სახლში ფრანგული სამზარეულოს ქალღმერთს მეძახიან , საუზმეზე ჩემებს “კროკ-მადამს” ვუმზადებ

10 views

სახლში ფრანგული სამზარეულოს ქალღმერთს მეძახიან , ჩემებისთვის საუზმეზე კროკ-მადამის და კროკ-მისიეს მომზადებას მაღვიძარას დარეკვამდე ვასწრებ ! მეუღლე იღვიძებს თუ არა , ყველაფერი უკვე მზად ხვდება . ამ სტატიაში მათი მომზადების რეცეპტებს გაგიზიარებთ !

კროკ-მადამი

ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი პური
  • 4 ნაჭერი ბეკონი
  • 2 კვერცხი
  • 4 ნაჭერი ყველი (ჯობს გრუიერი ან ემენტალი )
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი
  • მარილი , წიწაკა გემოვნებით

“მორნეს” სოუსის ინგრედიენტები :

  • 40 გ ფქვილი
  • 310 გ  რძე
  • 40 გ ნაღები (33%)
  • 40 გ ნაღების კარაქი
  • 1 პატარა ხახვი
  • 3 ც. მიხაკი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მუსკატის კაკალი  და დარიჩინი
  • 30 გ გრუიერი ან ემენტალი
  • 10 გ პარმეზანი
  • მარილი , წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1.ჯობს “მორნეს” სოუსის მომზადებით დაიწყოთ , ის ბეშამელის  სოუსის ერთ-ერთი სახესხვაობაა . ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები , დაუმატეთ ხახვი , დაფნის ფოთოლი და მიხაკი , დაელოდეთ ადუღებას , შემდეგ გააჩერეთ 5 წუთით და გაწურეთ , შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი პარმეზანის ყველი დამატებითი გემოს მისაცემად .

2.სქელ ქვაბში გაალღვეთ ნაღების კარაქი , დაუმატეთ სანელებლები და ფქვილი . მოწვით ფქვილი კარაქში , მუდმივად ურიეთ  2-3 წუთის განმავლობაში ზომიერ ცეცხლზე , შემდეგ დაასხით კარაქის და ნაღების ნარევი .

მუდმივად ურიეთ და დაიყვანეთ მანანის ფაფის კონსისტენციამდე , შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი გრუიერი ან ემენტალი . თუ ისინი არ გაქვთ , შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი მაგარი ყველი .

3.პურის ნაჭრები გააჩერეთ ღუმელში 200 გრადუსზე 2-3 წუთით , 2 ნაჭერს  წაუსვით დიჟონის მდოგვი , ზემოდან კი -“მორნეს” სოუსი,ერთ ნაჭერს დასჭირდება დაახლოებით 1 ს.კ სოუსი , დანარჩენ ორ ნაჭერს წაუსვით მხოლოდ სოუსი .

4.მდოგვიან ნაჭრებზე მოათავსეთ  ბეკონი და ყველი , ზემოდან კი დაადეთ სოუსიანი ნაჭრები , ბუტერბროდს გარედან ისევ წაუსვით სოუსი და დაახეხეთ ყველი .

5.გამოაცხვეთ ბუტერბროდები წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით .

6.ტაფაზე ნაღების კარაქში შეწვით კვერცხი .

7.ერთ ბუტერბროდს ზემოდან დაადეთ კვერცხი , ეს იქნება კროკ-მადამი , მეორე ბუტერბროდს კი კვერცხის გარეშე ფრანგები კროკ-მისიეს უწოდებენ . გემრიელად მიირთვით ან როგორც ფრანგები იტყოდნენ : ” Bon Appetit ” .

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე