KFC-ის ხშირად სტუმრობთ? ჩვენ გთავაზობთ მის ზუსტ, მაგრამ უფრო ჯანსაღ რეცეპტს

20 views

დიასახლისთა დიდ ნაწილს ქათმის ფრთების მომზადება არ უყვარს, რადგანაც მათ ცოტა ხორცი და ბევრი ძვალი აქვთ. თუმცა თუ მომზადების პროცესს სწორად წარმართავთ, თქვენ მიიღებთ არომატულ კერძს, რომელიც გარედან ხრაშუნა იქნება, შიგნით კი ფაფუკი და ნაზი სოუსით შეკაზმული. დღევანდელ სტატიაში ფრთების მომზადების რამოდენიმე წესს გაგიზიარებთ, რომელთა დახმარებითაც უმეგრიელესი კერძის მიღებას შეძლებთ.

მალე მაისის დღესასწაულები მოვა, შემდეგ კი გრილისა და ბარბექიუს სეზონი დადგება. რომელი კერძი ითვლება ნებისმიერი პინკნიკის ვარსკვლავად? რასაკვირველია, ქათმის ფრთები. ისინი საკმაოდ მალე მზადდება და გემრიელი გამოდის, თუ რასაკვირველია, მთელი რიგი თავისებურებები გეცოდინებათ და ევროპის, ამერიკის მენიუს გამოცდილი რეცეოტი.

1. მარინადი

პირველი მიზეზი, რის გამო ქათმის ფრთები მოთხოვნადი პროდუქტია არის ის, რომ მისი შეწვა წინასწარი შემზადების გარეშე შეგიძლიათ: დაამარილეთ, პილპილი მოაყარეთ და ტაფაზე მოსათავსებლად მზადაა. თუმცა თუ დროში არ იწვით და გსურთ, რომ ნამდვილად ორიგინალური და გემრიელი კერძი გამოგივიდეთ, ხორცი, სანამ მას შეწვავთ ან ღუმელში მოათავსეთ, აუცილებლად დაამარინადეთ.

მარინადის მომზადება უამრავი ინგრედიენტით შეგიძლიათ – ყოველივე დამოკიდებულია შერჩეულ რეცეპტსა და ასევე გემოსა და ვიზუალზე, რომლის მიღებაც გსურთ. თუმცა არსებობს რამოდენიმე ზოგადი რეკომენდაცია, რომლებიც მომზადების პროცესში მხედველობაში გირჩევდით იქონიოთ.

ყველაზე სწრაფად ის მარინადი მოქმედებს, რომლის შემადგნელობაშიც ძმარი შედის. ეს ძლიერი იგრედიენტი საკმაოდ აქტიურია, ამიტომაც მასში ხორცის დატოვება სამ საათზე მეტხანს არ ღირს. თუ აღნიშნულ დროს გადააჭარბებთ, ისედაც არც თუ ისე ცხიმიანი ქათამი, სულ გამოშრება.

“ნელი” მარინადები, რომელშიც ქათმის ხორცის დატოვება მთელი ღამით შეგიძლიათ მარტივი სანელებლებისა და შესაკაზმებისგანწიწაკა, კარი, პილპილი, მშრალი ნიორი და ა.შ.) და ასევე სოიოს სოუზისაგან შედგება. იმისათვის, რომ ფრთები წესისამებრ გაიჟღინთოს, ის წინასწარ მომზადებულ ნარევში უნდა მოათავსოთ და მაცივარში 10-12საათით დატოვოთ.

2. სანელებლები

სწორედ ის მომენტია, როცა ყველა სანელებელი კარგია: რთულია ერთი რომელიმეს დასახელება, რომლის ხორცისათვის დამატება კატეგორიულად არ შეიძლებოდეს იქნება. გამომშრალი ბალახი, ტრადიციული სანელებლები და თქვენი საყვარელი ვარიანტები, ასევე ის სანელებლებიც, რომლებიც რეცეპტშია მითითებული, კერძის გემოს გარანტია.

თუმცა სანელებლები ერთადერთი დანამატი არაა, რომელიც ფინალურ გემოზე კარგად აისახება. ხორცი შეგიძლიათ ბოსტნეულსა და მწვანილთან ერთად მოამზადოთ, მაგალითად, გამოიყენოთ ხახვი.

ყურადღება მიაქციეთ; სანელებლები შეგიძლიათ მარინადში ჩაამატოთ, თუმცა ასევე შესაძლოა მათი ზეთთან ან მაიონეზთან შერევა, რომელსაც ქათმის ფრთებს გარშემო წაუსვამთ. გემრიელი ყველა შემთხვევაში გამოვა.

3. სოუსი

აქ მსგავსი სიტუაციაა, როგორც სანელებლების შემთხვევაში: ფაქტიურად ყველა ტიპის სოუსის მომზადება შეგიძლიათ და შედეგად ფრთებს ახლებური გემო შეჰმატოთ. გირჩევდით ერთ ვარიანტზე არ შეჩერდეთ და ყოველ მომდევნო ჯერზე რაიმე ახალი მოამზადოთ, რათა უფრო მეტი ვარიანტი გასინჯოთ.

კლასიკური ბარბექიუ, უნივერსალური ტკბილ-მწარე, ლეგენდარული ცხარე «ბუფალო» – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სოუსებისა, რომლებიც ქათმის ფრთებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ.

4. მომზადების თავისებურებები

თუ ფრთების მომზადებას ღუმელში გეგმავთ, რაიმე სირთულე პრაქტიკულად არ უნდა წარმოიშვას: საცხობს წინასწარ ზეთი წაუსვით, შემდეგ კი ხორცი მოათავსეთ და ღუმელში 40-60წუთის განმავლობაში 200გრადუსზე დატოვეთ.

აი გისოსზე შეწვა გაცილებით რთულია. ფრთები რომ არ მიეწვას და შემდეგ მინამწვარი მოსახეხი არ გაგიხდეთ, გისოსებს აუცილებლად გადაუსვით ზეთი. თუ ამას არ იზამთ, ნახევარი ხორცი მასზე დარჩება.

იქამდე, სანამ ხორცს გისოსზე მოათავსებთ, მოაშორეთ მას მარინადის მონარჩენი ან კიდევ ქაღალდის ხელსახოცში გაახვიეთ. ფრთებს შორის ცარიელი სივრცე უნდა დარჩეს, სხვაგავარად ისინუ უმი დარჩება. და არ დაგავიწყდეთ მათი დრო და დრო ამოტრიალება, რათა ხრაშუნა ზედაპირი მიიღოთ.

რეცეპტები

1. ქათმის ფრთები “ბუფალო”

ეს კერძი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ის პოპულარულია ბარებსა და მიკიტნოებში, რადგანაც ლუდს მეტად უხდება. ფრთების მოსამზადებლად დაგჭირდებათ თითო კოვზი ზეთი და ცხარე სოუსი ჩილი, 1/2ჩ.კ. მარილი, შავი პილპილი და კაიენის წიწაკა, კილოგრამი ქათმის ფრთები.

დასაწყისისათვის, აუცილებელია ქათმის ფრთებს ბოლოები მოაჭრათ, რათა მომზადებისას ისინი არ მიეწვას. შემდეგ საჭიროა ღრმა ჭურჭელში ერთმანეთს სანელებლები, ჩილი და ზეთი შეურიოთ. მარინადი ხორცს მოასხით და ერთი საათით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. დროის გასვლის შემდეგ, ფრთები გიგოსზე განათავსეთ ისე, რომ მათ შორის სივრცე დარჩეს, შემდგომ კი 15-20წუთის მანძილზე 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ.

იდეალური სოუსი ფრთები “ბუფალოსთვის” იქნება ცნობილი “ლურჯი ყველი”, რომელიც არაჟნის, მაიონეზის, ძმრისა და ნივრისგან შედგება.

2. ფრთები ტკბილ-ცხარე სოუსში

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა სიმინდის სახამებელი, სამი დიდი ზომის კვერცხი, ზეთი ფრიუტერისთვის, 100გრამი შაქარი, ძმარი, შავი მოცხარის ჟელე, სამი კოვზი სოიოს სოუსი, კეტჩუპი, ლიმონის წვენი და 12-15ქათმის ფრთა.

სახამებელი ცელოფანში ჩაყარეთ, მასში ხორცი მოათავსეთ და იქამდე ატრიალეთ, სანამ მისი ზედაპირი სრულად თეთრი არ გახდება. შემდეგ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, წაუსვით ფრთებს და ფრიტურზე მოათავსეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზეთი ხორცს მთლიანად უნდა ფარავდეს. საშუალოდ, ქათამი 8წუთი უნდა იწვებოდეს. იმისათვის, რომ არ მიეწვას, პერიოდულად აბრუნეთ. გამზადებული ფრთები ლანგარზე მოათავსეთ, რომელზეც წინასწარ ქაღალდის ხელსახოცი იქნება დაფენილი, ის საჭიროა იმისთვის, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. ამით პირველი ეტაპი დასრულებულია.

მეორე ეტაპზე ქვაბში უნდა შეურიოთ შაქარი, ძმარი, ჟელე, ლიმონის წვენი, კეტჩუპი და სოიოს სოუსი, მიიყვანოთ დუღილამდე და 10წუთი ადუღოთ. ამის შემდეგ ზეთწასმული ფრთები ფორმაზე გადაიტანეთ, დაასხით ტკბილ-ცხარე სოუსი და 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15წუთით დატოვეთ. დროის გასვლის შემდეგ, ქათამი ამოატრიალეთ, დაუმატეთ მორჩენილი სოუსი და კიდევ 15წუთით ღუმელში დააბრუნეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე