კორეელი ქალების ყოველდღიური ცხოვრება

33 views

კორეული კულტურა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უამრავი ქვეყნის მაცხოვრებელი არის მათი სერიალების ერთგული გულშემატკივარი,ტელეფონებიდან ხშირად ისმის კეი-პოპ შემსრულებლების სიმღერები. თუ ოდნავადაც დაინტერესდებით ამ ქვეყნით, შეამჩნევთ,რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება განსხვავებულია.

სერიალებშიც ჩანს,რომ კორეელი ქალები განსხვავებული დიასახლისები არიან. მათი ზოგიერთი ჩვევა კი შოკში ჩააგდებს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს.

ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებები კორეაში

აივნის და აბაზანის მორეცხვა შლანგით

შიშს აღძრავს იმის წარმოდგენაც კი,თუ რა დაემართება აივანს შლანგიდან მისი მორეცხვის შემთვევაში,ამ პროცედურის შემდეგ აბაზანაში შეიძლება გაჩნდეს ობი.კორეულ ოჯახებში დალაგების მსგავსი ხერხი ნორმად ითვლება.საიდუმლო იმაში მდგომარეობს,რომ ასეთ ნაგებობებში დამონტაჟებულია სადრენაჟე ხვრელები.ასე რომ,მთელი წყალი ნაგავთან ერთად კანალიზაციაში ხვდება.

ნაგვის დახარისხება

ნარჩენების დახარისხება ბევრ ქვეყანაში დანერგილი მეთოდია,მათ შორის,კორეაშიც.

მათ სახლში აქვთ სპეციალურად მოწყობილი ადგილი.ნაგვის თითოეული სახისთვის გამოყოფილია  ცალკეული პარკი,რომლებიც ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება. ისინი გააქვთ ქუჩაში,სადაც მათ უტილიზაციას ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის თანამშრომლები ახდენენ. წესების დარღვევას მოჰყვება უზარმაზარი ჯარიმა-დაახლოებით 1000 დოლარი.

სხვადასხვა დასვენების დღეების შერჩევა

კორეელი დიასახლისები უვლიან შვილებს მაშინ,როცა ქმრები მუშაობენ. უქმეებზე ბავშვებზე ზრუნვა მეუღლეებს ავალებენ,თავად კი პირადი საქმეებით არიან დაკავებულები.

კორეაში ძინავთ და სხედან იატაკზე,ამიტომ იყენებენ იატაკქვეშა გათბობას.ხალიჩები  არა მარტო იკრებს მტვერს და ჭუჭყს,არამედ ხელს უშლის სითბოს გატარებას. მათი დასუფთავებაც გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული,ამიტომ უფრო მარტივია იატაკის მოწმენდა.

ტილოებით დასუფთავება ქვემოდან ზემოთ

ლოგიკურია,რომ დალაგების დროს ჯერ უნდა მოვწმინდოთ მტვერი,ბოლოს კი გადავიდეთ იატაკზე. კორეელები ამ საკითხზე განსხვავებულად ფიქრობენ. თავდაპირველად ისინი სველი ტილოებით წმენდენ იატაკს და მხოლოდ ამის შემდეგ ასუფთავებენ თაროებს.

ჩვენი დიასახლისების არსენალში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ჩოთქი,ღრუბელი თუ ტილო. კორეელი ქალების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია.სახლში მიმოფანტულია კბილის ჯაგრისები,რომელთაც იყენებენ სხვადასხვა სახის დაბინძურების წინააღმდეგ.

მტვერსასრუტი ჩაანაცვლა ტანსაცმლის “ასაფხრეწმა”

“ასაფხრეწების” საშუალებით კორეელები წმენდენ იატაკს მტვრისგან,ავეჯი კი რატომღაც ავიწყდებათ. ყველას ხომ თავისი ახირება აქვს.

ზოგჯერ საჭიროა რაღაც სიახლეების გადმოღება სხვა კულტურის წარმომადგენლებისგან. კორეელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ტექნოლოგიური პროგრესის კუთხით,თუმცა ყოველდღიური ცხოვრების წარმართვაში გარკვეული ხარვეზები აღენიშნებათ.გვეთანხმებით?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე