რატომ არ შეიძლება შვრიის ფაფის საუზმეზე მირთმევა

by თ თოქმაძე
64 views

ხშირად გსვესმის, რომ საუზმეზე შვრიის მირთმევა წარმატებისა და კარგი ხასიათის გარანტია. მაგრამ რა იქნება თუ მას ყოველდილა შეჭამთ?

ინგლისელები, რომლებსაც არ სჩვევიათ სასარგებლო ბურღულეულზე უარის თქმა, იტყვიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა როდი ეთანხმება. ისევე, როგორც სხვა ყველა პროდუქტში, შვრიის ფაფასაც აქვს თავისი მინუსები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ.

შვრიის ფაფა საუზმეზე

ღირსებები

შვრია ალუმინის, ბორისა და რკინის შემცველობით რეკორდცმენია. შეიცავს B ვიტამის, ბიოტინსა და ბოჭკოს. ცილის შემადგენლობით ის მხოლოდ ფეტვსა და წიწიბურას ჩამოუვარდება. გლიკემიურის ინდექსით ის მარცვლელთა შორის 55-ე ადგილზეა.

შვრიის ფაფა ნატურალურ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისადმი სხეულის მდგრადობას ზრდის. კალციუმისა და ფოსფორის შვრიაში კი აუცილებელია ადამაინის ჩონჩხის სისტემის განვითარებისათვის, ხოლო რაც შეეხება რკინას, ის ანემიის პროფილაქტიკისათვის მეტად სასარგებლო ნივთიერებაა.

ბოლოდრონდელმა გამოკვლევემა აჩვენა, რომ შვრიის ბოჭკო შეიცავს მეტად მნიშნელოვან ელემეტს ცუდი ქოლესტრენის შესამცირებლად – ბეტა-გლუკანს. 3გ ხსნადი შვრიის ბოჭკოს ჭამა ქოლესტერინის დონის 8-23%-ით შემცირებაში დაგეხმარებათ. შვრიის ფაფა ასევე ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობისათვის.

შვრიის ფაფის შემადგენლობაში ასევე შედის დიდი რაოდენობით პროტეინეტები, რომლებიც კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობენ. მასში შემავალი ქოლინი კი ღვიძლის ფუნქციონირებაზე მოქმედებს დადებითაც. ეს ყველაფერი შვრიის ფაფას სრულყოფილ საუზმედ აქცევს, რომელიც მრავალი საათის განმავლობაში ენერგიით უზრუნველყოფს და ამასთანავე არ კუჭს არ ტვირთავს.

მინუსები

თხილი, პარკოსნები და ზოგიერთი მარცვლეული ფიტიკურ მჟავას შეიცავს, რომელიც თუთიის, მაგნიუმის, რკინისა და კალციუმის შეწოვას ხელს უშლის. მათ გარეშე სხეულს შეუძლია 20%-ით მეტი რკინისა და 60%-ით მეტი მაგნიუმის ათვისება, ეს სერიოზული ციფრებია, უნდა ვაღიაროთ.

ფიტიკური მჟავა მოიპოვება შვრიის ფაფაშიც. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ მასზე სრულად უარი უნდა თქვათ, თუმცა ვისაც არ აწუხებს მინერალური მეტაბოლიზმის დარღვევები, ძვლის პრობლემები და ოსტეოპოროზი, შვრიის ფაფა ყოველდღე არ უნდა მიირთქვან. მით უფრო, თავი უნდა შეიკავოთ მის საფუძველზე მონო-დიეტებისგან.
ასევე არსებოს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შვრიის ფაფაში ფიტიკური მჟავების კონცენტრაციის შემცირებას შეძლებთ. ამისათვის საჭიროა ის წინასწარ ჩაალბოთ. გამოდგება ასევე მჟავეს შეტანა, მაგალითად, ლიმონის წვენი ან რამოდენიმე კოვზი იოგურტი.

ამ მიზეზით ყოველთვის უნდა გარეცხოთ მარცვლეული და პარკოსნები. სხვათაშორის, პარკოსანთა ნაყოფის დუღილის შედეგად მითებული ბლანტი სითხე, რომელსაც აკვაფაბა ეწოდება, მშვენივრად ანაცვლებს კვერცხს როგორც ტკბილ, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა ვაფლი, ბეზე, ისე არა ტკბილ კერძებში, მაგალითად, მაიონეზში.
დასასრულს ვიტყვი, რომ არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ყველასთავის თანაბრად სასარგებლო იქნება. საუკეთესოც კი არ ღირს იმად, რომ თქვენი რაციონი მისით შემოფარგლოთ.

იმისათვის, რომ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება მიიღოთ, თქვენი რაციონი მრავალფეროვანი და ბალანსირებული უნდა იყოს. არსებობს ხალხური სიბრძნე – ყველაფერი ზომიერი კარგია. მიყევით მას და შვრიის ფაფა, კვირაში 2-3-ჯერ საუზმედ მომზადებული, თქვენთვის ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე