წესები, რომლებსაც მდიდარი ადამიანები უსიტყვოდ იცავენ

61 views

ოჯახში ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მდიდარ ადამიანთა წესები შევისწავლე: მათი ჩვევები და ცხოვრებისადმი დამოკიდებუელა. ჩემმა დაქალმა მსგავსი პრაქტიკების წყალობით, ცხოვრებისგან გაცილებით მეტის მიღება დაიწყო.

არაერთმა წარმატებულმა ადამიანმა განიცადა გაკოტრება, თუმცა მათ ისევ შეძლეს მწერვალებზე დაბრუნება. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჰენრი ფორდია. კიდევ არსებობს ისეთი მაგალითები, სადაც ადამიანმა უეცრად დიდი მემკვიდრეობა მიიღო ან ლატარეა მოიგო, თუმცა მცირე დროში მთელი ფული გაფლანგა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მდიდრები და ღარიბები განსხვავებულად ფიქრობენ და მოქმედებენ.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით წარმოგიდგინოთ თუ რეალურად სხვებსიგან რითი გამოირჩევა ნამდვილად მდიდარ ადამიანთა აზროვნება. ეს წესები სიმდიდრისაკენ მიმავალი გზის ფუნდამენტია.

მდიდარი ადამიანების წესები

ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირება

“ყოველივე ზედმეტის მოცილება და მთავარის არჩევა – ეს წარმატებისაკენ მიმავალი გზაა!” – თქვა ერთხელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა. არსებობს ისტორია, სადაც უორენ ბაფეტი მასთან 10წლის განმავლობაში მომუშავე პილოტს, მაიკლ ფლინტს დაეხმარა. ერთხელ ბაფეტმა ფლინტს კარიერული მიზნების შესახებ ჰკითხა.

“ის ფაქტი, რომ შენ კვლავ მუსაობ ჩემზე, მეტყველებს იმაზე, რომ მე ჩემს საქმეს არ ვაკეთებ”, – იხუმრა ბაფეტმა. მან ფლინტი სავარჯიშოდ მიიწვია. პირველ რიგში ფლინტს უნდა ჩამოეთვალა ის 25 რაღაც, რისი მიღწევაც მას რუდა. ამის შემდეგ ბატეფმა მას 5 ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ამოარჩევინა და ჰკითხა თუ რას უპირებდა დარჩენილი 20-ს.

“პირველ ხუთეულზე გავამახვილე ყურადღებას, მაგრამ სხვა საკითხებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის”, – განმარტა ფლინტმა. “მათზე დროდადრო ვიმუშავებ, სანამ ჩემს პირველ ხუთ მიზანს არ მივაღწევ!” ფლინტის პასუხზე ბაფეტმა მკაცრად მიუგო: “არა, თქვენ არასწორად გესმით. ყველაფერი, რაც არ მოხაზეთ, გახდა “ნებისმიერ ფასად ერიდეთ” სიათ. ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, სანამ არ მიაღწევთ პირველ ხუთ მიზანს”.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარმატების შანსი იზრდება თუ რაომე ერთ კონკრეტულ მიზანზე კონცენტრდებით. რამდენად რთულია ამის გაკეთება, ჩემი პირადი გამოცდილებითაც კარგად მესმის.

იკონტაქტეთ გამარჯვებულებთან

გსმენიათ ასეთი თეორია: თქვენი პირადი შემოსავალი გარშემომყოფთა შემოსავლის საშუალოს ტოლია? რამდენჯერ დარწმუნებულხართ ამ შეხედულების სისწორეში: ნამდვილად, ასეა! არ გჯერათ? გამოთვალეთ.

ვიცვლებით ჩვენ, იცვლება ჩვენი გარემოცვაც, იგივენნაირად მუშაობს საპირისპირო მიმართულებითაც, თუ გსურთ შეიცვალოთ, შეიცვალეთ გარშემო მყოფი ადამიანები.

გარემოცვა ეს ზრდაა. ადამიანებს სხვათა, ვისთანაც ისინი ურთიერთობენ, ხასიათის თვისებების, ჩვევებისა და აზრების გადაღება სჩვევიათ. გახსოვთ ანდაზა “მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ?” მასში ჭეშმარიტება ნამდვილად არის და თან საუკუნეებით გამოცდილი. ეცადე იმათ ეკონტაქტოთ, ვინც ენერგიით გავსებთ, მოტივაცია გმატებთ და ზემოთ სვლაში გეხმარებათ. ეძიეთ მსგავსი ინტერესებისა და შეხედულებების მქონე ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიეს, ვიდრე თქვენ და ისწავლეთ მათგან.

ისწავლეთ იმათგან, ვინც მილიონებს ატრიალებს და იმათგანაც, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვს. პირველთაგან ცოდნას მიიღებ თუ რა უნდა გააკეთო, მეორე კი მიგითითებს როგორ მოქცევა არ ღირს. შეეცადე მუდმივად ნეგატიურ ადამიანებს თავი აარიდოთ, ისინი თავისი წუწუნით ცუდ ენერგიას გამოსცემენ.

გადაუხადეთ საკუთარ თავს

უმეტესად ხელფასის შემდეგ ჩვენი ფინანსები კომუნალურ გადასახადებზე, საჭმლის ყიდვასა და სხვა მსგავსს ხარჯებში მიდის, შემდეგ კი რა იქნება, ბურუსითაა მოცული. გონებაში აზრი გაირნებს: რაც დარჩება, იმას გადავდებ. თუმცა საბოლოოდ არც არაფერი არ გრჩებათ! აქ კი თავს იჩენს სცენარი, სადაც გასავალი შემოსავალზე მეტია ან ისინი ტოლია. ასეთ სიტუაციაში კარგი არაფერი გამოვა.

მარტივია ვალებში ჩავარდეთ და განვითარების პერსპექტივა დაკარგოთ. თუნდაც თქვენი შემოსავალი გაიზარდოს, მასთან ერთად გასავალიც იმატებს, რაც კვლავ ზემოთ აღწერილ სიტუაციას გამოიწვევს.

“როგორ გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან?” – მკითხავთ თქვენ. «თავიდან საკუთარ თავს გადაუხადეთ!» – გიპასუხებენ მდიდარი ადამიანები. რთულია ამ მოსაზრებას შეეკამათო. როგორც კი შემოსავალი მიიღეთ, საკუთარ თავს პროცენტი გადაუხადეთ, რომელიც მიზნების მიღწევასა და კაპიტალის დაგროვებას ემსახურებოდეს იქნება, ამასთანავე კი «შავი დღისთვის გადანახულის» ფუნქციასაც მოირგებს. გააჩნია გეგმაში რა გექნებათ.

10%-ის წესი

ყოველი ხელფასიდან თუ სხვა სახის შემოსავლიდან, ცალკე კონვერტში 10% – საკუთარი ხარჯებისთვის გადადეთ, 10% – “შავი დღისთვის” და კიდევ 10% კი – ქველმოქმედებაზე. პირველი კონცერტიდან ხარჯეთ ფული, რაზეც მოგესურვებათ. ლამაზი კაბა, პომადა, ყვავილები, მასაჟის აბონიმენტი… ყველაფერ, რაც კი თქვენს სულსა და გულს გაუხარდება, მთავარია ეს სიამოვნებას განიჭებდეთ. დაიხსომეთ, ეს მნიშვნელოვანია.

“შავი დღისთის” გადადებული ფულისთვის ესე ხუთ წელში თქვენს თავს მადლობას ეტყვით. რაც შეეხება ქველმოქმედების 10%-ს, გახსოვდეთ, რომ ქველმოქმედება ყოველთვის უპოვართა და ეკლესიის დახმარებს არ გულისხმობს. აქ შეგიძლიათ მოიაზროთ ახლობლებისათვის განკუთვნილი საჩუქრები, ან კიდევ მოხუცი მეზობლისათვის ნაყიდი პროდუქტები. იმისათვის, რომ სამყაროს დაეხმაროთ აუცილებელი არაა აფრიკაში წახვიდეთ და მშიერ ბავშვები გამოკვებოთ. ყურადღება გარშემომყოფებს მიაქციეთ, აუცილებლად იპოვით ვინმე ისეთ, ვინც დახმარებას საჭიროებს.

მადლიერების უნარი

ღარიბთაგან მდიდრებს მადლიერების უნარი გამოარჩევს. მსგავსი კი მსგავსს ყოველთვის იზიდავს!

მადლიერების პრაქტიკა – ყველასთვის ხელმისაწვდომი ეფექტური მეთოდია, რომელიც თქვენი ცხოვრების მცირე ხანებში. ფანტასტიკაა? არა. მადლიერების გრძნობა ცხოვრებას პოზიუტიურ ემოციებით ავსებს, გეხმარებათ ახლობლებთან ურთიერთობის დალაგებაში და ასევე ახალი მეგობრები გაჩენაში, დადებითაც აისახება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზეც.

რედაქციისაგან

ბოლოს მსურს დავამატო, რომ თუ თქვენი შემოსავალი არ გაკმაყოფილებთ, არ გაჩერდეთ მაგ სამსახურში! აქ ორი ვარიანტია: ან არსებულ ხელმძღვანელობას სიტუაციას უხსნით და დაწინაურებას სთხოვთ, ან კიდევ თუ ეს გეგმა წარმატებით არ განხორციელდა, ახალ სამსახურს(აუცილებლად სასურველს) ეძებთ. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, ისინი ყოველთვის უკეთესობისკენაა!

გირჩევდით დაიხსომოთ მდიდარი ადამიანების წესები და მათი მიყოლით უკვე ერთი კვირის თავზე დაინახავთ, რომ თქვენი ცხოვრება დადებითად შეიცვლება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე