როგორ ასახავს ტორტი “ნაპოლეონი” იმპერატორის ხასიათს

47 views

კაპრიზული იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი ყველაფერში გამჭრიახი იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ სამხედრო საქმეს, არამედ მონარქის საყვარელ საჭმელსაც. თავისი მაგალითით ის სხვა ადამიანებსაც გმირულ საქმეებს შთააგონებდა. მისთვის ქალაქებს იღებდნენ და ასევე სხვადასხვა ახალ ორიგინალურ რეცეპტებს იგონებდნენ. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ როგორი იყო ნაპოლეონი და მისი ჩვეული რაციონი.

როგორი იყო ნაპოლეონი

პირველი, რაც გვაგონდება, ცნობილი ტორტი “ნაპოლეონია”. თავად იმპერატორზე საუბრისას, ეს გემრიელი შედევრის გემო გვახსენდება. თუმცა ფრანგულ სამზარეულოსა და თავად მონარქთან ტორტს არანაირი კავშირი არ აქვს. რეცეპტის ისტორია მოსკოვში დაიწყო: 1912წელს რუსეთიდან ფრანგების ასწლოვანი განდევნის დღე აღინიშნებოდა. იმ პერიოდის ერთ-ერთმა კონდიტერმა მოიფიქრა ტორტი, რომელიც ფორმით იმპერატორის ქუდს მოგვაგონებდა. ის მალევე მეტად პოპულარული გახდა.

თუმცა კიდევ ერთი კერძი, რომელსაც ნაპოლეონს ხშირად უკავშირებენ – მარენგოს წიწილაა. მისი რეცეპტი საფრანგეთის იმპერიის გამარჯვების შემდეგ, იმპერატორის დიდების საპატივცემულოდ შეიქმნა. ნაპოლენს ამ დროისათვის ჩვეულებრივ მომზადებული წიწილა უკვე მობეზრებული ჰქონდა და ამიტომაც მზარეულებს ახალი კერძის მოფიქრება მოუწიათ.

ისტორიის თანახმად ნაპოლეონი სიფხიზლის მოყვარული გახლდათ, მხოლოდ წყალსა და წითელ ღვინოს მიირთმევდა. მას გემრიელად ჭამა უყვარდა, თუმცა ვინაიდან მუდმივად დაკავებული იყო, ზოგჯერ სადილობა საერთოდ ავიწყდებოდა. ზოგჯერ კი მას სწრაფად ჭამა უჭევდა, ისე, რომ საჭმელს ყურადღებას ვერ აქცევდა, თუმცა მისთვის განკუთვნილი კერძები გემრიელი და განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. სამეფო მიღებებსა და ბანკეტებზე მონარქი თავს უხერხულად გრძნობდა. ცვლილებების შემდეგ ის ნაყინს ითხოვდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა და ხშირად მიირთმევდა კიდევაც. მზარეულებს ნაპოლეონის მოწონების დამსახურება უჭირდათ: ის თან რაღაც გამორჩეულს ითხოვდა, თუმცა ამავდროულად პერიოდულად საჭმელს ყურადღებას სულ არ აქცევდა.

სხვათაშორის, ნაპოლეონის მზარეულები, ისე როგორც იმპერატორს შეესაბამება, შეუპოვრები იყვნენ. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ შეფი დიუნანი, რომელიც ბედნიერი შემთხვევის წყალობით ცნობილი მარენგოს წიწილას ავტორი გახდა. რეცეპტი 1800წლის 14ივნისს შეიქმნა ისეთ სიტუაციაში, რომელიც ყველაზე ნაკლებად წააგავდა მოწვეულ ვახშამს. ამ დღეს ნაპოლეონის არმიამ ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე სოფელ მარეგნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავსტრალიეთა ძალები დაამარცხა.

გამარჯვებულთა ტრაპეზი

ბრძოლის დასასრულს, გამარჯვებით აღტკინებულ ნაპოლეონს მტაცებლური მადა მოაწვა. მან მზარეულს რაიმეს სწრაფად მომზადება უბრძანა. შეფი დიუნანი ამ მბრძანებამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ყველაფერი, რაც მარაგში ჰქონდა იყო: წიწილა, სამი კვერცხი, ოთხი პომიდორი და ზეითუნის ზეთის ბოთლი. მეომრებმაც მზარეულისათვის მოიძიეს ცოტაოდენი ხახვი, ნიორი, მწვანილი და რამოდენიმე კიბორჩხალას დაიჭირეს. ჭურჭლიდან დიდი ქვაბი მოიძებნა. სიმართლე, რომ გითხრათ, საიმპერატორო კერძისათვის მწირი მარაგია.

თუმცა მზარეულს საფიქრალად დრო არ ჰქონდა – მას მოუწია სრულად თავის ინტუიციას მინდობოდა, მან კი გადამრჩენელი გადაწყვეტილება უკარნახა, რის შედეგადაც მან ხელთ არსებული პროდუქტებისაგან კერძი ისე მოამზადა, რომ მთავარსარდალი ვერ უნდა მიმხვდარიყო თუ რა მიირთვა.

შეფმა ქათამი დაანაწევრა და ტაფაზე ზეითუნის ზეთში შეწვა. შემდეგ კი პომიდვისგან, ნივრისა და ხახვისაგან გაკეთებული სოუსი დაუმატა. არომატისათვის იმპერატორის კონიაკი გამოიყენა. გამოცდილებამ მას უკარნახა, რომ წიწილა შემწვარი პურის ტოსტებზე მოეთავსებინა და იმპერატორისათვის ამ ფორმაში მიერთმია. ამასთანავე მან სერვირებისათვის დიდი ზომის კვერცხი და კიბორჩხალას კუდი გამოიყენა. ადრე წიწილა კიბორჩხალასთან ერთად არავის მოუმზადებია.

ნაპოლეონს კერძი ძალიან მოეწონა. მან მზარეულს უბრძანა ეს კერძი ყოველი ბრძოლის შემდეგ მოემზადებინა, თვითონ მარენგოს წიწილა კი გამარჯვებულთა ტრაპეზის სიმბოლო გახდა. შეფის მიმდევრებმა რეცეპტი გააუმჯობესეს: მათ წიწილას კრევეტები, სხვადასხვა სოუსი, შამპინიონი და ზეთისხილი დაუმატეს. დღევანდელობაში ეს წიწილას ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეცეპტია. ის სრულიად შემთხვევით წარმოიშვა, თუმცა ნაპოლეონ ბონაპარტის წყალობით ფრანგული სამზარეულოს ყველაზე ცნობილ კერძად იქცა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე