8 მავნე კულინარიული ჩვევა, რომელსაც კუჭის პრობლემები გამოიწვევა შეუძლია

53 views

სამზარეულოში მავნე ჩვევები არავის სჭირდება. ზოგჯერ დიასახლისები ვერც კი ამჩნევენ თუ რამხელა ზეგავლენას ახდენს ერთი შეხედვით უბრალო ყოველდღიური ქმედებები მათ ჯანმრთელობასა და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რომელი ჩვევები უნდა მოიცილოთ და თან რაც შეიძლება მალე, რათა კუჭთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აირიდოთ.

ჩვევა 1: პროდუქტის ჩანთების ხშირი გამოყენება

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანთა 85% პროდუქტების მრავალჯერად ჩანთას რეგულარულად იყენებს ისე, რომ მას არ რეცხავს. ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება კი იწვევს იმას, რომ ჩანთის შიგნით ბაქტერიები მრავლდებიან, რომლებიც აქ ხორცის, კვერცხისა და ქათმის გადატანის დროს მოხვდა. იმისათვის, რომ მათ ზიანი არ მოგაყენოთ, ჩანთა ან რეგულარულად უნდა მოაწესრიგოთ ან კიდევ ის უფრო მეტი სიხშირით შეცვალოთ ხოლმე. ნაჭრის ჩანთა საპნის გამოყენებით ხელითაც შეგიძლიათ გარეცხოთ ან პირდაპირ სარეცხ მანქანაში მოათავსოთ. რაც შეეხება პოლიმერით დაფარულ ვარიანტებს, ისინი შეგიძლიათ სველი ხელსახოცით ან ანტიბაქტერიული სპრეით დაამუშავოთ.

ჩვევა 2: ხუთი წამის წესით მიყოლა

ინგლისური ინსტიტუტის ასტონის მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა დაედგინათ თუ რაოდენ მუშაობს ხუთი წამის წესი. მათ გამოიკვლიეს თუ რაოდენ სწრაფად გადადის სხვადასხვა იატაკის ზედაპირიდან პროდუქტზე ბაქტერია. ექსპერიმენტში მონაწილეობა ლამინატმა, ფილებმა და ხალიჩამ მიიღო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფად ბაქტერიები ხალიჩიდან გადადის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სენდვიჩი სხვა სახის იატაკზე დაეცა, რომ ის მტვრისა და ჭუჭყის ნაწილაკებით არ დაიფარება და მისი გამოყენება ჩვეულებრივ შეიძლება.

გირჩევდით არ გარისკოთ და ყოველთვის გარეცხოთ პროდუქტი, რომელიც იატაკზე დაეცემა, არ აქვს მნიშვნელობა ხუთი წამი გავიდა თუ ოცდაათი. თუ პროდუქტის გარეცხვა არ შეიძლება ისეთია, ამ შემთხვევაში მის გადაგდებას გირჩევთ, არ ღირს თქვენი ჯანმრთელობის  რისკის ქვეშ დაყენება.

ჩვევა 3: კერძის მომზადების დონის თვალით შემოწმება

პროფესიონალმა მზარეულებმა, რომლებსაც სამზარეულოში წლები აქვთ გატარებული, კარგად შეიწავლეს თითოეული პროდუქტისა და კერძის თავისებურებანი, ასე რომ მათთვის სირთულეს არ წარმოდგენს კერძის მომზადების დონე თვალით შეამოწმონ და მიხვდნენ ხორცი იქნება თუ თევზი, ქათამი ან კონდიტერული ნაწარმი ბოლომდე მომზადდა თუ არა. თუმცა ადამიანისთვის, რომელიც კულინარიით პროფესიულ დონეზე არაა დაკავებული რთული იქნება თვალით ზუსტად გამოიცნოს მზადაა თუ არა კერძი. ზოგჯერ პროდუქტების ვიზუალი მატყუარაა, ისევე როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, ასე რომ თქვენი თვალების ამ საკითხში დაჯერებას არ გირჩევდით.

უმჯობესია რეცეპტს მიჰყვეთ და იმ დროის ჩარჩოებს მიყვეთ, რომელიც მასშია მოცემული. შესანიშნავი შენაძენი იქნება სპეციალური თერმომეტრის შეძენა, რომლის დახმარებითაც, მაგალითად, ხორცის ტემპერატურასა და მომზადების დონეს მისი გაჭრის გარეშე დაადგენთ. ინტერნეტში ბლომადაა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტემპერატურის უნდა იყოს ესა თუ ის კერძი, რათა მომზადებულად ჩაითვალოს.

ჩვევა 4: ხელების ცუდად დაბანა

ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია თუ რა უნდა შეგეშალოთ ისეთ მარტივ საკითხში, როგორიცაა ხელების დაბანა? მოგიყვებით. ზოგს აღნიშნული პროცედურის საპნის გარეშე ჩატარება მოსწონს, ზოგი კი ხელს ჭუჭყიანი ხელსახოცით იმშრალებს და გარდა ამისა, არიან ისეთები, რომლებიც ხელის საჭიროზე სწრაფად დაბანას ამბოჯიბენებ. თან ცოტა თუ მიემართება ხელების დასაბანად ისეთი უბრალოდ საქმეების მერე, მაგალითად, როგორიცაა ტელეფონზე საუბარი. არადა ტელეფონზე იმაზე არანაკლები ბაქტერია, ვიდრე სახლში შესასვლელ კარზე.

უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და ხელები საპნით კარგად და დიდხანს იბანოთ, რათა თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დააყენოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირსახოცების სისუფთავე აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ ხელების სისუფთავეზე დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენი საკუთარი, არამედ ახლობლების ჯანმრთელობაც, რომლებისთვიაც თქვენ კერძს ამზადებთ.

ჩვევა 5: ხორცის ჯამში გარეცხვა

მოხმარებამდე ხორცის გარეცხვა ნამდვილად აუცილებელია, რათა მას ბაქტერიები მოცილდეს. თუმცა ჯამში ამის კეთება უსაფრთხო არაა. ყველა მავნე ნივთიერება, რომელთა მოცილებაც გსურთ, წყალში რჩება და ყველაფერს აინფიცირებს, მათ შორის თვითონ ქათამსაც, რომელიც ვახშამზე უნდა მიირთვათ.

ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია ხორცის გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვა ისე, რომ შხეფები გარშემო არ ისხმებოდეს. ასე თქვენ ნამდვილად დარწმუნებულები იქნებით, რომ ბაქტერიებს საბოლოოდ გაუმკლავდით. ხორცის გამშრალება ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალოთ.

ჩვევა 6: მაცივრის გადავსება

თუნდაც მიჩვეული იყოთ სუპერმარკეტში მხოლოდ ხელფასის დღეს წასვლას და მთელი თვის სამყოფი პროდუქტების ყიდვას, ეს იმას არ ნიშნავს მაინც, რომ მაცივარი წელვადია და მისი გატენვაა საჭირო. როცა მაცივარში დიდი რაოდენობით პროდუქტია, ეს იმას იწვევს, რომ ერთმანეთის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს უმი ხორცი და მზა კერძი, რამაც შესაძლოა ურთიერთდაინფიცირება გამოიწვიოს(ხორცში არსებული ბაქტერიები სალათსა და პიურეში გადადის). თუმცა ეს ერთადერთი ცუდი ახალი ამბავი როდია.

თუ მაცივარი გადავსებულია, მასში ჰაერს ცირკულირება უჭირს, რაც იწვევს ტემპერატურის მომატებასა და ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალურ გარემოს ქნის. შედეგად მაცივარში საჭმელი გაფუჭებას იწყებს.

რჩევა: უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად აკონტროლეთ მაცივარში არსებული ტემპერატურა. ეს შეგიძლიათ სპეციალური თერმომეტრის საშუალებით განახორციელოთ. საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ამერიკული დეპარტამენტის მმართველობის თქმით, მაცივარში ტემპერატურა 5 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს.

ჩვევა 7: უმი ცომის გასინჯვა

ფუნთუშებისთვის განკუთვნილი ცომი საკმარისად ტკბილია? მარილი ყოფნის? გასინჯვის გარეშე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ ღირს კი რისკი? საქმე იმაშია, რომ უმ კვერცხში, რომელიც ცომის შემადგენლობაში შედის, შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს. ფქვილიც არაა მთლად უსაფრთხო პროდუქტი, მან შეიძლება კარტოფილის ან კუჭნაწლავის ჩხირი დაგმართოთ.

საკუთარი ჯანმრთელობა რომ არ გარისკოთ და ამასთანავე კერძის გემოში დარწმუნებული იყოთ, გამოცდილი რეცეპტით მომზადებას გირჩევდით. მიყევით მხოლოდ იმ მზარეულებისა და ფუდბლოგერების რჩევებს, რომლებსაც ენდობით, რომ კერძი არც ზედმეტად დამარილებული იქნება, ფხვიერი ორცხობილა კი საკმარისად ხრაშუნა.

ჩვევა 8: საჭმლის შემოწმება მისი ვარგისიანობის დასადგენად

გამაგრებული ყველის ნაჭრის გასინჯვა, გუშინდელი სენდვიჩის დაგემოვნება, რომელიც მთელი ღამე მაგიდაზე იდო, რძე მოსვათ, რომელიც მაცივარში ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგაც იდო, სალათში მწარე კიტრის დამატება – ერთი შეხედვით ყველა ეს ქმედება უსაფრთხო და უბოროტო გვეჩვენება, თუმცა რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა. განსაკუთრებით საშიშია მალფუჭებადი პროდუქტების გასინჯვა: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი და რძე.

თუ ეჭვობთ, რომ პროდუქტი გაფუჭდა, ჯობს ის პირდაპირ გადააგდოთ და ზედმეტად აღარ გარისკოთ. როგორც წესი ამის დადგენა სუნი, კონცენტრაციით, ზედაპირის წებოვნებით, ვარგისიანობის ვადით და სხვა მარტივი ხერხებით შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯამრთელობა ამ პროდუქტზე დახარჯულ თანხაზე მნიშვნელოვანია და ნუ დაგენანებათ მისი გადაგდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე