როგორ მიირთმევს დაქორწინებული ქალი ნაყინს

105 views

სხვადასხვა ლოგიკური ამოცანის ამოხსნა ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე ესაჭიროება. მახსოვრობა ვარჯიშდება და აზროვნება აქტიურდება, ამასთანავე ინტელექტიც ვითარდება. ყველა ეს უნარი კი ადამიანს ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო თავსატეხებს ზრდასრულთათვის პასუხებითურთ, რათა თითოეულმა მკითხველმა შეძლოს გონება გაივარჯიშოს, მიღებული პასუხები კი შეამოწმოს. გამოგივათ კი ას პროცენტიანი შედეგის დადება? ამას მალე გავარკვევთ.

თავსატეხები უფროსებისათვის

1. პირველი თავსატეხიც ადგილზეა. უნდა დაადგინოთ რომელი გოგოა დაქორწინებული? შესაძლებელია თუ არა ამის ჩაცმულობით, ვარცხნილობითა თუ ნაყინის ჭამის ტიპით დადგენა? ვინ იცის… მოგიწევთ ყველა დეტალის კარგად გაანალიზება, რათა თქვენი არჩევანი სწორ გოგონაზე შეაჩეროთ.

2. მეორე დავალებაში გთავაზობთ თუთიყუშისა და მისი ჩრდილების საქმეში გავერკვეთ. შეეცადეთ სილუეტის ექვსი ვარიანტიდან შეარჩიოთ ის, რომელიც ნახატზე მოცემულ თუთიყუშს ყველაზე მეტად შეეფერება.

3. მესამე თავსატეხიც ამოსახსნელად კი თქვენ უნდა დაადგინოთ თუ რომელი ბოთლი აივსება წყლით პირველი. თუ ჩავწვდებით იმ სქემას, რომლითაც წყალი თითოეულ მათგანს ავსებს, ვფიქრობ ამოცანის ამოხნა გაგიმარტივდებათ.

თავსატეხთა პასუხები

1. თუ სამივე გოგონას კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ საქორწინო ბეჭედი მხოლოდ პირველს უკეთია, ამიტომაც სწორედ ის იქნება დაქორწინებულიც.

2. შეგიძლიათ ჯერ ის ვარიანტები მოიშოროთ, რომელიც არ შეეფერება. პირველ ვარიანტს არ აქვს თათების ჩრდილი, მესამე და მეოთხე სილუეტი კი კისრის მოხაზულობას არ იმერეობს. მეორე ვარიანტიც უნდა გამოვრიცხოთ, რადგანაც აქ თუთიყუში ერთდროულად სამ «თითს» აჩვენებს.

დარჩა მხოლოდ მეხუთე და მეექვსე, რომლებიც მხოლოდ ტოტით განსხვავდება. მეხუთე ჩრდილი ყველაზე სწორია.

3. ჩავთვალოთ, რომ ყველა მილი, რომლითაც ბოთლებია დაკავშირებული, გაჭედილი არაა. ამ შემთხვევაში წყალი პირველი ბოთლის მარცხენა მხარეს მყოფი ბოთლები უფრო მალე აივსება, ვიდრე მარჯვენა. ბოლოს კი თავად პირველი ბოთლი აივსება.

რაც შეეხება იმას თუ რომელი ბოთლი აივსება პირველი, ეს დიდი ალბათობით მეექვსე აღმოჩნდება. ვფიქრობ სხვა ვარიანტი ფიზიკურად ვერ იარსებებს. თუ ვცდებით? თუ ფიქრობთ რომ კი, კომენტარებში თქვენი ვარიანტი შემოგვთავაზეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე