როგორ მივიღოთ ერთი ძირი პომიდორის ბუჩქისაგან 5-ჯერ მეტი მოსავალი

106 views

იგორ მასლოვი – ინჟინერი გახლდათ, რომელიც კალინინგრადში ცხოვრობდა და მუშაობდა, პომიდვრის მოყვანა კი მისი ჰობი იყო. არაერთი ფერმერი იყენებს მის მეთოდს, თუმცა ხშირად არ კი იცის თუ ვინაა მათი ავტორი. მათში ზებუნებრივი არაფერია, თუმცა არის დეტალები, რომლებიც ხშირად გვავიწყდება, არადა მეტად მნიშვნელოვანია. ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ მოსავალი 5-7-ჯერ გაზარდოთ.

1. პირველი მეთოდი

ის გრძელღეროიანი სახეობების შემთხვევაში გამოგადგებათ(ორი მეტრი და მეტი სიმაღლის). ნერგებს წინასწარ თესავენ, ისინი მოზრდილი და ჯანსაღი უნდა იყოს. მათ მისაღებად აუცილებელია თესლი ადრეულად დათესოთ და კარგად გაანათოთ. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მცენარის ღეროები მსხვილი და ძლიერი იყოს.

ნიადაგზე გადატანისას, როგორც წესი, მცენარე უკვე გაზრდილია და აყვავილებულია. თავდაპირველად ღერო ზედმეტი ფოთლებისაგან იწმინდება დაახლოებით ბუჩქის სრული სიმაღლის 1/3 ნაწილზე. ღეროს ეს ნაწილი ფესვთან ერთად მიწაში აღმოჩნდება.

ფესვის განთავსებაც წესების დაცვითაა საჭირო. მცენარის ზედა მხარე ჩრდილოეთისაკენ უნდა იყოს მიმართული, ფესვი კი სამხრეთით. ზრდის პერიოდში პომიდორი მზისკენ უნდა მიიწევდეს, ხოლო ღერო კი გასწორდეს. ამის შემდეგ, ბუჩქი უნდა შეიკრას და რამოდენიმე ბოძზე დამაგრდეს. შედეგად ფესვთა სისტემა ძლიერი და კარგად განვითარებული იქნება, რაც მცენარეს საშუალებას მისცემს უფრო ნაყოფიერი გახდეს.

2. მეორე მეთოდი

ნერგების დათესვა და მათი გადარგვა ტრადიციული მეთოდით ხდება. პირველი ორი ყლორტის გაჩენის შემდეგ მათი გამოზრდა იწყება. შედეგად ყლორტი მაგრდება. მისი ღერო ფესვებს გაიდგამს და შემდგომ უკვე ზრდას განაგრძობს. ამ პროცედურის განმეორება მუდმივად შეგიძლიათ. აღნიშნული მეთოდის ეფექტურობა მცენარის ძლიერი ღეროვანი სისტემის დამსახურებაა. რაც მეტია ფესვი და მათი საშუალებით მიღებული საკვები ნივთიერებები, მით უფრო მეტია მოსავალიც.

ბუნებამ ისე გადაწყვიტა, რომ პომიდორის ბუჩქები ჰორიზონტალური მიმართულებით იზრდება, ღეროები კი ფესვებს იდგამს. შედეგად უფრო მეტი და დიდი ზომის პომიდორი მიიღება. თუმცა მიწის ფართობის დეფიციტის გამო, ადამიანებმა ვერტიკალური მეთოდის გამოყენება დაიწყეს, რაზეც მასლოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ უმჯობესია ბუნებრივი ვარიანტი ავირჩიოთ და პომიდორის ბუჩქი ჰორიზონტალურად გავზარდოთ. შესაძლებელია ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში დიდი სივრცე დაგჭირდებათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე