ბოშა ქალის რეცეპტით მომზადებული უგემრიელესი ნამცხვარს ფქვილის და კვერცხის გარეშე

30 views

ოდესმე გაგისინჯავთ იაპონური ბრინჯის ნამცხვარი “მოტი” (ან “მოჩი”)? აზიური ტკბილეული-ჩემი სისუსტეა! პირველად მეგობართან სახლში დავაგემოვნე, მან “მოტი” ტოკიოში მოგზაურობიდან ჩამოიტანა. შემდეგ მათ მარკეტში წავაწყდი. ნამცხვრის შიგთავსის კლასიკური ვარიანტი მზადდება ტკბილი წითელი ლობიოთი , თუმცა მე კენკრით უფრო მომწონს.

მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ საკმაოდ ძვირი ღირს და ძალიან მალე იჭმება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ მოამზადოთ ეს ნამცხვარი ბრინჯის ფქვილისა და მარწყვისგან,გემო ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ !

ბრინჯის ნამცხვარი

ცომის ინგრედიენტები:

  • 100გ ბრინჯის ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 200მლ ნებისმიერი წვენი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 15ც მარწყვი
  • 350გ ხაჭის და ნაღების ყველი
  • 100გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • სიმინდის სახამებელი

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიეთ ბრინჯის ფქვილი, შაქარი და ნებისმიერი წვენი. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
  2. კრემის მოსამზადებლად მიქსერით შეურიეთ ხაჭოს ყველი, ვანილი და შაქარი 2 წუთის განმავლობაში. მარწყვი ან ნებისმიერი სხვა კენკრა გარეცხეთ და მოაცილეთ ყუნწები.
  3. წინასწარ მოამზადეთ საკვების პლიონკა (სტრეჩი),მის ცენტრში მოათავსეთ 1 ს.კ კრემი და მის შიგნით მარწყვი.პლიონკის დახმარებით მარწყვი ყველა მხრიდან მოაქციეთ კრემში. მოამზადეთ შიგთავსის ფორმები,მოათავსეთ თეფზშე და შედგით საყინულეში.
  4. ცომი ერთი წუთით შედგით მიკროტალღურ ღუმელში და შემდეგ გადაზილეთ . შემდეგ ისევ დააბრუნეთ ღუმელში და თავიდან გადაზილეთ,მესამეჯერაც გაიმეორეთ იგივე. შემდეგ 3 წუთის განმავლობაში ზილეთ ცომი,ის უნდა გამოვიდეს რბილი და წებოვანი.
  5. ბლომად მოაყარეთ მაგიდაზე სიმინდის სახამებელი. ხელები და ცომის საბრტყელებელიც სახამებლით დაიმუშავეთ  და ნაზად დაიწყეთ ცომის გაბრტყელება.დანით დაყავით ცომი მართკუთხედებად, დაახლოებით 8 ცალი უნდა გამოვიდეს. საყინულედან გამოღეთ შიგთავსის ფორმები, თითოეულს მოაშორეთ საკვები პლიონკა.
  6. ცომის თითოეულ მართკუთხედში მოათავსე კრემის და მარწყვის ბურთულა.შემდეგ მას გარშემო შემოახვიეთ ცომი,კიდეები კარგად მოუკარით და ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. ნამცხვრები 2 საათით შეინახეთ მაცივარში.

ესეც ასე, “მოტის” ნამცხვრები უკვე მზადაა.გემრიელად მიირთვით !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე