კერძი, რომელიც მშიერ ქმარს არ უნდა დაახვედროთ

61 views

რა საჭმელი უნდა დაახვედროთ, ქმარს, რომელსაც სტრესული სამუშაო აქვს და დაღლილი, მოღუშული ბრუნდება სამსახურიდან? როგორ უნდა დაუბრუნოთ მას კარგი განწყობა გემრიელი კერძის დახმარებით?

ტყუილად არ ამბობენ – გზა მამაკაცის გულამდე კუჭზე გადისო. ამიტომ საკმარისია იცოდეთ რა მოუმზადოთ მას.

რა მივართვათ?

წარმოიდგინეთ, რომ ხართ რომელიღაც ღონისძიებაზე და გადახედეთ მენიუს. იქ თითქმის ყოველთვის არის პირველი კერძი, მეორე – გარნირთნ ერთად და დესერტი.
დიხ, ვიცით, რომ ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს, გვიან და მსუყედ ჭამა არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დაივიწყეთ. როდესაც მამაკაცი დანაყრებულია, ის მშვიდდება, აღარ არის გაღიზიანებული და მზად არის მშვიდი ურთიერთობისთვის.

მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან სტრესებისკენ, ადვილად ითრგუნებიან და ჭმის მადაც უძლიერდებათ. უფრო დეტალურად:

  1. საჭმელი უნდა იყოს გემრიელი და უნდა უყვარდეს
  2. ის უნდა იყოს მისთვის გასაგები შემადგენლობის
  3. უნდა იყოს მსუყე

ანუ, მშიერ ქმარს მაინცდამაინც ნუ დაახვედრებთ უცნაური ფერის სმუზის და როლებს. დაღლილს და მშიერს ნამდვილად არ ექნება განწყობა პიკანტური გემოების დასაგემოვნებლად.

ასევე არ დაახვედროთ შემწვარი ფხიანი თევზები. მშიერ ადამიანს არ ექნება მისი გარჩევის ნებისყოფა და ხუთ წუთში შეიძლება ყელში გაჩხერილი ფხის ამოღება მოგიწიოთ.

ნუ მოიწონებთ თავს ნახევარფაბრიკატებით ან ნაყიდი საჭმლით. ეს უსამართლობის განცდას გამოიწვევს საყვარელ მეორე ნახევარში – ის მუშაობს, შენ სახლში ფუსფუსებ. შეიძლებოდა გამოგენახა დრო გემრიელი კატლეტისათვის. სიყვარულით მომზადებულ კერძს ხომ სულ სხვა გემო და ენერგეტიკა აქვს.

მარტივად და ადვილად

მოუმზადეთ მარტივი და მსუყე საჭმელი. მამაკაცები ბევრ ენერგიას ხარჯავენ და კვებაც სათანადო უნდათ. დაახვედრეთ ცხელი წვნიანი, პიურე კატლეტით, არ დაგავიწყდეთ დესერტი, დიდი ჭიქით წვენი ან ჩაი.

თუ მისი ღიპის სიდიდე გაშინებთ, გაუკეთეთ სალათები უცხიმო ხორცისგან. მოუხარშეთ წიწიბურა, ბრინჯი. შეუთავსეთ ჯანსაღი და გემრიელი ერთმანეთს.

როგორც ხედავთ, პრინციპი მარტივია: დაძაბული და სტრესული სამუშაო კვირის განმავლობაში მსუყე და მარტივი საკვები. პიკანტური გემოები და ექსპერიმენტები – დასვენების დღეებში. გაითვალისწინეთ მამაკაცის გემოვნებაც და მოარგეთ მენიუ მას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე