიშოროთ,თუ დროებით შევაჩერებთ მორწყვას,მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში!მთავარია არ გამოგვიშრეს ნიადაგი.

თუ ნაკვეთზე ან სათბურში მოგყავთ  კიტრი,რომლის დამტვერვას ახდენს ფუტკარი,მწერები უნდა მიიზიდოთ სხვადასხვა ბალახის და ყვავილის არომატით,ასევე შეგიძლიათ მცენარეებს მოასხუროთ ტკბილი წყალხსნარი: 1 ჩ.კ შაქარი გახსენით 1ლ წყალში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე