რატომ არ გავყიდი “თევზები”-ს სერვიზს არანაირ ფულზე

200 views

ბევრ თქვენგანს , ალბათ, შემოგრჩათ ლამაზი სერვიზი ან  ბროლის ჭურჭელი . დღეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს-ხალხი მასიურად ყიდულობს სიმბოლურ ნაკრებებს  ძველმანების ბაზრობაზე , დიდი ხნის წინ მივიწყებულს სოფლებიდან სახლში აბრუნებენ . ამ სტატიაში მოგიყვებით ცნობილ თევზის ფორმის ლიქიორის ნაკრებზე .

საბჭოთა კავშირის დროინდელი ჭურჭელი

ამ ცნობილი სერვიზის ისტორია 1955 წელს იწყება და უკავშირდება ქართველ მხატვარს აბესალომ დავითის ძე ბარამიძეს . რიგის ქარხანაში მან შექმნა თევზის ფორმის კარაფი . “კარაფი” აღნიშნავს ჭურჭელს , რომელშიც ასხამენ ღვინოს ბოთლიდან ან კასრიდან,იგივე გრაფინი .

ალბათ , აბესალომი ვერც კი წარმოიდგენდა , რომ მისი ქმნილება ასეთი პოპულარული გახდებოდა . 1958 წელს მისმა თევზი წარდგენილი იყო გამოფენაზე იაპონიაში . ლიქიორის ნაკრები შედგებოდა შტოფის,ჭიქების და სადგამისგან . დეკორის და ფორმის ავტორი იყო სელეზნიოვა , თევზები ორგვარად იყო მოხატული .

 

სამწუხაროდ, პირველი ნაკრებების ფოტოების მოძიება ძალიან ძნელია , მათ შორის შავ-თეთრი სურათისიც კი . მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ , თუ როგორი იყო მათი ორიგინალური დიზაინი .  ერთ-ერთი მაშნდელი ნაკრები დიდხანს ხვდებოდათ სხვადასხვა გამოფენაზე , ამან მას მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი , ცნობილია,რომ პირველ მოხატვაში არ ერია წითელი ფერი , იყო მხოლოდ თეთრი და ოქროსფერი ფერები .

თევზების პოპულარობა

მსგავს ნაკრებებს ამზადებდნენ ასევე 1962 წლიდან , თავდაპირველად პოლონსკის ფაიფურის ქარხანაში , სერვიზს ერქვა “კობრების ოჯახი” , შემდეგ ეს ხელნაკეთი ნივთი მთელს უკრაინაში გავრცელდა , მას ნახავდით თითქმის ყველა ოჯახში საბჭოთა კავშირის დროს . წარმოება საკმაოდ მასიური იყო , თუმცა ადამიანებს მასში რაღაც ხიბლავდათ .

ამ ნაკრებებს ბევრი არ იყენებდა დანიშნულებისამებრ , ისინი უბრალოდ ამშვენებდა ჭურჭლის კარადებს .

მსგავს ნივთებს უნდა გაუფრთხილდეთ მშობლების და ახლობლების მოგონების , ასევე ბავშვობის და ხმაურიანი ოჯახური შეკრებების პატივსაცემად . რამდენიმე ათეულ წელიწადში კი ისინი გახდება ნამდვილი რარიტეტი , რომელსაც ძნელად თუ იშოვით . თქვენ შემოგრჩათ სახლში ეს თევზები ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე