სოიო უგემური გგონიათ? ალბათ, სწორად ჯერ არ მოგიმზადებიათ

1.1k views

დღესდღეობით ბევრი ცდილობს რაციონში ხორცის რაოდენობის შემცირებას. ზოგი ასე ჯანმრთელობის გამო იქცევა, სხვები კი ეთიკური მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა ცოტამ თუ იცის თუ როგორ უნდა მოამზადოს სოიოს ხორცი სწორად. განსაკუთრებით დამწყებებს უჭირთ, ვისაც აღნშნულ პროდუქტთან ადრე შეხება არ ჰქონია.

როგორ მოვამზადოთ სოიოს ხორცი

თავიდან უმჯობესია ცოტაოდენ გავერკვევთ თავად სოიოს თვისებებში და მისი გამოყენების პლიუსებზე. ბევრმა დღემდე არ იცის თუ როგორაა შესაძლებელი პარკოსანი მცენარისგან ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც ასე ძალიან წააგავს ხორცს. ყველაფერი მარტივადაა: მარცვლები კარგად უნდა დაიფქვას, შემდეგ კი მოიხარშოს და გაშრეს. ზოგჯერ მცირეოდენ სოიოს ზეთს ან ხორბალს უმატებენ. ასე ბევრად უფრო გემრიელი გამოდის.

რატომ ამჯობინებენ სოიოს ხორცს ნამდვილს? ვეგეტარიანულ ვარიანტში გაცილებით მეტი ცილაა, ვიდრე მაგალითად, ქათმის ხორცში. და ამ ამავდროულად ის ქოლესტერინს საერთოდ არ შეიცავს. სხვათაშორის, სავსებით არაა აუცილებელი ჩვეულებრივი ხორცი ვეგეტარიანულით მთლიანად ჩაანაცვლოთ, შეგიძლიათ ისინი მონაცვლეობით მიიართვათ ან უბრალოდ ზოგ კერძში ერთი გამოიყენოთ და ზოგში კი მეორე.

იმისათვის, რომ ყველა სასარგებლო ნივთიერება მიიღოთ, სანამ ალტერნატიული ხორცით იკვებებით, შეუთავსეთ მას სხვადასხვა რძის პროდუქტი, მაგალითად, ყველი. სასურველია რაციონში კვერცხიც დაამატოთ.

და როგორ უნდა მოვამზადოთ სოიოს გულაში? ელემენტარულია! აი რა დაგვჭირდება:

იგრედიენტები:

  • 300გ სოიოს ხორცი
  • 500მლ მდუღარე წყალი
  • 1ც მსხვილი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2ს.კ. ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1ც ბულგარული წიწაკა
  • მარილი
  • პილპილი
  • კორიანდრი
  • ხმელი სუნელი

მომზადება

1. სოიოს მშრალი გულაში წყალში ნახევარი საათით უნდა ჩაალბოთ. ამისათვის საჭიროა ნაჭრებს მდუღარე წყალი დაასხათ. მომზადდა თუ არა, ამის შემოწმება რთული არაა: საჭიროა ერთ-ერთი ნაჭერი შუაზე გაჭრათ და დარწმუნდეთ, რომ შიგნით მშრალი ადგილი აღარაა.

2. ამ ნახევარი საათის მანძილზე ბოსტნეული მოამზადეთ. სტაფილო უნდა გარეცხოთ, გაწმინდოთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრათ. ბულგარულიც ასევე უნდა დააქუცმაცოთ. ხახვი გაწმინდეთ და კუბიკებად დაჭერით.

3. ტაფაზე ზეთი გაახურეთ. ჯერ ცოტაოდენი სტადილო შეწვით, შემდეგ კი მას ბულგარული და ხახვი დაუმატეთ. დაელოდეთ ბოსტნეულის მომზადებას და შემდგომ უკვე მცირეოდენი წყალი ჩაუმატეთ.

4. გადაღვარეთ წყალი, რომლშიც სოიოს ხორცი იყო და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ეს სოიოს სუნს მოაცილებს, რომელიც ბევრს არ მოსწონს ხოლმე.

5. ხორცი კარგად გაწურეთ და ბოსტნეულს დაუმატეთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნიორითა და სასურველი სანელებლებით თამამად შეკაზმოთ. სურვილის შემთხვევაში ცოტაოდენი სოიოს სოუსიც ჩაამატეთ. მიეცით ხორცს საშუალება ტაფაზე კიდევ ცოტახანს გაჩერდეს.

რედაქციისაგან

კერძი შეგიძლიათ, როგორც წასახემსებელი ისე მიირთვათ, ან კიდევ ძირითადი კერძთან, მაგალითად ბრინჯი ან წიწიბურა, გარნირად გამოიყენოთ. კარტოფილსაც მოუხდება!

მოგწონთ ჩვეულებრივი პროდუქტების სოიოს ალტერნატივები?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე