ზოდიაქოს რომელი ნიშანი იტყუება ყველაზე კარგად

62 views

რატომ ტყუიან ადამიანები? ზოგს სიმართლის თქმის ეშინია, ზოგიც ცდილობს თანამოსაუბრე არ გაანაწყენოს, სხვები კი თავადაც ვერც იგებენ, რომ ცრუობენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ტყუიან და ვერ ჩერდებიან. ამიტომაც უმიზეზოდაც კი ცრუობენ, თითქოს მსგავსი ქცევა სიამოვნებას ანიჭებდეთ.

ყველას ზოგჯერ უწევს სიცრუის თქმა, ზოგი კი საერთოდ ისე იტყუება, რომ თანამოსაუბრეს, თუნდაც მან სრული სიმართლე წინასწარ უკვე იცოდეს, მაინც ეჭვები უჩნდება. თუმცა ვხვდებით ისეთებსაც, ვინც ისე მოუხელთებელია სიცრუის ამბავში, რომ მათი ტყუილის მოსმენაც კი უხერხულ სიტუაციაში გვაგდებს.

გასაოცარია, თუმცა ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშანი პირდაპირ განსაზღვრავს იმას თუ რაოდენაა ადამიანი სიცრუისადმი მიდრეკილი და ტყუილის თქმაში დაოსტატებული.

რატომ ტყუიან ადამიანები

ცეცხლის ნიშნები

ვერძი
ვერძებს ტყუილის თქმა არ მოსწონთ, თუმცა თუ გარემოებიდან გამომდინარე მაინც უწევთ იცრუონ, მაშინ მთელ თავის წარმოსახვის უნარს უხმობენ და წარმოუდგენელ რაღაცებს მოიფიქრებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან იშვიათად ცრუობს, მათთვის უფრო კომფორტულია სიმართლის პირდაპირ თქმა, ვიდრე იმაზე ფიქრი თუ როგორ დაიძვრინონ ამა თუ იმ სიტუაციიდან თავი.

ლომი

მეფური ლომები მთელი ძალებით ცდილობენ თავიანთი ავტორიტეტის შენარჩუნებას და თუ პატარა ტყუილი მათ ამ კუთხით დაეხმარებათ, ისინი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ისტორიის შელამაზება? რატომაც არა! საკუთარი ცხოვრებისათვის საინტერესო მოვლენების დამატება, რათა მანდილოსანის ყურადღება მიიქციონ? უმარტივესი ამბავია! თუმცა თუ ლომები ხვდებიან, რომ ტყუილმა შესაძლოა მათი რეპუტაცია შელახოს, ამ შემთხვევაში ბოლომდე გულწრფელნი ხდებიან.

მშვილდოსანი

მათ შეუძლიათ სათქმელი შეალამაზონ, რაღაც ბოლომდე არ თქვან, ვითომ შემთხვევით გარკვეული დეტალები დაავიწყდეთ ან აურიონ. თუმცა მშვილდოსნისათვის დიდი ტყუილის თქმა მეტად რთული ამოცანაა, რომელსაც ის ვერ გაწვდება. ამიტომაც მშვილდოსნების მატყუარა ადამიანებთან მიკუთვნება სწორი არ იქნება.

მიწის ნიშნები

კურო

ზოდიაქოს ეს ნიშანი მოიტყუება, თუმცა შემდეგ სინდისი დიდხანს შეაწუხებს. კურომ ეს კარგად იცის, ამიტომაც კომფორტს აირჩევს და ტყუილის თმაზე უარს იტყვის. თუმცა თუ საუბარი მამაკაც კუროზეა, ის შესაძლოა სიცრუეზე წავიდეს თუ ამის წყალობით სასურველ მანდილოსანს მოიპოვებს. ისინი ქალბატონის გამო საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდაც კი მოიქცევიან.

ქალწული

ქალწულები ძალიან იშვიათად ცრუობენ და ეპირფერებიან. თუ მათი აზრი მეტად სასტილია, უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებენ. თუმცა ზოგჯერ, რათა ადამიანებს არ აწყენინონ, ქალწულები ტექნიკურად იტყუებიან. თან ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის ტყუილი სხვათა სასიკეთოდ იქნა თქმული და ამიტომაც თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.

თხის რქა

ისინი ტყუილს ვერ იტანენ და ურჩევნიათ ყოველთვის სიმართლე ილაპარაკონ, რაოდენ რთული მოსასმელიც არ უნდა იყოს. თუმცა თუ საქმე თხის რქის სტატუსს ეხება, აქ უკვე მათ ძალიან უჭირთ თავიანთი ნაკლოვანენების აღიარება, ამიტომაც მათ მარტივად შეუძლიათ გარშემომყოფებთან იცრუონ, რათა თავი წარმატებულად წარმოაჩინონ.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

ეს ადამიანები თავის თავში ორ ნატურას აერთიანებენ: კარგს და ცუდს. იშვიათ შემთხვევებში ეს ვლინდება იმაში, რომ მათ შეუძლიათ საკმაოდ მზაკვრულებიც იყვნენ. ისინი მცირე რაღაცებში ისე იტყუებიან, რომ არც კი უფიქრდებიან მათი სიცრუე ვინმესთვის საზიანო ხომ არაა. ტყუპები არასერიოზულები არიან, ხშირად ცვალებადი ხასიათით, თუმცა ისინი თავისი ამგვარი ხასიათებითურთ უნდა მივიღოთ, რადგანაც საკმარისია ტყუპები უფრო ახლოს გავიცნოთ, რომ მათში საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებს აღმოვაჩენთ.

სასწორი

მეტად ჰარმონიული და გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშანია. თუ სასწორი თავის თავში მატყუარის ნიჭს აღმოაჩენს, მას აუცილებლად გამოიყენებს. მათ ახასიათებთ დაიმეგობრონ საჭირო ადამიანები და ასე საკუთარი სტატუსი სხვების თვალში გაზარდონ. ცრუობენ მაშინაც, როცა რაღაცის გაკეთება უბრალოდ არ უნდათ და ცდილობენ ამა თუ საქმესა თუ სიტუაციას თავი აარდიონ. თუმცა სასწორებს მეორე კარგი თავისებურებაც გააჩნიათ – ყველაზე ახლო ადამიანებს ისინი ფაქტიურად არასდროს ატყუებენ.

მერწყული

ტყუილის თქმის ნამდვილი ოსტატები არიან, თუმცა თავის “ნიჭს” იშვიათად იყენებენ საუბრისას ისინი ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, თუმცა აი რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, უსიამოვნო ფაქტების მიჩქმალვა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუ რაღაცების ართქმა არ გამოვა, მაშინ დასახმარებლად თავის უკიდეგანო ფანტაზიას მოუხმობენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მერწყულებს ტყუილის თქმა არ უყვართ და ისინი მას მხოლოდ სასიკეთო მიზნებისათვის თუ გამოიყენებენ.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა საქმე იმაშია, რომ ისინი საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანები არიან, ამიტომაც პირადულს მხოლოდ უახლოესს ადამიანებს უზიარებენ. ასეთ თანამოსაუბრეებს კირჩხიბები ყოველთვის სიმართლეს ეუბნებიან. მაქსიმუმ შესაძლოა ისეთი დეტალი დაფარონ, რომელიც ახლობელ ადამიანს გულს ატკენს.

მორიელი

ცნობილი მატყუარები, რომლებსაც არა მხოლოდ მოსწონთ მანიპულაცია, არამედ ამას, როგორც გასართობს, ისე აღიქვამენ. გასაკვირი არაა, მათ სიცრუის თქმა ეხერხებათ და მოსწონთ კიდევაც. მორიელებს საკუთარი ემოციების კონტროლი კარგად გამოსდით, ამიტომაც ტყუილის თქმა ტკბილად, დამაჯერებლად და ნებისმიერი მანერით მარტივად გამოსდით. ამასთანავე მორიელებს ძალიან არ მოსწონთ, როცა თავად მათ ატყუებენ.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშანს გასაოცარი ფანტაზიის უნარი აქვს, ამიტომაც მათ სიცრუის თქმაც იოლად გამოსდით. თან ამასთანავე ისინი ზოგჯერ სრულიად არასაჭირო სიტუაციებშიც კი ტყუიან, თევზები ამ პროცესით შეიძლება ისე გაერთონ, რომ თავიანთი შეთხზული თავადაც კი დაიჯერონ. საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ისინი არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავებსაც კი ხშირად ატყუებენ. თევზის სიცრუეში გამოჭერა რთული არაა, თუმცა არ გირჩევდით, რადგანაც ეს მათ გულს ატკენს.

როგორც ხედავთ, რთულია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა თუ რატომ ცრუობენ ადამიანები. როგორც ხედავთ, ტყუილის თქმა ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია, თუმცა ისინი ამას სხვადასხვანაირად, განსხვავებული მონდომებითა და მიზნებით აკეთებენ. ზოგისთვის სიცრუის თქმა მარტივი საქმეა, სხვებს კი ამის შემდეგ მშვიდად ძილი აღარ შეუძლიათ. ზოგი სხვათა სასიკეთოდ იტყუება, სხვები კი ინტრიგებს ხლართავენ. იმედს ვიტოვებ ახლა უფრო გაგიმარტივდებათ თქვენს გარშემო მატყუარათა გამოაშკარავება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე