მოდა უკვე საშუალებას გვაძლევს, გასული წლის ტრენდები ჩავიცვათ

157 views

“უმჯობესია ერთი კარგი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვა, ვიდრე სამის და ცუდის!” – ამბობდა ოდესღაც შეუდარებელი მარლენ დიტრიხი.

რთულია მას არ დაეთანხმო! გაზაფხულამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა თქვენი ფეხსაცმლის კოლექცია განაახლოთ. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორია 2021წლის მოდური ფეხსაცმელი.

არაერთი ტენდეცია წარსულიდან დაბრუნდა, თუმცა რამოდენიმე სიახლეც შეინიშნება!

მოდური ფეხსაცმელი, 2021 წელი

2020 წლიდან მასიური ტრაქტორის ძირი მქონე ჩექმები, ჩელსი, დერბები და ლოფერები 2021 წლის მოდაშიც გადმოვიდნენ. სხვათაშორის, მათი ყოველდღიური მოხმარება მეტად კომფორტული და მოსახერხებელია, რადგანაც ისინი ნებისმიერ ლუქს შეგიძლიათ მოარგოთ.

მაგალითად, ტრაქტორის ძირი, მასიური ჩელსი კარგად გამოიყურება გოგონებზე, რომლებიც ხაზს ტერფის სისუსტეს უსვამენ. აქ კონტრასტის მეთოდია ამუშავებული.

არ შემიძლია გვერდი ჩავუარო რეზინის ფეხსაცმელს. ის მეტად პრაქტიკული და კომფორტულია. გარდა ამისა, უკვე მოდურიდაც ითვლება. ამ ტიპის ფეხსაცმლით არაერთი მოდური ბლოგერი ჯერ კიდევ წინა შემოდგომიდან შეიმოსა. მათ მხოლოდ ერთი დიდი მინუსი აქვთ: მათი ფასი კარგ ტყავის ჩექმაზე ძვირია. ჩემი აზრით, გარდა ამისა, ისინი ქალურად ნაკლებად გამოიყურებიან.

თუ საუბარს ჩექმებზე განვაგრძობთ, უპირატესობა საყვირის ჩექმებს უნდა მივანიჭოთ ფართე ყელით, შესქელებული ძირითა და აკორდეონის მსგავსი დაბალი ქუსლით.

კაზაკები უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ფეხსაცმელი ფეხის სიგრძეს ვიზუალურად ამცირებს.

გარდა ამისა ტრენდულია კონტრასტული ფერის ძირი და ჯაჭვები დეკორის სახით.

გემოვნებიანი და მოდურია, არა?

მოდაშია ბოტილიონები, როგორც კვადრატული, ასევე მომრგვალებული ცხვირით, ასევე შეგიძლიათ მათი მაღალ ქუსლიანი ნაირსახეობაც თამამად მოირგოთ, თუმცა 3-4სმ საკმაოც მოდურია.

ბოტასები – სამუდამო კლასიკაა. მათ გარეშე აბა როგორ? თუმცა ისინი დღითიდღე უფრო ლამაზდებიან. აი კედები კი 2021წელს შეგიძლიათ ყოველდღიურ ფეხსაცმლად გამოიყენოთ.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ღია ფერის ფეხსაცმლის ტენდეცია, თუმცა ეს უფრო კანისფერია, თუმცა თეთრიც არ კარგავს აქტუალურობას.

ნუ ჩაუვლით გვერდს ფეხსაცმელს მინიმალისტური ქუსლით. მოდაში ყველა ვარიაციაა.

და ბოლოს – ფეხსაცმლის კვადრატული ცხვირის ტრენდი. მსგავსი ფეხსაცმელი მოდური ჯერ კიდევ 90-იანებში იყო და დღესდღეობით არაერთი მანდილოსანი სწორედ მათ ანიჭებთ უპირატესობას.

მოდაშია თეთრი, ვერცხლისფერი და კრემისფერი ფერები. საგაზაფხულოდ თუ გამჭრიახობას გამოიჩენთ, უმჯობესია მუხლებამდე ან ოდნავ დაბალი ჩექმები შეიძინოთ.

რაოდენ მახინჯიც არ უნდა მოგეჩვენოთ ზოგი ტრენდი, გახსოვდეთ, რომ მოდა თანამედროვე რეალობის ანარეკლია. ამასთანავე გახსოვდეთ რომ არ უნდა დაკარგოთ თქვენი ინდივიდუალურობა!

შეიძენთ ამ სეზონზე ახალ ფეხსაცმელს თუ კვლავ წინა წელს ნაყიდს მოიხმართ? რომელი მოდელები მოგეწონათ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე