სამი წლის წინ სანატორიუმში ვისვენებდი და იქ დედოფალს შევხვდი…

22 views

როგორ დავუმტკიცოთ სიყვარული ძვირფას ადამიანს ? უნდა ვიყოთ მის გვერდით , დავეხმაროთ , აღვფრთოვანდეთ მისით და მადლიერება გამოვხატოთ . როგორ შეიძლება აჩვენო მეორე ნახევრის ნათესავებს და ახლობლებს , რომ  შენი განზრახვა სერიოზულია და მის გამო ყველაფრისთვის მზად ხარ? და , რაც მთავარია , ღირს კი ამის გაკეთება ?

სიყვარულის დამტკიცება

ჩემს მშობლებს ჰყავთ ბავშვობის მეგობარი , დიმიტრი გოგას ძე ხშირად გვიყვება მხიარულ ისტორიებს , ის სიცოცხლით სავსე ადამიანია . თუმცა მისმა ბოლო ისტორიამ საერთოდ არ გაგვახარა… პირველად ჩვენმა ნაცნობმა გვიამბო ამბავი საკუთარი ცხოვრებიდან .

დიმიტრი უკვე 60 წლისაა . თავის დროს მას ჰყავდა საოცარი მეუღლე . მათ ჰყავდათ 2 შვილი , რომლებიც დიდი ხანია გაიზარდნენ . 10 წლის წინ მისი ცოლი გარდაიცვალა , ის მძიმედ იყო ავად , დიმიტრი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე გვერდიდან არ მოშორება , რთული დრო იყო და ყველანი იტანჯებოდნენ .

მას შემდეგ დიმიტრის სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია . მისი ცხოვრება მხოლოდ სამსახურით და უკვე ზრდასრულ ქალიშვილებთან იშვიათი ურთიერთობით შემოიფარგლებოდა . საკუთარი ბინა მათ აჩუქა ,ხოლო თავად მოხუც დეიდასთან ერთად ცხოვრობდა . ამასწინათ შვილებმა ძვირადღირებული სანატორიუმის საგზური აჩუქეს . დიმიტრი თავიდან უარზე იყო , თუმცა ბოლოს დათანხმდა . საკმაოდ დამღლელი სამსახური ჰქონდა და უკვე დრო იყო დაესვენა .

სანატორიუმში ნაპოვნი სიყვარული

სანატორიუმში ჩვენი მეგობარი მოულოდნელად შეხვდა ძალიან კარგ ქალს , რომელიც მაშინვე მოეწონა . ნათია ასაკით მასზე ცოტათი პატარა იყო , გამოირჩეოდა სიკეთით და სილამაზით . აღმოჩნდა , რომ მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. მათ ერთად გაატარეს დასვენების დარჩენილი დღეები , სახლში დაბრუნებისთანავე , ნათიამ დიმიტრის თანაცხოვრება შესთავაზა და ჩვენი ისტორიის გმირიც დასთანხმდა .

თავიდან ყველაფერი მშვენიერი იყო , თუმცა ბოლოს უსიამოვნება მოხდა : ნათიასთან საცხოვრებლად გადავიდნენ მისი ქალიშვილები , მათ თავიდანვე არ მოეწონათ დიმიტრი , განსაკუთრებით აღიზიანებდათ , რომ ის დედის სახლში ცხოვრობდა , რატომღაც მათ ეგონათ , რომ დიმიტრის ნამდვილი განზრახვა სწორედ ამ ბინის ხელში ჩაგდება იყო .

დიმიტრი ახლა გულდაწყვეტილია , მას არ სურს დედის და შვილების უთანხმოების მიზეზი იყოს . მან კარგად იცის , თუ როგორ უფრთხილდებიან მშობლები საკუთარ შვილებს . ნათია ცდილობდა ქალიშვილებისთვის აეხსნა , რომ დიმიტრის ის გულწრფელად და უანგაროდ უყვარდა , მაგრამ ამაოდ .

რედაქციისგან

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მსგავს სიტუაციაში ? ხშირად სწორედ უძრავი ქონება ხდება კამათის და დაპირისპირების საგანი . ქონების განაწილებისას ბევრი ოჯახი დაინგრა . თქვენ როგორ მოიქცეოდით დიმიტრის ადგილზე ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე