ასაკოვნებმა გაგვანდეს ყოველდღიური რუტინა, რომელიც 100 წლამდე ჯანმრთელად გაცხოვრებთ

19 views

“ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო” – ამბობენ . ეს ფრაზა მცირე ასაკიდანვე გვასწავლის აქტიური ცხოვრების წესის სარგებლობას.  ასევე, გვეუბნებიან – არ მიირთვათ მავნე საკვები, ოპტიმისტურად შეხვდით ახალ დღეს… როგორ ცხოვრობენ ადამიანები დიდხანს? არსებობს არაბანალური რეცეპტები, რომლებიც სიბერეს ომს უცხადებენ!

რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი

ალბათ, შესწრებიხართ ასეთ სცენას:  ზოგი 60 წლის ხანდაზმული როგორ იბრძვის  ადგილისთვის ავტობუსში, სხვები კი მხნედ გრძნობენ თავს და ასეც გამოიყურებიან. თითოეულმა მათგანმა გააკეთა არჩევანი, თითონ გამოჭედა თავისი ცხოვრება. როგორ მოვიქცეთ თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად? მოგიყვებით:

ორგანიზებულობა და დისციპლინა

კურიოზული შემთხვევა “მინდოდა გაკეთება, მაგრამ დამავიწყდა რისი” – ხშირი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. რა გავაკეთოთ, რომ არ დაგვავიწყდეს? გაიხსენეთ ძველი, კეთილი დღიური. დაიწყეთ დღიური გეგმის შედგენა და ჩამოწერეთ. ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ორგანიზებული ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე სპონტანურად მცხოვრებნი. დაგეგმვის შემთხვევაში მოულოდნელობის სტრესი არ აქვთ ხოლმე და სტაბილურობის განცდა უფრო მაღალია.

ხანდახან მსუბუქი ,,ექსტრემიც” კარგია – მოეფერეთ მეზობლის კატას, რომელსაც ვერ იტანთ, არ გარეცხოთ ჭურჭელი, რომლის გარეცხვის პირობაც დადეთ – ჩართეთ ფანტაზია და უბრალოდ, ამოვარდით ხოლმე ჩვეული რუტინიდან.

ინტერნეტი – დაუმეგობრდით მას

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტთან ურთიერთობა თუ არ გეცოდინებთ, ბევრ რამეს დაკარგავთ და არა მხოლოდ ინფორმაციებზე მარტივად წვდომას, ახლობლებთან კომუნიკაციას, ან სულაც საყვარელი სერიალის ყურებას.

გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ სოციალური ქსელით, უფრო გააქტიურებული აქვთ ტვინის ის ზონები, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებაზე, მეტყველაბაზე, კითხვაზე, მხედველობაზე, სწრაფ აზროვნებასა და რეაქციებზე.

თავს ძალას ნუ დაატანთ და თუ არ გამოგდით, არაუშავს, მაგრამ ცადეთ – რა ჯობია, შვილიშვილებს საყვარელი ბებია და ბაბუა სულ ხაზზე რომ ყავთ.

შინაური ცხოველი – ფუმფულა დამხმარე და მკურნალი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხნეობის შესანარჩუნებლად ძაღლის ყოლა საუკეთესო გამოსავალია.  ძაღლის ყოველდღიური გასეირნება გაააქტიურებს თქვენი ცხოვრების სტილს, შეხვდებით თქვენნაირ მზრუნველ პატრონებს, გაისაუბრებთ, იურთიერთებთ – რაც ასაკოვანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

კატები ძაღლებივით აქტიურები და რთულად მოსავლელები არ არიან, მაგრამ არანაკლები სარგებლის მატანა შეუძლიათ. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კატის კრუტუნი ადამიანის გულის რიტმზე პოზიტიურად მოქმედებს.

საყვარელი საქმე და სრულფასოვანი ძილი

ინტერნეტის მსგავსად, საინტერესო სამსახურიც არ აძლევს ტვინს დაბერების საშუალებას. სამუშაო თქვენთვის საყვარელი და სასიამოვნო უნდა იყოს. თვითრეალიზაცია ადამიანს ყველა ასაკში ჭირდება.

არ დაგავიწყდეთ ძილიც მნიშვნელოვანია! არ გადაიტვირთოთ და იძინეთ მინიმუმ 7 საათი. ყოველთვის გამოიძინეთ კარგად.

გაიღვიძეთ და იმღერეთ

ეს მხოლოდ მხიარული გამონათქვამი არ გეგონოთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სიმღერა ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს: სიმღერის დროს ორგანოები ტონუსში მოდის და სისხლს ჟანგბადი უკეთ მიეწოდება.

თუ თქვენ სიმღერის ნიჭიც გაქვთ, მოყვარულთა ანსამბლშიც შეგიძლიათ ჩაეწეროთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გაიხალისოთ ცხოვრება.

იშოპინგეთ და მიირთვით ინდური კარი

იცოდით, რომ ინდოელი ხუცესების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო სწორედ მათ ნაციონალურ კერძ – კარიშია. ინდოელი მეცნიერები თვლიან, რომ ამ თვისებას კერძი კურკუმას დამსახურებით იძენს.

კურკუმა შეიცავს ანტიოქსიდანტ კურკუმინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებისაა. აუცილებლად გაიცანით ეს კერძი და გემრიელად მიირთვით.

არ დაგავიწყდეთ შოპინგი. ეს თქვენთვის კარგი აქტივობა იქნება. შეგინარჩუნებთ ხალისიან განწყობას და სიბერეს ახლოს არ მოუშვებს. არ გიყვართ შოპინგი? იქნებ სხვანაირად სცადოთ – როგორც გსიამოვნებთ და მოგწონთ.  საყიდლებზე სიარული ტვინს აიძულებს გადაამუშაოს და დაიმახსოვროს ბევრი ინფორმაცია. ასე, რომ შეუდექით!

ამ მარტივი წესების შესრულება ძალიან ადვილია. მთავარია, თავი იგრძნოთ რეალიზებულად და საჭიროდ.  გისურვებთ ხანგრძლივ და ხალისიან ცხოვრებას!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე