5 უტიფარი ქცევა, რომლებითაც სხვა ადამიანებს ყოველდღე დისკომფორტს ვუქმნით

22 views

ამჟამად, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა ყველა ადამიანის უფლებების თანასწორობა, ნებისმიერი დისკრიმინაციის დაუშვებლობა და სხვა პიროვნების თავისუფლების დაურღვევლობა გახდა. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ 5 ქცევას, რომლებსაც გამიზნულად როდი ჩავდივართ, თუმცა ისინი სხვების უფლებებსა და თავისუფლებას ნამდვილად არღვევს.

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორი ადგილის დაკავება

მსუქანი ადამიანები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათდამი უპატივცემლობას იჩენენ, რომ სიმსუქნის ფობია საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. მოდით, ნუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ზედმეტი წონა ნამდვილად პრობლემაა. უბრალოდ ხაზი გავუსვათ იმ სიტუაციებს, როცა მსუქანი ადამიანები სხვათა უფლებებს არღვევენ. აი წარმოიდგინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პიკ საათში, როცა ადამიანთა დიდი რაოდენობა სახლში მიდის.

წარმოიდგინეთ? ადამიანი, რომელიც 56 ზომა ტანისამოსს ატარებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორ ადგილს იკავებს, ამ დროს კი, შესაძლოა, ფეხზე იდგეს 50 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც სამსახურის მერე ძალიან დაიღალა და ვენების ვარიკოზული გაგანიერებით ან სახსრების ტკივილით იტანჯება. გამოდის, რომ სამსახურიდან სახლში მიმავალ გზაზე ამ ადამიანს დასვენების უფლება საერთოდ არ აქვს? 56 ზომის მქონე ადამიანი ერთ ადგილს უნდა იკავებდეს. ამით ის გარშემომყოფებისადმი პატივისცემას გამოიჩენდა და სხვების თავისუფლებას არ დაარღვევდა.

2. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხმაურიანი მოწყობილობების მოხმარება

თანამედროვე სამყაროში მართალია აქტიური მომუშავე ადამიანები ჭარბობენ, თუმცა მათ გვერდით თანაარსებობენ პენსიონერები, ადამიანები ქრონიკული დაავადებებითა და ნებისმიერი ასაკისანი, ვინც მუდმივ სტრესშია. ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მობილური ტელეფონისათვის განკუთვნილი ყურსასმენები დღეს ფაქტიურად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასე რომ ცოტა გაუგებარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ ტრანსპორტში თუ რატომ უნდა ახმაურონ ტელეფონები, მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინებების კასკადი ან ვიდეოსა თუ მუსიკას ყურსასმენების გარეშე მოუსმინონ.

ეს ქმედება სხვა ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს, რომლებიც შესაძლოა გადაიღალნენ ან კიდევ ხმებისადმი მგრძნობიარენი არიან. შესაძლოა ტრანსპორტში აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მესენჯერის ხმა დასვენების საშუალებას არ მისცემს ან კიდევ უფრო კოლედ რომ გითხრათ, გაჯეტის ხმაურიანი გამოყენება უკულტურობისა და სხვებისადმი უპატივცემლობის გამოვლინებაა. რთულია ამ ქმედების საზრიანობას ჩავწვდეთ, როცა ტელეფონის ფასებთან შედარებით ყურსასმენები მართლაც რომ კაპიკები ღირს.

3. ღამის მატარებელში კუპეში იმ ადამიანის დარჩენა, რომელიც ხვრინავს

ტოლერანტობისა და სხვებისადმი პატივისცემის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არასდროს გაუკეთებს სხვას იმას, რასაც თავად არ ისურვებდა სხვებისაგან. კლასიკური მაგალითი მოვიყვანოთ. ღამის მატარებელში მგზავრი აღშფოთებულია იმით, რომ მის წინ სხვა მგზავრს ჰყავს ჩვილი, რომელიც შუა ღამეს ტირილს იწყებს და მას აღვიძებს. ჩვილის მშობელი ბოდიშს იხდის და ცდილობს ბავშვი დააძინოს.

შემდეგ… მგზავრი იძინებს და ხვრინვას იწყებს. ბავშვი ხვრინვის ხმაზე იღვიძებს და მგზავრს კვლავ აღვიძებს. როგორია მორალი? თუ იცით, რომ ხვრინვა გჩევიათ, ღამის მატარებელზე ბილეთის ყიდვით თქვენ სხვა ყველა მგზავრის უფლებებს ლახავთ. თუმცა ამ შემთხვევაში ბავშვმა არ იცის, რომ ტირილით ის სხვებს აწუხებს. აი ზრდასრული ადამიანი კი ამ ყოველივეს ნამდვილად იაზრებს. გავაკეთოთ დასკვნები! ყველა ადამიანს აქვს ძილის უფლება. თუ ვინმე ამ უფლებას გააზრებულად არღვევს, ის არასწორია.

4. ხმამაღლა ჭამა საზოგადოებრივ ადგილებში

ჰოლივიდურ ფილმში “მის კონგენიალურობა” ასეთი სცენაა წარმოდგენილი: სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი კონკურსატს ეკითხება თუ რითი აპირებს მათ გაოცებას, ნუთუ იმით, რომ დახურული პირით შეჭამს. ღლაჭუნი პირველ რიგში ადამიანის მშობლების და მერე უკვე მის უკულტურუობაზე მიუთითებს. თუ მშობლებმა ბავშვს ხუთ წლამდე დახურული პირით ჭამა არ ასწავლეს, ეს ოჯახის კულტურულ დონეზე ბევრ კითხვას ჰბადებს. და თუნდაც მშობლებს ასეთი დამოკიდებულება გამოეჩინათ, მაინც რჩება შანსი, რომ ადამიანმა კარგი და ცუდი თავისით ისწავლოს. საზოგადოებრივ ადგილას ღლაჭუნი დაუშვებელია. ღლაჭუნის ხმა ბევრისთვის სტრესის გამომწვევია. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ღლაჭუნი ეს იგივეა, საზოგადოებრივ ადგილას გაგეცუოს.

5. ტრანსპორტში ძლიერი ხველება და იქვე დარჩენა

კორონავირუსის პანდემიამ, როგორც იქნა დაგვახანა თუ რას ნიშნავს “რესპირატორული ეტიკეტი”. კორონავირუსამდე ტრანსპორტში ხველა თუ ცემინება განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენდა, თუმცა ზოგადად კულტურულ ადამიანს იმდენი შეგნება უნდა გააჩნდეს, რომ თუ ავადაა, ეცადოს სახლში დარჩეს და გაციება თუ გრიპი სხვას არ გადასდოს. საერთოდაც ნამდვილად ეთიკური ადამიანი ამ შემთხვევაში უარს იტყვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით გადაადგილდება, ხოლო თუ სიმპტომებმა უეცრად შემოუტიეს, ის სატრანსპორტო საშუალებას უმალვე დატოვებს. მწვავე სიმპტომების დროს სამედიცინო ნიღაბი სხვებს ვერ დაიცავს. პატივი ეცით საკუთარ თავსა და სხვებს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე