რატომ არ მიდიან სტუმრებთან ხელცარიელი?

18 views

ხშირად სტუმრობთ ხოლმე ნათესავებს,მეგობრებს,კოლეგებს,ნაცნობებს? ყოველთვის მიგაქვთ თუ არა მათთვის რაიმე? ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ,რომ სტუმრად ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა.აქტუალურია თუ არა ეს საკითხი თანამედროვეობაში?

ალბათ,ყველას თავისებური პასუხი აქვს მოცემულ შეკითხვაზე. თუმცა ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ,რომ ხელცარიელი სტუმრების დანახვა შედარებით ნაკლებად უხარიათ.

სტუმრად ხელცარიელნი არ მიდიან

სინამდვილეში,ხალხში ტყუილად არ დამკვიდრდა წარმოდგენა,რომ სტუმრად წასვლამდე აუცილებელია თან გაიყოლო საჩუქარიც. ამით თქვენ მასპინძლებს დადებით ენერგიასაც ჩუქნით.ეს ერთგვარი საზღაურია იმის სანაცვლოდ,რომ ადამიანები თავიანთ სახლში გიღებენ.

ამას გარდა,ყველაზე უმნიშვნელო საჩუქარმაც კი შეიძლება განწყობა აუმაღლოს მასპინძლებს. ისინი კი გულუხვად გაგიმასპინძლდებიან და უამრავ საინტერესო ისტორიას მოგითხრობენ!

თუ სტუმარს ჰყავს ბავშვები,აუცილებლად გაიყოლეთ თან ცოტაოდენი ტკბილეული.არაა აუცილებელი,რომ საჩუქარი ძვირადღირებული იყოს.მაგალითად,ვახშმისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო.

დადებითი ენერგიის გადაცემის გარდა თქვენ ასევე მადლობას უხდით მასპინძლებს სტუმართმოყვარეობისთვის. მათ ხომ მძიმე სამუშაო გაწიეს! მოაწესრიგეს სახლი თქვენს მისვლამდე,მოამზადეს ვახშამი და დაალაგეს ყველაფერი. საჩუქრის მიტანით გამოხატავთ მადლიერებას გაწეული შრომის გამო.

იცით თუ არა,რომელი საჩუქარი სჯობს სხვებს? ის,რომელსსაც საკუთარი ხელით შექმნით! სახლში შეგიძლიათ გამოაცხოთ ნამცხვარი,კექსი ან ტორტი.ასეთ შრომას აუცილებლად დაგიფასებენ მასპინძლები!

მასპინძლებზე მადლიერი სტუმრის შთაბეჭდილების მოსახდენად,აუცილებლად გაიყოლეთ მათთან რაიმე. რასაკვირველია,ხელცარიელი მისვლა არ იკრძალება,თუმცა,სულ მცირე,არაა ლამაზი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე