შვილი ჩემთვის არ გამიზრდია. 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავურეკე

21 views

ხშირად ურთიერთობა შვილებთან,რომლებიც საკუთარ ოჯახებს ქმნიან,დაძაბულია,ხშირია გაურკვევლობები და წყენა,ამ დროს შედეგი წარმოუდგენელი შეიძლება იყოს.ჩვენს დღევანდელ ისტორიაშიც დედა-შვილის ურთიერთობა სისულელის გამო დაინგრა,რთულია იმის თქმა,მომავალში გამოსწორდება თუ არა იგი.

დედა-შვილის ურთიერთობა

“გიორგიმ ცოლი დაახლოებით 6 წლის წინ შეირთო.თავდაპირველად ტელეფონით ვსაუბრობდით,ყველაფერი კარგად იყო,შემდეგ კი ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად პასუხობდნენ ჩემს ზარებს.ამას ყურადღებას არ ვაქცევდი,ვფიქრობდი,რომ უბრალოდ დრო უნდა მიმეცა,რომ ცხოვრება დაელაგებინათ”-წერს თამარი ნოდარის ასული.

“დადგა შვილის დაბადების დღე,ისევ აღარ დავრეკე,ვუყიდე საჩუქარი,ტორტი და მათთან სტუმრად წავედი.კარი გამიღეს,თუმცა ჩემი ნახვით დიდად ბედნიერი და გახარებული სახეები არ ჰქონდათ.ცოტა ხნის შემდეგ მისმა მეუღლემ მიმანიშნა,რომ წასასვლელად ემზადებოდნენ და დრო არ ჰქონდათ.

შვილს გავხედე,მაგრამ მან თვალი ამარიდა და რაღაც საქმის კეთება გააგრძელა.მივხვდი,რომ იქ არავინ მელოდა და ჩემი  იქ ყოფნა არავის ახარებდა,მეწყინა,საჩუქარი კორიდორში დავტოვე და წამოვედი.

ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ. მაშინ გადავწყვიტე გამეყიდა სახლი, რომ ქალაქგარეთ გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემი ვაჟიც იქ იყო ჩაწერილი და იძულებული ვიყავი, მისთვის დამერეკა. თავიდან არ  დამთანხმდა, შემდეგ  გადაიფიქრა. მოვიდა, დოკუმენტებს მოაწერა ხელი, მისი წილი მივეცი  და კვლავ დუმილი…

ადრე ყველაფერი ნორმალურად იყო

როცა ქმარი დამშორდა, შვილი 10 წლის იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ის ჩემი ცხოვრების  მთავარი აზრი იქნებოდა. ერთად კარგად ვცხოვრობდით, ერთმანეთს ყოველთვის ვუგებდით. სტუდენტობისას, მე-3 კურსზე გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ეცხოვრა. მართალია, ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აღარ გვქონდა, როგორც ადრე, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიყავი. ვფიქრობდი, მისთვის ასე იქნებოდა უკეთესი.

შემდეგ ცოლი მოიყვანა და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაცივდა და გაიშვიათდა.

ახლა მათგან საკმაოდ მოშორებით ვცხოვრობ, დავალაგე საკუთარი ცხოვრება, მყავს ძაღლი. საინტერესო ადამიანებთან ერთად სასიამოვნოდ ვატარებ დროს. ამასწინათ ძველ ნაცნობს შევხვდი, რომელმაც ჩემი შვილი სუპერმარკეტში ფეხმძიმე მეუღლესთნ ერთად დაინახა. ალბათ, უკვე ბებია გავხდი, მაგრამ შვილს არაფერი უთქვამს.

რა თქმა უნდა, მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, ნეტავ, რა დაარქვეს ჩემს შვილიშვილს, მაგრამ მე მათ არ ვჭირდები.როგორც ჩანს, ჩემმა ვაჟმა გადაწტვიტა, რომ მის შვილს ბებია არ სჭირდება – ეს მისი უფლებაა.” – გვიყვება თამარი.

უცნაური ისტორიაა .შესაძლოა, თამარმა სიმართლის ნაწილი დაგვიმალა. შესაძლებელია, რომ დედა-შვილის ურთიერთობა ასეთი უაზრო წვრილმანის გამო გაფუჭდეს?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე