ადრე 30 წლის ასაკი ხანდაზმულად ითვლებოდა, ეხლა 50 წლის ქალბატონი ჯერ კიდევ მომხიბვლელი და სასურველიადა

31 views

,,მოვიდა ცვლილებების დრო! დავალაგე კარადა და ზოგიერთ ნივთთან  დაკაშირებით კითხვა გამიჩნდა. არის ისევ შესაფერისი ჩემთვის?” – ეს სიტყვები გუშინ მეგობრისგან მოვისმინე, რომელსაც ერთი  თვის წინ 50 წელი შეუსრულდა. “როგორი უნდა იყოს 50 წლის ქალბატონის გარდერობი, დამოკიდებულია  იმაზე, თუ როგორ და რანაირად ღებულობთ თქვენს თავს” – ამბობენ ფსიქოლოგები და სტილისტები ერთხმად. ასაკი – ის თქვენს შიგნითაა!

დრო, როცა 30 წლის ქალი უკვე ბებრად ითვლებოდა, დიდი ხანია ჩავლილია. თანამედროვეობაში ქალი 50 წელს ზემოთ ისეთივე ქალური და ლამაზია. კიდევ უფრო მოვლილი და ჩამოყალიბებული. მან უკვე იცის რა უხდება და რა არა, არ დასდევს ტრენდებს და აქვს საკუთარი სტილი. oxotv.ge -ს რედაქცია მოგიყვებით ეფექტურ ხრიკებზე, რაც ასაკოვან ქალბატონებს გალამაზებაში დაეხმარება.

50+ ქალბატონების გარდერობი

ვარცხნილობა და ფერი

ქალის გარეგნობის მთავარი შტრიხებია ვარცხნილობა, ფეხსაცმელი და ჩანთა. ვარცხნილობა განსაკუთრებით სათუთი შესარჩევია, რადგან მარტივად ვერ შეცვლით. ბობი,  პიქსი და მათი ყველა ვარიაცია მინიმუმ 7 წლით გაგაახალგაზრდავებთ. ჭაღარა ყველას არ უხდება, ამიტომ ეცადეთ კარგ სტილისტს მიაკითხოთ და ანდოთ თქვენი თავი

ქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უკვე საფრთხილოა. საკმარისია 3-6 სანტიმეტრის ქუსლი. ეს სიმაღლე განსაკუთრებით ბოტილიონებს უხდება. ასეთ ფეხსაცმელში ფეხები უფრო გრძელი და მოხდენილი ჩანს.

მკვეთრი ფერები და პრინტები

არ შეუშინდეთ კაშკაშა ფერებს და პრინტებს. მალე ზაფხული მოვა და ეხლავე დაიწყეთ დღე მხიარული ფერებით.

ტანსაცმლით უნდა გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალიზმი, არაჩვეულებრიობა და განსაკუთრებულობა. სამოსი – ეს თქვენი მეორე ნატურაა, ამიტომ სწორად წარმოადგინეთ თავი მისი საშუალებით, გარეგნობა ეს არის იდენტიფიკაციის საშუალება გარესამყაროსთან!

მზის სათვალეები

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სათვალე. უპირატესობა მიანიჭეთ გვერდებში აქაჩულ ფორმას, კატის თვალების მსგავსს. ატარეთ ის არა მხოლოდ ზაფხულში.

დაიმახსოვრეთ, რომ მზისგან დაცვა ყოველ სეზონზე საჭიროა. თანაც მზის სათვალე ახალგაზრდულ იერს შეგძენთ.

აქსესუარები

აიღეთ მაგალითი ფრანგებისგან – შეაგროვეთ ლამაზი შარფების კოლექცია. აქსესუარად ძალიან ელეგანტურია და ყელის ნაოჭებსაც დაგიმალავთ.

აქსესუარების შეხამებასთან ფრთხილად იყავით, რადგან ახალგაზრდებისგან განსხვავებით, აქ ზომიერებაა საჭირო. თითოეული დეტალი კარგად შეუხამეთ ერთმანეთს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე