წლებია, მგლის მადას ვებრძვი. როგორც იქნა, გამოსავალი ვიპოვე

69 views

გამძაფრებული მადა პრობლემაა, რომელიც ბევრს აწუხებს ხოლმე. საჭმლისადმი მიზიდულობის დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა თქვენი რაციონი გაანალიზოთ. თუ ის უმეტესად სწრაფი ნახშირწყლებისგან შედგება, დიდია ალბათობა, რომ მალევე მოგიშვდეთ.

გარდა ამისა, კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს, რომლებიც შიმშილის გამუდმებულ შეგრძნებას იწვევს. დღევანდელ სტატიაში სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ შიმშილის უწყვეტ გრძნობას გაუმკლავდეთ და კვების რეჟიმი მოიწესრიგოთ.

ძლიერი მადა

საჭმელი ცბიერი რამაა, თუ შიმშილს გრძნობთ, ეგრევე სამზარეულოში არ უნდა გაემართოთ. შეეცადეთ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ და ცოტახანს მოიცადოთ. გარდა ამისა არსებობს გამოცდილი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ ნამდვილად გშიათ თუ არა. უბრალოდ ფინჯანი წყალი დალიეთ. თუ შიმშილის გრძნობამ არ გადაგიარათ, მაშინ ნამდვილად ჭამის დრო ყოფილა.

თქვენი რაციონის ძირითადი კომპონენტი არა სწრაფი, არამედ ნელი ნახშირწყლები უნდა იყოს. ასეთია მთელი მარცვლის ბურღულეული, მაკარონი და მთელი მარცვლის ფქვილისაგან დამზადებული პური. ამ ტიპის პროდუქტები დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რაც საჭიროა საჭმლის მომნელები სისტემის ნორმალიზირებისა და გაჯერებისათვის. ამ ყოველივეს მაღაზიის გადამუშავებულ პროდუქტებსა(მაგალითად, თეთრი ბრინჯი) და ყველასთვის საყვარელ ფქვილის პურსა და მაკარონში ნამდვილად ვერ იხილავთ.

გაძლიერებული მადა შესაძლოა სტრესითაც იქნას გამოწვეული. აქ მეტად მნიშვნელოვანია თქვენში ნეგატიური ემოციები არ შეინახოთ. ისინი, პირიქით, უნდა ამოანთხიოთ. ამ საკითხში სპორტი და სხვა აქტივობები დაგეხმარებათ. უბრალო ფეხით გასეირნებაც კი ზედმეტი კალორიებისაგან დაგიცავთ.

თითოეული ადამიანს რაციონის დაბალანსება ესაჭიროება. უნდა იცოდეთ თუ რამდენი კალორია გესაჭიროებათ დღეში. მისი დადგენა არა მხოლოდ ასაკისა და წონის მიხედვით ხდება, არამედ დამოკიდებულია იმაზეც თუ რაოდენ აქტიური ხართ. გარდა ამისა, ბალანსირებული რაციონი შეიცავს სწორი რაოდენობით ნახშირწყლებს, ცხიმებსა და ცილებს.

ამ დეტალებში გარკვევა, თქვენ დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა უნდა მიირთვათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. წახემსებაც ნუ დაგავიწყდებათ! ვაშლი ან მიწის თხილი კარგი არჩევანი იქნება. უკეთესი რა შეიძლება იყოს? თუ სრულყოფილად ისაუზმებთ, შემდეგ კი 2-3საათში წაიხსემსებთ, ეს მეტისმეტი ნამდვილად არ იქნება.

სხვათაშორის, უნდა გითხრათ ისიც, რომ საუზმემდე უმჯობესია ერთი ფინჯანი თბილი წყალი დალიოთ. ასე თქვენ საჭმლის მომნელებელ სისტემას გააქტიურებთ და დღეს სწორად დაიწყებთ. წყლის დღიურ ნორმასაც ნუ დაივიწყებთ. ის ინდივიდუალურად გამოითვლება – 30-35მლ კილოგრამზე.

სხვა რჩევები

არსებობს მოსაზრება, რომ შიმშილს შავი შოკოლადი კარგად უმკლავდება. საკმარისია ერთი ნატეხი შეჭამო და შიმშილიც უკვალოდ გაქრება. მართალია, თუმცა ეს ნამდვილად კარგი ხარისხის შოკოლადი უნდა იყოს კაკაოს მაღალი შემცველობით.

თუ ხშირად მიირთმევთ ზედმეტს და გსურთ მადის შემცირება, შეეცადეთ საჭმელი ცივად მიიღოთ. ამბობენ, რომ ასე გემოვნების რეცეპტორები ბლაგვდება და ნაკლებს შეჭამთ. ისე, რომ დავუფიქრდეთ, ცოტა საკამათო მიდგომაა. ერთია მადის შემცირება გინდოდეს და მეორეა საჭმელი უგემური გახადო.

რძის პროდუქტები ნაკლები ცხიმით კიდევ ერთი მარკეტინგული ხრიკია. ასეთი პროდუქტში სასარგებლო ფაქტიურად არაფერია. თან ასეთ საჭმელს, უფრო მეტსაც მიირთმევთ, იფიქრებთ რომ ნაკლებად კალორიულია. შეისწავლეთ შემადგენლობა თუ გსურთ გაიგოთ რას მიირთმევთ.

თუ არ გსურთ, რომ გამუდგებით არ ჭამდეთ, თქვენს რაციონში ტკბილეულის რაოდენობა შეამცირეთ. იდეალური ვარიანტი იქნება თუ თქვენს მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ 5% გახდება შაქარი. ითვლება მთელი შაქრის პროდუქტი, მათ შორის ისიც, რომელიც მარცვლეულშია. ეცადეთ ტკბილეული სადილამდე მიირთვათ. და არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ ტორტით სრულყოფილი საუზმე ან სადილი.

ჩვენი ორგანიზმი კომპლექსურად მუშაობს. თუ რაიმე ერთი მოიშლება, თანდათანობით დანარჩენიც მიყვება. ზედმეტი საჭმლის მიღებასთან პრობლემა რომ არ გვქონდეს, საჭიროა არა მხოლოდ სწორად იკვებოთ, არამედ ძილის რეჟიმი მოიწესრიგოთ და სპორტითაც დაკავდეთ. მართალია ამერიკა არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ეს უკვე დროით გამოცდილი ჭეშმარიტებაა, რომელსაც სამწუხაროდ ყველა როდი ითვალისწინებს.

მოგვიყევით შეიძლება თუ არა თქვენს რაციონს ბალანსირებული ეწედოს? გადმუდმებული შიმშილის გრძნობა გაწუხებთ ხოლმე? გელოდებით კომენტარებში!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე