6 პროდუქტი, რომლებიც უმად უფრო სასარგებლოა

2 views

არა, ეს სტატია არ ემსახურება პროდუქტების უმად მოხმარების პროპაგანდას! თუმცა ის შეეხება იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ადამიანები საბჭოთა კავშირის დროს მიეჩვივნენ, რომ აუცილებლად თერმული დამუშავების შემდეგ უნდა მიირთვან. არადა უმ მდგომარეობაში ისინი ბევრად უფრო სასარგებლოა!

1. ჭარხალი

30+ ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ჭარხალს ნამდვილად მიირთმევს, თუმცა თუ ჩავეძიებით რა ფორმაში გამოიყენებ აღნიშნულ პროდუქტს, უმეტესობა ტოპ სამ ვარიანტს დაგისახელებთ: ვინეგრეტი, შუბა და ასევე ნიორთან, ყველთან და მაიონეზთან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კერძში ჭარხალი მოხარშულ მდგომარეობაშია, თერმული დამუშავების შემდეგ ის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს აღარ შეიცავს. უმი ჭარხლის მირთმევა კი ზოგადად უცნაურად მიიჩნევა და ხშირად უმი საკვების მოყვარულებს, ვეგანებსა და სხვადასხვა სახის უცნაურ ადამიანებს უკავშირდება. ყურადღება! მითის განახლება! უმი ჭარხალი, რომელიც მსხვილ სახეხზეა გახეხილი, შესაბამისი სანელებლებისა და ზეთის ან მაიონეზის დამატებით უგემრიელესს კერძად გადაიქცევა. ის B ჯგუფის ვიტამინების, ბეტა-კეროტინისა და ფოლიუმის მჟავის უზარმაზარ დოზას შეიცავს.

2. ყაბაყი

ყაბაყი ბევრს უყვარს, თუმცა 90%-ს ის შემწვარ/მოთუშულ/გამომცხვარ მდგომარეობაში მოსწონს. არადა ჩამოთვლილი მეთოდები ყაბაყს სრულიად უსარგებლოდ აქცევს. მასში ბოჭკო აღარ იქნება. ხოლო ყაბაყის შეწვისას გამოყოფილი კანცეროგენი კი გასტრიტის მქონე ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რეცეპტი, რომელიც ყაბაყისაგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ, შემდეგნაირია: გამოიყენეთ კორეული სტაფილოს სახეხი, ყაბაყი “მაკარონის” ფორმის მსგავსად დახეხეთ, დაუმატეთ იგივე ფორმაზე დაჭრილი კიტრი, მშვენიერი სალათა გამოგივათ.

3. წიწიბურა

წიწიბურას უმეტესობა მოხარშულ მდგომარეობაში მიირთმევს. ცოტა უფრო “განვითარებულები” კი წიწიბურას უბრალოდ ცხელ წყალს ასხამენ(ნახევარი საათის მერე კი მიირთმევენ), სხვები კი ცივ წყალს ან კეფირს უმატებენ. ერთეულებმა თუ იცის, რომ არსებობს მწვანე წიწიბურა, რომელიც შეგიძლიათ გააღვივოთ. პროცესი შემდეგნაირად წარიმართება: 6საათი წყალში უნდა ჩაალბოთ, შემდეგ კი ბნელ ადგილას ერთი დღით დატოვოთ. გაღვივებული მწვანე წიწიბურა დიდი რაოდენობით A და B ვიტამინს შეიცავს. მწვანე წიწიბურას შეგიძლიათ ცალკეც მიირთვათ, მას სანელებლები დაუმატოთ ან სალათებსა და ბულიონში ჩაამატოთ.

4. დარიჩინი

პეროგი, ფუნთუშა დარიჩინით, ვაშლის შტრუდელი… ერთი შეხედვით, ვარიანტები ამოიწურა… უმ ვარიანტად შეგვიძლია კაპუჩინო და ლატე დარიჩინით განვიხილოთ… რძის ქაფზე მოყრილი დარიჩინი მისი უმ მდგომარეობაში მირთმევიკენ გვიბიძგებს. კარდიოლოგები კი გვირჩევენ, რომ ყოველ დილას ერთი ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი მივირთვათ და რძის პროდუქტი მივაყოლოთ.

5. ნიორი

აღნიშნული ბოსტნეულისაგან მაქსიმალურ სარგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ თუ მას უმად მიირთმევთ. თერმული დამუშავებისას ხდება ნიორის ვიტამინებისა და ფერმენტების განადგურება. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ნიორი კარგავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა ალიცინი. ამ ნივთიერებას კი ნამდვილად გასაოცარი თვისებები გააჩნია. ნიორი რომ სასარგებლო იყოს, ის კერძებში უმ მდგომარეობაში ჩაამატეთ. ნიორი არაერთ კერძს იდეალურად ერწყმის, მის გემოს ამდიდრებს და სასიამოვნო არომატს სძენს.

მნიშვნელოვანია! მწვავე გასტრიტის დროს ნიორი რეკომენდირებული არაა.

6. ქოქოსი

ამ პროდუქტის შემადგენლობაში ვიტამინებისა და მინერალების დიდი სპექტრია მოცემული. ის საკვები პროდუქტების იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ადამიანის საჭირო კომპონენტებით სრულად უზრუნველყოფა შეუძლია. გარდა ამისა, ქოქოსი შაქრის და ქოლესტერინის დონეს წევს, ორგანიზმს გაუწყლოებისაგან შველის და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ის უმჯობესია უმ მდგომარეობაში მიიღოთ, თქვენთვის საყვარელ სალათებსა და დესერტებში დაამატოთ. ქოქოსის წყალი კი შეგიძლიათ ენერგეტიკული სასმელებისა და ვიტამინების კოქტეილების გასაკეთებლად გამოიყენოთ. მსგავსი სასმელი მალევე აღადგენს ბალანს და მხნეობას შეგმატებთ. თუ ქოქოსის მცირე რაოდენობას იოგურტს ან სხვა კერძს დაუმატებთ, ორგანიზმი სასარგებლო და აუცილებელი ბოჭკოს დღიურ ნორმას მიიღებს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას გამართულობას უზრუნველყოფს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე