რა უნდა მიირთვათ საუზმეზე, დაბადების თარიღის მიხედვით

31 views

ზოგჯერ შესაძლოა საუზმის შერჩევა ნამდვილ პრობლემად იქცეს. რისი მირთმევა ჯობს დილას, რათა მთელი დღე თავი კარგად იგრძნოთ? იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი დროებით მაინც აღარ იყოს თქვენთვის ზედმეტი ფიქრის მიზეზი, შეგიძლიათ საუზმე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ.

რისი მირთმევა ჯობს საუზმეზე

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

დავიწყოთ კლასიკით. შვრიის ფაფა რძით – დღის საუკეთესო დასაწყისია. ეს ნოყიერი კერძია, რომლის შემდეგაც, თქვენი ორგანიზმი ნამდვილად მადლიერი დაგრჩებათ. მისი ცოტაოდენი გამრავალფეროვნებისათვის კი შეგიძლიათ ცოტაოდენი სტევია ან მურაბა ჩაამატოთ. გახეხილი მოცხარიც შესანიშნავი დანამატი იქნება.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

რატომ არ ცდიდით რაიმეს არა მხოლოდ გემრიელს, არამედ ლამაზსაც? აი ისეთს, ფოტოს ინტრაგრამზე განთავსებასაც რომ შეძლებდით. ყველაზე ლამაზი საუზმე – ხრაშუნა ტოსტი ოდნავ დამარილებული ავოკადოთი. ძალიან გემრიელია!

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

კვერცხის მომზადება საკმაოდ სწრაფი პროცესია, ასევე შეგიძლიათ მას მწვანილიც ჩაუმატოთ. რამოდენიმე ნაჭერი ხლებცი და თქვენი დილა ნამდვილად ნოყიერი აღმოჩნდება.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

ფინჯან ყავას შეგიძლიათ ნაზი ყველის დესერტი მიატანოთ. ტკბილისა და მწარეს კომბინაცია დაგეხმარებათ გამხიარულდეთ და მთელი დღისათვის საკმარისი ენერგიით აივსოთ.

ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)

ვინ თქვა რომ საუზმე არ შეიძლება იყოს ნოყიერად დანაყრების დრო? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური შრომისმოყვარე ლომებისთვისაა, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ ისადილონ. ამიტომაც მათი საუზმისათვის რაიმე უფრო ნოყიერი გამოგადგებათ, მაგალითად მანი ფაფას თეფში რძითა და დარიჩინით და რამოდენიმე ნაჭერი ვაშლი.

ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ქალწულებისათვის მნიშვნელოვანი დასვენება და ამიტომაც საუზმის ჩვენი ვარიანტი სწორედ იმ შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი, რომ მათ ვიქენდები გემრიელად და მშვიდად დაიწყონ. სქელი ბლინები ალუბლის სიროფითა და ნაღებით ქალწულებს პოზიტიურ და მშვიდ განწყობას შთააგონებს.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

გემრიელი კაკაოს დიდი ჭიქა და ხრაშუნა კრუასანი სგუშონის კრემით მათი სამუშაო დღის იდეალური დასაწყისია. გლუკოზის ამხელა დოზა მათ პროდუქტიულობის შენარჩუნებაში მთელი დღის მანძილზე დაეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მორიელთათვის რაღაც საინტერესო მოვამზადეთ: ცხელი სენდვიჩები მწვანილით, პომიდვრით, კვერცხითა და ყველით. მსგავსი «მინი პიცა» შეგიძლიათ ტაფაზეც მარტივად მოამზადოთ. არ დაგავიწყდეთ ლორი ან მოხარშული ქათმის ნაჭრის დამატება.

მშვიდლოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)

ხაჭო არაჟნით თქვენ ფანტაზიას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს! მასში შეგიძლიათ მწვანილი შეურიოთ და ეს ყოველივე კარგად დაამარილოთ. შეგიძლიათ ხაჭო ტკბილი გააკეთოთ, მაგალითად ბანანი ან მურაბა ჩაამატოთ. ყველაფერი თქვენს ხასიათსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქისთვის რამდენიმე თხელი ბლინი ხაჭოთითა და შოკოლადის დანამატით და ხილის დღის საუკეთესო დასაწყისია. არ დაგავიწყდეთ ბლინების საღამოს მომზადება, რათა დილას მათი მხოლოდ შეთბობა მოგიწიოთ.

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

დღესდღეობით სმუზი საკმაოდ პოპულარულია, ეს მეტად სწრაფად მოსამზადებელი ნოყიერი საუზმეა, რომელიც სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე წახემსების საშუალებას მოგცემთ. იდეები ინგრედიენტებისათვის: ბანანი, ნატურალური იოგურტი, კაკაო და შვრიის ფანტელები.

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

თევზებისათვის ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ბავშვობაში: მადის აღმძვრელი ყველის ბლინები არაჟნითა და მურაბით. ის იმდენად გემრიელია, რომ მათზე უარის თქმა ფაქტიურად შეუძებელია. მზად ხართ, ამ მარტივი და უგემრიელესი კერძით, მთელი ცხოვრება ისიამოვნოთ.

რედაქციისაგან

რასაკვირველია, მსგავსი განაწილება მეტად პირობითია და ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ აქ წარმოდგენილ რჩევებს თქვენი საუზმის მენიუს გამრავალფეროვნებისათვის გამოიყენებთ. და თქვენი საყვარელი საუზმე როგორია?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე