როგორ განვათავსოთ ყვავილები კლუმბაში ჰარმონიულად

13 views

კლუმბა ეს არის ბაღის დეკორაცია. ამიტომ სასურველია გამოიყურებოდეს ლამაზად და მიმზიდველად. ყვავილებით მორთული ხომ მთელი მხატვრული კომპოზიციაა! აუცილებელია ისეთი ყვავილების შერჩევა, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიაშია. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

ყვავილების ერთმანეთთან შეხამების ვარიანტები

  1 .  მონოქრომული კლუმბა

გამოიყენეთ მცენარეები ერთი ფერის გამიდან, მხოლოდ ტონებში იყოს სხვაობა. ასეთი კლუმბა ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება. ძირითადი ფერი  იყოს მწვანე ფოთლები და ყვავილის ბუტონები. სრულ მონოქრომულ ფერს რა თქმა უნდა ვერ მიიღებთ, მაგრამ მიახლოება შეიძლება. ლამაზად ერწყმიან ერთმანეთს აყვავებული ამარანტი, მანჟეტკა, კუპენა.  ასევე ჰოსტა, მედუნიცა, იასნოტკა. მომწვანო-ყვითელი და   მომწვანო-ვერცხლისფერი მფოთლები თქვენს კლუმბას უფრო მოცულობითს გახდის.

2 . კლუმბა ორი-სამი ყვავილისგან

უნდა შეირჩეს ჯერ ძირითადი, წამყვანი ტონის ყვავილი. შემდეგ უკვე დამატებით ჯიშები, რომლებიც კომპოზიციას შეავსებს. ყველაზე ადვილი თეთრ ყვავილებთან შეხამებაა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ყვავილმა შეიძლება ფერი შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაზე, მორწყვაზე, მზის სხივებზე…

3 . ნაირფერი ყვავილები…

პოპულარულია მცენარეების კლუმბის შექმნა ბუნებრივი მინდვრის სტილში. შეურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა მინდვრის ყვავილის თესლი და მოაბნიეთ. მთვარი ნიუანსი – შეარჩიეთ მსგავსი ფორმის და სიმაღლის ყვავილები, რათა ორგანულად შეერწყან ერთმანეთს.

4. კონტრასტული შეხამება

თუ გინდათ აქტიური და დინამიური კლუმბა, შეარჩიეთ კონტრასტული ფერის ყვავილები. მაგალითად ცისფერი და ნარინჯისფერი, მწვანე და წითელი, ყვითელი და იისფერი. ეცადეთ არ გადააამლაშოთ კონტრასტებში და არ გააუბრალოოთ კლუმბა.

როგორ განვალაგოთ მცენარეები

1 . ქაოსური განლაგება

თუ გსურთ შექმნათ ყვავილნარი დაუდევარი, ქაოსური წყობით, თითქოს თავისით ამოვიდაო, დათესეთ მცხენარეეები შემთხვევითი წესით. აურიეთ თესლი და ქაოტურად მობნიეთ კლუმბაზე.

2.  მკვეთრი ლაქები

დიდ კომპოზიციებში კარგად ჩანს ყვავილის მკვეთრი ნაწილები. ჩასვით რამდენიმე განსხვავებული ფერის და ფორმის ფრაგმენტი, რაც საინტერესო იერს მისცემს კომპოზიციას.

3 . ლენტისებრი რიგები

ეს ვარიანტი მოუხდება ვიწრო და წრიულ საყვავილე ადგილებს. მცენარეები ჰგავს ნაქსოვ მაქმანს, რომელიც ხვეული ლენტებისგან არის შექმნილი. ეცადეთ ერთნაირ მცენარეთა ჯგუფი ზოგან შეავიწროვოთ, ზოგან გააფართოვოთ. ეს სტილი უხდება იარუსებიან კლუმბასაც.

4. გეომეტრიული წყობა

შეგიძლიათ შექმნათ რთული გეომეტრიული კომპოზიციები მინიმალისტურ სტილში. ყველაზე ლამაზად გამოიყურება სწორი ხაზები და მარტივი ფიგურები. ყვავილის თესლი აქ ძალიან ბევრი იქნება საჭირო. ხაზი რომ შენარჩუნდეს, შეარჩიეთ კომპაქტური ყვავილები. მაგალითად: ბეგონია, იები და სხვა მსგავსი მცენარეები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე