რა წესებს იცავდა მოცეკვავე, რომელიც 101 წლამდე სცენაზე იდგა

23 views

თითოეულ ჩვენგანს სურს ჯანმრთელი და ენერგიული მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს. ეს საკმაოდ რეალურია! ამის შესანიშნავი დასტურია ტაო პორჩონ-ლინჩი, მსოფლიოში ყველაზე ძველი იოგინი, რომელმაც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში 101 წელი იცხოვრა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რა წარმოადგენს ამ უმშვენიერესი ქალბატონის შთაგონების წყაროს.

ტაო პორჩონ-ლინჩი

ტაო პორჩონ-ლინჩი 1918 წელს ინდოეთის ქალაქ პონდიჩერიში დაიბადა, რომელიც ამ პერიოდში საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ტაოს დედა მშობიარობას გადააყვა და ისე მოხდა, რომ გოგონა აღზრდა ბიძამ და დეიდამ ითავეს. 8 წლის ასაკში ტაო იოგით სერიოზულად დაინტერესდა და წლების განმავლობაში მისი ჰობი უფრო მეტი გახდა. იოგა მისი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია.

ტაომ თავი სამოდელო ბიზნესშიც სცადა – გარეგნობა და ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობდა. მრავალრიცხოვანმა ფოტოსესიებმა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ ტაოს დიდი სიამოვნება მოუტანა. ამასთან, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მას საცხოვრებლად ლონდონში მოუწია გადასვლა. თავიდან გოგონას ინგლისური ენის არცოდნის გამო გაუჭირდა, მაგრამ მან საბოლოოდ ენობრივი ბარიერი წარმატებით გადალახა და კაბარეში მოცეკვავის სამსახური მიიღო.

ომის შემდგომ ტაო საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მან კონტრაქტს ხელი Metro-Golden-Mayer-ის კინოსტუდიასთან მოაწერა, რადგან დიდ ბრიტანეთში გადაღების მცირე გამოცდილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ რამდენიმე ეპოზიდურ როლში ითამაშა, მისი სამსახიობო კარიერა არ აეწყო. თუმცა ტაო ამის გამო არ დანაღვლიანდა, ის აგრძელებდა იმას, რაც უყვარდა, იოგას.

ტაო პირველად 44 წლის ასაკში დაქორწინდა და სწორედ ამ პერიოდში ფილოსოფიური სულიერი პრაქტიკებით დაინტერესდა. მან ნამდვილი გურუები გაიცნო, რომლებიც ტაოში დიდ პოტენციალს ხედავდნენ, რაც მას საშუალებას აძლევდა იოგა პროფესიონალურ დონეზე ესწავლებინა. ის ჰოლივუდის ვარსკვლავი არ გამოვა, თუმცა ცნობილი სხვა კუთხით გახდა: სიცოცხლის სიყვარულითა და ამოუწურავი ენერგიით.

ტაო პორჩონ-ლინჩი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სჯეროდა, რომ სიცოცხლის დასასრული სხვა პლანეტაზე მოგზაურობაა. ის სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ვარჯიშობდა იოგასა და ცეკვაში, შთააგონებდა თავის სტუდენტებს, უყვარდა ლამაზად ჩაცმა და ხალხთან ურთიერთობა. ის ბევრისთვის მაგალითი, მენტორი გახდა.

რა შთააგონებდა ტაოს

ხალისიანი იოგინი ცხოვრების ოპტიმისტურ ხედვას შთააგონებს. სწორედ ეს იყო იმის საწინდარი, რომ მან ბოლო ამოსუნთქვამდე კარგი ფორმა შეინარჩუნა.

1. ტაოს დაბერების არ სჯეროდა. მისივე თქმით, ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას შეუძლია ადამიანის აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიით შეავსოს. მას სჯეროდა, რომ ენერგია ყოველთვის ადამიანის შიგნითაა და მისი გარეთ ძიების საჭიროება არ არსებობს.

2. ტაოს არ უყვარდა რაიმეს სახვალიოდ გადადება. “გააკეთე ყველაფერი ახლა – ეს ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლოა”.

3. ყოველ დილას ტაო ხვდებოდა აზრით, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში საუკეთესო იქნებოდა. მას სჯეროდა, რომ ამგვარი აზროვნებით თავის სამყაროში შესანიშნავ ადამიანებსა და პოზიტიურ მოვლენებს იზიდავდა. “გაიღვიძეთ ღიმილით, და მთელი სამყაროც პასუხად გაგიღიმებთ”.

4. ტაო ცნობისმოყვარეობას ცხოვრებისეული ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ თვლიდა. მისი აზრით, ცნობისმოყვარეობის გარეშე გარე სამყარო მოსაწყენი ხდება, რის შედეგადაც მოტივაციას ვკარგავთ.

5. მე ექიმებს ყოველთვის ვეუბნები: ნუ მეტყვით იმას, რაც არ შემიძლია. მაინტერესებს ის თუ რისი გაკეთება შემიძლია.” – აი რას ნიშნავს კარგზე კონცენტრირება.

6. ტაო წლებს არ აძლევდა უფლებას ეკარნახა მისთვის თუ რა გაეკეთებინა თავისი ცხოვრებისათვის. ის ასაკს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ამაზე არც არასდროს უფიქრია.

7. იოგინმა ბუნებას მისი ცხოვრების ენციკლოპედია უწოდა და მოუწოდებდა შთაგონება მისგან მიეღო, ჩვენ გარშემო არსებული სამყარო შეგვესწავლა. ტაოს აზრით, ბუნება საუკეთესო პედაგოგია, რომელსაც ყურადღებით უნდა მოუსმინო.

ზრდასრული ჯერ კიდევ არ ვარ. კვლავ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგრამ მე ვიცი, რომ სინათლე გარეთ არასდროს უნდა ვეძიო. ჩემში ყოველთვის არის რაღაც, რაც ანათებს”. ტაო პორჩონ-ლინჩი ბევრს დაეხმარა ენერგიის ის წყარო, შინაგანი სინათლე ეპოვნა, რომელიც მას ამოუწურავ რესურსს ჩუქნის და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ვიმედვონებთ, ამ სტატიამ სულ მცირე შთაგონება მოგანიჭათ, რომ უკეთესის იწამოთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე