ვინ გათავისუფლდება ივნისში ფინანსური პრობლემებისგან?

96 views

იმის გასაგებად, თუ ცხოვრების რომელი სფერო საჭიროებს ცვლილებებს , როდის დავგეგმო შვებულება და როგორ მოვიქცე სამსახურში დაწინაურების მიზნით , შევისწავლე 2021 წლის ივნისის თვის ტარო-პროგნოზი ანჟელა პერლისგან , მის პროგნოზებს თვიდან თვემდე უამრავი მკითხველი ელოდება .

ამ სტატიაში მოგიყვებით , რა ცვლილებებს გვიმზადებს 2021 წლის ზაფხულის პირველი თვე !

ვერძი

ივნისის პირველი სამი კვირა ჯობს დაივიწყოთ რაიმე სიახლის წამოწყება , თვის ბოლო კვირას შეგიძლიათ დაიწყოთ სწავლა და ახალი საქმე  დაიწყოთ , მსხვილი შესყიდვები საკმაოდ წარმატებული იქნება.

საჭიროა ძველი საქმეების დასრულება მომავლის კარის გასაღებად , გაჩნდება ახალი შესაძლებლობები , ყური უგდეთ თქვენს ინტუიციას და მიაქციეთ ყურადღება ნიშნებს . ვერძები სამყაროს მადლიერნი იქნებიან იმ ახალი შესაძლებლობების და სიურპრიზების გამო , რომლებსაც 2021 წლის ივნისი უმზადებთ .

კურო

თვის დასაწყისში კუროების ბევრი გეგმა ჩაიშლება , მაგრამ ეს გულისწყვეტის მიზეზი არ უნდა გახდეს , რადგან ცვლილებები ბევრ სიკეთეს მოიტანს , შეგეცვლებათ წარმოდგენები გარშემომყოფებზე და ცხოვრებაზე . ფული შეიძლება გვიან მოვიდეს , ვიდრე ამას თქვენ ელით . მეტი დროუ დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და ფრთხილად იყავით საჭესთან . ნუ გაასესხებთ ფულს , დიდი ალბათობით , მას არ დაგიბრუნებენ . ახლობლების დახმარება აუცილებელია .

ტყუპები

ივნისის დასაწყისითანავე იღბალი თქვენ მხარეს იქნება , დაწინაურდებით სამსახურში , იპოვით სიყვარულს და შესაძლა დაორსულდეთ კიდეც . ზღვა დადებითი ემოცია გელით , რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ან ახალ გატაცებას , დრო დაუთმეთ ხელოვნებას-ამისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დრო გექნებათ !

კირჩხიბი

თვის დასაწყისიდანვე მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და ახლობლებთან ერთად . მოინახულეთ ძველი მეგობრები , დიდი ალბათობით იპოვით შემოსავლის ახალ წყაროს . საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღების ნაკლებობა ნამდვილად არ გექნებათ .

ლომი

მუდამ ერთგული მეგობრების გარემოცვაში იქნებით , ყველა სამუშაო მომენტი თქვენს სასარგებლოდ წარიმართება . ივნისი ხელსაყრელი დროა დასასვენებლად . შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და გართობის მიზნთ ფული დახარჯოთ.

ქალწული

ჩვეულ ცხოვრებაში ბევრი სიახლე გელოდებათ წინ , უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდებით , არაჩვეულებრივად დაისვენებთ , სტრესი განმტკიცებაში დაგეხმარებათ და თვქენთვის საასრგებლო იქნება . ფული საკმარისად გექნებათ , საჭესთან მეტი სიფრთხილე გმართებთ !

სასწორი

იურიდიული საქმეები წარმატებით გადაწყდება , ზოგჯერ სიტუაციის მძევალი შეიძლება გახდეთ , მოგიწევთ რაღაცების გარკვევა და დამტკიცება . ამაზე არ იჯავროთ , რადგან ფორტუნა თქვენს მხარეზეა . შეეცადეთ არავისთან მოგივიდეთ კონფლიქტი , შესაძლოა საცხოვრებლად ახალ ადგილზე გადახვიდეთ , უფრო თვის ბოლოსთვის .

მორიელი

შესაძლოა თქვენზე ზურგს უკან ბევრი ილაპარაკონ , მაგრამ ჯობს რეაგირება არ მოახდინოთ . ივნისის შუა პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შემოვა სიცხადე და განახლების შეგრძნება . ფინანსურ მხარეს რაც შეეხება , ყველაფერი სტაბილრად წარიმართება , შეეცადეთ ყურადღებით დაუკვირდეთ თქვენს ქცევებს და სიტყვებს , მოერიდეთ ვინმეს გაკრიტიკებას .

მშვილდოსანი

გაჩნდება გამოცოცხლების შეგრძნება და დადგება ცვლილებების დრო . გაგიჩნდებათ სურვილი, შეიცვალოთ სამსახური ან პროფესიაც კი . მცირე სირთულეებს შეხვდებით , მაგრამ მათ მარტივად გადალახავთ ! ფულის ყველაფრისთვის გეყოფათ . ურთიერთობების მხრივაც ყველაფერი კარგად იქნება , ყველაფრის განსახორციელებლად გეყოფათ ძალა .

თხის რქა

საკმაოდ ცხელი ივნისი გელით წინ , ეს პირიოდი სავსე იქნება ბევრი კაშკაშა მომენტით, რომელტაც შემდეგ ღიმილით გაიხსნებეთ . შესაძლოა შვებულება გქონდეთ , მოინახულოთ შორეული ნათესავები და ახალი რამ შეისწავლოთ , ივნისით კმაყოფილები დარჩებით !

მერწყული

ივნისში ნებისმიერი წამოწყების ბოლომდე მიყვანას შეძლებთ , ხელს მოკიდებთ საინტერესო და პერსპექტიულ საქმეებს.ფინანსური პრობლემები გექნებათ , მაგრამ არ ინევრიულოთ , ყოველთვის იპოვით სიტუაციიდან გამოსვლის არაორდინალურ გზას !

თევზები

გაგიჩნდებათ დასვენების ან ახალი ბიზნესის წამოწყების სურვილი  , აღიდგინეთ ძალები და შეივსეთ ახალი ენერგიით.ივნისში გექნებათ ფინანსური ზრდა და მოიმკით ადრინდელი შრომის შედეგს , იქნებით ჯანმრთელნი !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე