ვისი აყვანა არ შეიძლება ნათლიად, რომ უბედურება არ მოიზიდოთ

186 views

ბავშვის დაბადება – მშობლებისა და ნათესავებისათვის ნამდვილად დიდი სიხარულია. თუმცა ადამიანის ნამდვილი სულიერი დაბადება მისი მონათვლის დროს ხდება. ამიტომაც ნათლობის წესები ასე მნიშვნელოვანია. ეს ხომ უბრალო რიტუალი არაა. მშობლები შვილს ღმერთს მიანდობენ, სთხოვენ ცოდვების მიტევებასა და მფართველობას.

ნათლობის წესები

ნათლობისას ჩვილს წყალში სამჯერ უშვებენ, აღნიშნული ქმედება კი სპეციალური ლოცვების ფონზე ხორციელდება. მომენტი, როცა ბავშვს წყალში უშვებენ, ცოდვების მიტევებას ნიშნავს, წყლიდან ამოყვანის მომენტი კი თავიდან დაბადებასთან ასოცირდება. როგორც წესი, ნათლობა დაბადებიდან მერვე ან მეორმოცე დღეს ხდება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ბავშვის გაჩენიდან 40 დღის განმავლობაში, ქალს არ აქვს უფლება, ეკლესიას ესტუმროს. ამიტომაც ნათლობას ხშირად დედა ვერ ესწრება. ამბობენ, რომ ჩვილები სრულიად უცხო ადამიანის ხელში მშვიდად იქცევიან. ასე რომ სამ წლამდე ბავშვის ნათლობა მარტივად მიმდინარეობს.

ბევრმა არ იცის თუ რომელი ტაძარი შეარჩიოს ნათლობისათვის. არაფერია ცუდი იმაში, რომ რამოდენიმე ეკლესია მოინახულოთ და სასურველი ისე შეარჩიოთ. თუ ტაძარი, რომელიც მშობლებმა შეარჩიეს, მრევლის სიმრავლით გამოირჩევა, სასურველია გაირკვეს კიდევ რამდენი ბავშვი მოინათლება იმავე დღეს. თუ ხალხმრავლობაში ნათლობის მომხრე არ ხართ, ჯობს თარიღი შეცვალოთ.

ცალკე საკითხია ის, რომ მამაოს წინასწარ უნდა ჰკითხოთ თუ შეიძლება გადაღება. ბევრ მშობელს სურს, რომ ნათლობა ფოტოზე ან ვიდეოთიც კი დააფიქსიროს. თუმცა ყველა მამაო ამის ნებას არ დაგრთავთ. უმეტესობა წინააღმდეგი არაა ხოლმე, მაგრამ მაინც ჯობს დააზუსტოთ. უმჯობესია ამ დღემ კამათისა და გაუგებრობის გარეშე ჩაიაროს.

წესები და მოვალეობები, რომლებიც ნათლიებს ეხება

ნათლია მხოლოდ ის შეიძლება გახდეს, ვინც თავად მონათლულია. ის უნდა იყო ეკლესიური მართმადიდებელი ადამიანი. ნათლია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბავშვის სისხლით ნათესავი ან მამინაცვალი(დედინაცვალი). ამ წესის ახსნა მარტივია: უბედურების შემთხვევაში ნათლიამ ბავშვს მშობელი უნდა შეუცვალოს.

დაქორწინებული წყვილი ერთი და იგივე ბავშვის ნათლია ვერ გახდება. ასევე ისინი არ უნდა იყვნენ ბერები ან ჰქონდეთ რაიმე მენტალური აშლილობა. ბევრმა არ იცის, მაგრამ რეალურად ორი ნათლია სავალდებულო არაა. ბავშვის მონათვლა ერთ ადამიანსაც შეუძლია. ნათლია შეიძლება იყოს დაუქორწინებელი მანდილოსანი ან ორსული. ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცეს, ცრურწმენების ტყვეობაშია.

რედაქციისაგან

რასაკვირველია, ნათლობამდე უმჯობესია მამაოს გაესაუბროთ და ყველა დეტალი მასთან დააზუსტოთ. ნათლობამდე მოლაპარაკება ძალიან მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ბევრი ცდილობს მამაოსთან საუბარს თავი აარიდოს, რადგანაც ზოგს ეშინია ან კიდევ მკაცრ გამოცდად თვლის. თუმცა იყო ნათლია დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად მომზადება გმართებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე