რითი ჯობია მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთს

28 views

როგორც იქნა, დათბა და ქალბატონებმა განსაკუთრებულად დაიწყეს სხეულზე ზრუნვა. ვარჯიში, აერობიკა, სწორი კვება, ჯანსაღი საკვები… მაგალითად, ზეითუნის ზეთი, რომლის სარგებლობა დადასტურებულია ბევრი დიეტოლოგის მიერ. საინტერესოა, მართლა ღირს მისი ყიდვა, თუ კიდევ ერთი შემოგდებული ხრიკია მარკეტოლოგებისგან.

ამ სტატიაში შევადარებთ ორ მსგავს პროდუქტს – ზეითუნის და მზესუმზირის ზეთს. რომელი უფრო სასარგებლოა და ადეკვატურია თუ არა მათი ფასები ხარისხთან შედარებით.

ზეითუნის ზეთი

 პროდუქტის კვებითი ღირებულება

დავიწყოთ ცხიმოვანი მჟავებით. ნახევრად უჯერი ომეგა-3 და ომეგა-6, ასევე მონო უჯერი ომეგა-9. დავიწყოთ იმით, რომ ომეგა-3 არცერთ ზეთში არ არის. ეს მჟავა გვხვდება თევზებში: სკუმბრია, ორაგულ, სარდინა, აგრეთვე კაკალში. ომეგა-6 მცენარეული ცხიმია და მზესუმზირის ზეთში – 75%, ზეითუნის ზეთში – 15% შედის.

მონო უჯერი ცხიმების შემადგენლობა პირიქითაა – 76% – ზეთუნის ზეთში, 14 % – მზესუმზირის ზეთში. ომეგა-9 ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ანუ ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და საგრძნობლად ამცირებს  ინფარქტის რისკს. ეს მიკროელემენტი გვხვდება ღორის სალაშიც.

რამდენიმე მეცნიერმა ჩაატარა გამოკვლევა ამერიკაში.  საცდელი ჯგუფები გაყვეს ორ ნაწილად. ისინი ერთი თვის განმავლობაში იყენებდნენ – ერთი ჯგუფი მხოლოდ ზეითუნის ზეთს, მეორე კი მხოლოდ მზესუმზირის ზეთს. აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფში ქოლესტერინის დონე ერთნაირად შემცირდა.

ვიტამინები და მინერალები

ვიტამინებით და მინერალებით არცერთი ზეთი არ არის გაჯერებული. შეიცავენ მხოლოდ ვიტამინ Е –ს. მზესუმზირის ზეთში – 50 მგ. 100 გრამ პროდუქტზე, ხოლო ზეითუნის ზეთში ბევრად ნაკლები – 12 გ.

Е ვიტამინი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, უნარჩუნებს კანს სიგლუვეს და ახალგაზრდობას.

მინერალები კი საერთოდ არ არის არცერთ ზეთში. სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით შეიცავენ ბიოაქტიურ ნივთიერებებს.

ყოველდღიურობაში გამოყენება

ტრადიციულად, შესაწვავად იყენებენ რაფინირებულ მზესუმზირის ზეთს. ის არ ქაფდება და შხეფებს არ ისვრის. ხოლო სალათებზე მოსასხმელად უპირატესობას ანიჭებენ ზეითუნის ზეთს.

წვის ტემპერატურა გადამუშავებული ზეითუნის ზეთის არის 210-240 გრადუსი.

ფასი

არ მოვიყვანთ კონკრეტულ ციფრებს, მაგრამ საშუალოდ, ზეითუნის ზეთი ბევრად ძვირი ღირს – 6-ჯერ და ზოგჯერ 10-ჯერაც.

რა გამოდის? საკვები ღირებულება ზოგ ნაწილში ბევრად მაღალი აქვს მზესუმზირის ზეთს. მხოლოდ ომეგა-9 აქვს მცირე შემადგენლობით. არჩევანი თქვენზეა…

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე