რა ცვლილებები მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველ დილით თბილ წყალს დალევთ

41 views

ადამიანმა ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალი რომ უნდა მიიღოს, ეს ბავშვმაც კი იცის. რისთვის არის წყალი საჭირო და როგორ არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მოკლედ მოგიყვებით რომელი წყლის დალევა ჯობია დილით და რა შედეგს უნდა ველოდეთ.

როგორი წყალი უნდა დავლიოთ დილით

ყველამ იცის, რომ უზმოზე 1-2 ჭიქა წყალი უნდა მიიღოს. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვანია.  ცივი წყალი გემრიელია და გამხნევებს, მაგრამ უფრო სასარგებლო თბილი წყალია, დაახლოებით 45 გრადუსი ტემპერატურის. და აი, რატომ:

  1. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. თბილი წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებას ახდენს, ასევე გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები.
  2.  ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. თუ თქვენ რეგულარულად სვამთ თბილ წყალს უზმოზე, მაშინ 20-30% -ით აჩქარებთ თქვენს მეტაბოლიზმს. უჯრედები უფრო აქტიურად მომარაგდება ჟანგბადით და საკვები ელემენტებით. შედეგად დაგირეგულირდებათ წონაც.
  3. იმუნიტეტის გაძლიერება. თბილი წყლის რეგულარულად მიღების შემდეგ უმჯობესდება ლიმფური სისტემის მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი უფრო მდგრადი გახდება ბაქტერიების და დაავადებების მიმართ.
  4. უკეთ მუშაობს თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა. თბილ წყალს შარდმდენი თვისება აქვს და შეშუპებასაც მოგიხსნით. ასევე კარგია თირკმლის კენჭების პროფილაქტიკისთვის და შარდის ბუშტის დაავადებებსაც აგაცილებთ თავიდან.
  5. გაგიუმჯობესდებათ კანის და თმის მდგომარეობა. თბილი წყლის მიღება უზმოზე კანსაც უხდება. გაგიქრებათ გამონაყარი, შენელდება ნაოჭების წარმოქმნა, კანი უფრო ელასტიური გახდება და გაუმჯობესდება ფერი.  ასევე უფრო სწრაფად გაიზრდება თმებიც.
  6. გაუმჯობესდება განწყობა. დილაობით თბილი წყლის დალევის ჩვევა პოზიტიურად აისახება ნერვულ სისტემაზე . ქვეითდება გაღიზიანება და უმჯობესდება ძილის ხარისხი, მაღლდება ორგანიზმის საერთო ტონუსი და ემოციური მდგომარეობა ნორმას უბრუნდება.

მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმის რეგენერაცია ვერ მოხდება საჭირო რაოდენობის წყლის გარეშე. წყალი საფუძველია თქვენი სხეულის უმეტესი ქიმიური რეაქციებისა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე