როგორც კი მარწყვი შემოდის, ამ დესერტს ვამზადებ. მოამზადეთ თქვენც, არ ინანებთ!

24 views

გაგისინჯავთ სასუსნავი, რომელიც არ ვნებს თქვენს სხეულს, დიეტურია, სასარგებლო და ამავე დროს, გემრიელი?

ეს დესერტი ზუსტად მასეთია. შეიცავს ხაჭოს, კეფირს, თაფლს ბანანს და არომატულ კენკრას.

დესერტი ბანანითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები:
  • 1 ბანანი
  • 200გ. მარწყვი ან სხვა კენკრა
  • 200 გ. ხაჭო
  • 50-100 მლ კეფირი ან იოგურტი
  • 2 ს/კ თაფლი
  •  ვანილი
მომზადების წესი:

1 . ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო, ვანილი და თაფლი. დაუმატეთ კეფირი ან იოგურტი, არაჟნის მასის მიღებამდე.

2. ცალკე ათქვიფეთ ბლენდერში ბანანი და მარწყვი. ასე გამოიყურება მიღებული მასა.

4 . ორივე მასა ფენებად ჩაასხით სასურველ გამჭირვალე ჭურჭელში და შედგით მაცივარში.

5 . მორთეთ სხვადასხვა ხილით, კენკრით, თხილეულით, ფისტათი და გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე