უნივერსალური “ფრანგული ცომი” უფრო ელასტიური, დამყოლი და რბილია.

41 views

დიასახლისებმა იციან, რომ საფუარიან ცომს ყოველთვის სითბო ჭირდება. დღეს კი გასწავლით ცომის მომზადებას, რომელიც მაცივარში უნდა გაფუვდეს.

ამბობენ, რომ ცივ პირობებში მომზადებული ცომი უფრო კარგი ტექსტურისაა და უფრო გემრიელიც.

ცივი ცომი

ცივ ცომს “ფრანგულ ცომსაც” უწოდებენ. ასეთი ცომი უფრო ელასტიურია, დამყოლი და რბილი. ადვილად გამოდის სხვადასხვა უზორები და ფორმები.

საღამოს მოზილეთ და შედგით მაცივარში. დილით კი მზად დაგხვდებათ. ინახება დიდხანს და შეიძლება მისი გაყინვაც. საყინულეში თვეზე მეტ ხანს შეინახება.

ინგრედიენტები
  • 500 გ. ფქვილი
  • 125 მლ რძე
  • 125 მლ კეფირი
  • 15 გ. საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ. შაქარი
  • 50 გ. ნაღების კარაქი
  • მწიკვი მარილი და სოდა
მომზადების წესი
  1. 1 . ჩაყარეთ საფუარი თბილ რძეში, შემდეგ შაქარი, მარილი, კეფირი, გამდნარი კარაქი.
  2. 2. გაცერით ფქვილი, შეურიეთ სოდა და შეაზილეთ მომზადებულ მასას. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.  მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ თავზე და დადგით ცოტა ხანი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ შედგით მაცივარში.
  3. 3 . მზა ცომით მოამზადეთ სასურველი ნუგბარი. მაგალითად, ჰაეროვანი ფუნთუშები. გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით მცენარეული ზეთი, მოაყარეთ ქიშმიში, ცუკატები, წვრილად დაჭრილი თხილეული, კურაგა, ნებისმიერი ჩირი. დაჭერით ცომი ოთხკუთხედ ნაჭრებად და გადაახვიეთ რულეტივით, გადააფარეთ ტილო, დააყოვნეთ ერთი საათი და შედგით გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე