შვეიცარიული ბეზეს ზუსტი რეცეპტი, რომელიც ყველას მოსწონს

13 views

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ შვეიცარული სტილის ბეზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მერენჯი ან სველი ბეზე. ეს შესანიშნავი გზაა სტუმრები ხასხასა და მარტივი დესერტით გააოცოთ. შვეიცარული ბეზე შეგიძლიათ საბავშვო დღესასწაულზე მოაწყოთ, ბევრად მომგებიანია, ვიდრე თუ ნუგბარს კონდიტერს შეუკვეთავდით.

როგორ გააკეთოთ ბეზე

შვეიცარული ბეზეს მოსამზადებლად პროდუქტთა მინიმალური რაოდენობა დაგჭირდებათ. მერინგისგან შეგიძლია ჯოხზე ჩამოცმული ნუგვარი მოამზადოთ ან გამოიყენოთ ის ტორტების, კულუჩისა და სხვა კონდიტერული ნაწარმის მოსართავად.

იგრედიენტები

  • 5ც. ცილა
  • 320გ შაქარი
  • სულ ცოტა მარილი
  • ვანილი ან ვანილის შაქარი
  • ლიმონმჟავას წვეთი
  • საკვები საღებავები

მომზადების წესი

1. ქვაბში ცოტაოდენი წყალი ჩაასხით და ქურაზე მოათავსეთ. ის წყლის აბაზანისთვის დაგვჭირდება.

2. ცილას ჩაუმატეთ შაქარი, სულ ცოტა მარილი და ვანილი ან ვანილის შაქარი, ასევე ლიმონმჟავას წვეთი.

3. ცილიანი ჯამი წყლის აბაზანაში მოათავსეთ, ისე რომ ჯამი წყალს არ ეხებოდეს. ურიეთ შაქრის სრულ გალღობამდე. ამისთვის რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ. სხვათაშორის, ცილის ტემპერატურა ამ რეცეპტში მნიშვნელოვანი არაა – შეგიძლიათ კვერცხი მაცივრიდანაც გამოიღოთ ან ოთახის ტემპერატურის გამოიყენოთ.

4. შეამოწმეთ გადნა თუ არა შაქარი: ცილის მასა თითებს შორის გაატარეთ. თუ ხაოები არაა, მასა შეგიძლიათ მიქსერით ათქვიფოთ.

5. დააბრუნეთ ჯამი წყლის აბაზანაში. ერთი წუთის მანძილზე ცილა საშუალო სისწრაფით, შემდეგ კი მაქსიმალური სიმძლავრით თქვიფეთ. ცილა გათეთრებას დაიწყებს და მოცულობა გაეზრდება. თქვეფის დრო დაახლოებით 10წუთია. თუმცა ზუსტი დრო მაინც თქვენი მიქსერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. როცა მასაში ტალღები გაჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრემი უკვე მზადაა. უნდა დაელოდოთ იმ მომენტს, როცა კრემი მიქსერის სათქვეფზე შემოხვევას დაიწყებს.

6. ასეთ კრემთან უმალვე უნდა იმუშაოთ. თუ ბეზეს მომზადების გადადება გსურთ, მანამდე მას სველი ხელსახოცი გადააფარეთ.

კრემთან მუშაობა

1. თუ ჭრელი ნუგბარის დამზადება გსურთ, კრემი რამოდენიმე ნაწილად გაყავით. მასის შესაღებად შეგიძლიათ, როგორც გელის, ასევე ფხვილის ფორმით წარმოდგენილი საკვები საღებავები გამოიყენოთ. გელური სტრუქტურის შემთხვევაში 1წვეთიც საკმარისია, მთავარია კარგად მოურიოთ.

2. თუ ფხვნილს იყენებთ, თავიდან ცოტაოდენი ჩაის კოვზზე დაყარეთ და წყლის წვეთები დაასხით. კარგად მოურიეთ და უკვე შემდგომ შეურიეთ ცილას. თუ სახებავი პაკეტშია, ის თბილ წყალში უნდა გახსნათ, სხვა შემთხვევაში არ გაიხსნება.

3. კრემი გადადეთ ერთჯერად საკონდიტრო ტომრებში. მეტი მოხერხებულობისათვის, ტომარა თავიდან ხელზე ჩამოიცვით და უკვე შემდგომ ჩადეთ მასში კრემი.

4. მოიმარჯვეთ კიდევ ერთი საკონდიტრო ტომარა, მოაჭერით ბოლო და საკონდიტრო თავი გაუკეთეთ. მოაჭერით თავი სხვა ტომრებსაც, რომლებშიც კრემია მოთავსებული. ყველა ერთად მოათავსეთ ცარიელ ტომარაში.

5. საცხობი დაფარეთ პერგამენტით. პერგამენტმა რომ არ ისრიალოს, კუთხეები შეგიძლიათ კრემის საშუალებით დაამაგროთ. საკონდიტრო ტომარა ხელში კარგად დაიჭირეთ და წრიული მოძრაობებით გამოუშვით ბეზე. თუ ჯოხებს იყენებთ, ისინი თავიდანვე კრემით დაფარეთ.

6. მომზადებული ბეზე მოათავსეთ ცივ ღუმელში. ჩართეთ კონვექციის რეჟიმი და ტემპერატურა 70გრადუსი. თუ ღუმელი გაზისაა, მინიმალური ტემპერატურა ჩართეთ და კარის ღიობში პატარა ხელსახოცი მოათავსეთ, რათა ღუმელი ბოლომდე არ დაიკეტოს.

7. შვეიცარული ბეზე დიდხანს ცხვება, დაახლოიებით 2,5 საათი. მისი შენახვა მაქსიმუმ ხუთი დღე შეგიძლიათ ან კარგად შეხვეულ მდგომარეობაში ან კიდე კონტეინერში.

მსგავსი ტიპის ტკბილეული მეტად ეფექტურად გამოიყურება და ყველა დღესასწაულის მორთულობად იქცევა. თან შვეიცარული ბეზე სააღდგომო პასტებისათვის იდეალური დეკორის ელემენტია. ამ ტიპის ბეზესგან შეგიძლიათ დაამზადოთ ყვავილები, სააღდგომო ბაჭიები, საყვარელი წიწილები. მოკლედ, თუ ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარს მოუხმობთ, შეგიძლიათ ფორმებითა და ფერებით ექსპერიმენტები გარისკოთ და ნამდვილი კულინარიული შედევრები შექმნათ.

გისურვებთ შთაგონებასა და გებრიელ ბეზეს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე