მარწყვის ჯემი : ტიპური შეცდომები მისი მოდუღებისას

18 views

გამოცდილმა დიასახლისებმა ზუსტად იციან , თუ როგორ მზადდება მარწყვის გემრიელი მურაბა  , თუმცა ზოგჯერ რაღაც ნიუანსი შეიძლება მათაც გამორჩეთ . ამ სტატიაში მოგიყვებით მისი მომზადებისას დაშვებულ ტიოურ შეცდომებზე .

მარწყვის ჯემი

ახლა გაგიზიარებთ რამდენიმე კულინარიულ ხრიკს . მნიშვნელოვანია მიჰყვეთ ინსტრუქციას და დაიცვათ პროპორცია , თუკი დიდი რაოდენობით მარწყვს შეიძენთ , ცხადია , სურვილი გექნებათ ის ერთიანად მოამზადოთ ქვაბში , თუმცა შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩებით . თუ ბევრ კენკრას მომარაგებთ , ჯობს მისგან მურაბა ან ჯემი ნაწილ-ნაწილ მოამზადოთ , შედეგად მურაბა მიიღებს გაჯერებულ გემოს და არომატს .

რა საჭიროა შაქარი ?

თუ გგონიათ , რომ კენკრა ისედაც ტკბილია , ეს არ ნიშნავს , რომ ცოტა შაქარი დაგჭირდებათ . ის საჭიროა არა მარტო გემოსთის , არამადე მურაბის კონსისტენციისთისაც . შაქრის წყალში გახსნით ის სიროფად გარდაიქმნება , ის საჭიროა იმისთის , რათა ჯემი გახდეს უფრო ერთგვაროვანი და წებოვანი .

შაქრის საკმარისი რაოდენობის გარეშე მურაბა იქნება წყალწყალა . მიჰყევით რეცეპტს და დამოუკიდებლად არ შეარჩიოთ პროპორციები .

ლიმონის წვენი

მურაბის კარგ რეცეპტში აუცილებლად მონაწილეობს ლიმონის წვენი . არ უგულებელყოთ ეს ინგრედიენტი:მისი გამოყენებით ჯემი მჟავე არ გახდება . პირველ რიგში , ლიმონის წვენი აუცილებელია სიტკბოს დასაბალანსირებლად . ასევე ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს , ის საჭიროა მურაბის შესასქელებლად .

საშუალოდ 3კგ მარწყვს სჭირდება 1 საშუალო ზომის ლიმონი . თუ არ გსურთ მურაბაშ მისი აშკარად გამოხატული გემო,შეიძინეთ მზა ლიმონმჟავა , საკმარისი იქნება 5გ .

რა სჭირს პექტინს?

ბევრი რეცეპტი გვირჩევს პექტინის გამოყენებას , თუმცა ბევრს ეს ტყუილად აბნევს , რადგან ეს ინგრედიენტი მურაბის კონსისტენციას იდეალურს გახდის .

მარწყვში პექტინის შემცველობა არც თუ ისე ბევრია, ამ ნივთიერებას შეიცავს ლიმონი . ზოგჯერ მურაბას ამატებენ ვაშლს,მაგრამ ეს არაა საკმარისი კარგი შედეგის მისაღწევად . პექტინი არ აძლევს ჯემს გადადუღების საშუალებას . პექტინის შემცველობა მარწყვის ჯიშზეცაა დამოკიდებული .

მოდუღების დროა

ზოგიერთი დიასახლისი მურაბას დიდი ხანი არ ადუღებს  ვიტამინების შენარჩუნების მიზნით  ,სხვები კი ამჯობინებენ არ გარისკონ . საქმე იმაშია , რომ პირველ შემთხვევაში მურაბა უფრო მცირე ხნით შეინახება .

იმისათის , რომ კენკრა არ გამჟავდეს , ის ცოტა უფრო დიდხანს ადუღეთ , ვიდრე რეცეპტში წერია . მურაბისთვის შეარჩიეთ მთლიანი და მსხვილი მარწყვი , შედარებით რბილი ნაყოფი შეგიძლიათ კომპოტისთვის გამოიყენოთ .

რედაქციისგან

მარწყვის მურაბის მოდუღებისას საჭიროა გამოიყენოთ შესაბამისი ჭურჭელი , გამოდგება მხოლოდ ემალის ქვაბი . თუ მას ალუმინის ჭურჭელში მოამზადებთ , მარწყვი მაშნვე გამჟვდება , დუღილის პროცესში ჯობს ხის კოვზით მოურიოთ , მისით მოსახერხებელია მურაბისგან ქაფის მოხდა , თუ არ გაქვთ ხის , გამოდგება სილიკონის ან პლასტმასის კოვზი .

ვიმედოვნებთ , ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გემრიელი ტკბილეულის მომზადებაში მთელი ზამთრისთვის !

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე