2021 წლის მთვარის კალენდრის მიხედვით ბოსტანში მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეები ივლისის თვეში

25 views

ახლა ბაღებსა და ბოსტნებში გაჩაღებულია მუშაობა. რა სჯობს ზაფხულში  წვნიანი ბლის,ტკბილი მარწყვის და ხრაშუნა მწვანილის დაგემოვნებას. მშრომელმა ხალხმა იცის,რომ ზაფხული-საუკეთესო დროა  ნიადაგში სხვადასხვა სასუქის შესატანად, მცენარეების მოსარწყავად და მავნებლებთან საბრძოლველად. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს,რათა შემოდგომაზე უხვი მოსავალი აიღოთ.

ბევრ მებაღეს არ უყვარს ნაკვეთის სარეველებისგან გაწმენდა,რადგან ამ პროცესს დამღლელად და შრომატევადად მიიჩნევს. მოცემულ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ურევია,თუმცა გაცილებით გონივრულია დასწრებაზე იმოქმედოთ. მაგალითად,ნაკვეთის საჭირო ნაწილის მულჩირება ნახერხის ფენით მოახდინოთ.

წინააღმდეგ შემთვევაში,ეცადეთ არ იმუშაოთ მცხუნვარე მზის ქვეშ. ამისთვის საუკეთესო დროა დილა ან საღამო. მოიცვით მსუბუქი პერანგი და სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

მცენარეთა მორწყვა და გამოკვება

ცხელ ზაფხულში მორწყვა სჭირდება რიგ მცენარეებს. შეგიძლიათ გაისარჯოთ და მისი წვეთოვანი სისტემა შექმნათ.ექსპერტები მიიჩნევენ,რომ მსგავსი ინვესტიცია უახლოეს მომავალში გამოისყიდის საკუთარ თავს.

ორგანულ სასუქად გამოდგება თივა,ნაცარი,ქათმის სკინტლი და ნაკელი.

ბაღსა თუ ბოსტანში მუშაობა მოიაზრებს სხვადასხვა მწერებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. საკმაოდ სწრაფად მწვავდება საფრთხე კატროფილისთვის,პომიდვრებისთვის,ბადრიჯნებისა და წიწაკებისთვის. უკიდურესად სახიფათო მავნებელია-კოლორადოს ხოჭო,დაავადება კი-ფიტოფტოროზი.

სხვა ბოსტნეულიც ზიანდება სხვადასხვა სახის რწყილების,ბუზებისა თუ ჭიების მიერ. მებაღეები გვირჩევენ,რომ წინასწარ ვიზრუნოთ მოსავალზე და ნაკვეთზე დავრგოთ ლავადნი,მდოგვი,პიტნა ან ბარამბო. ეს მცენარეები არა მხოლოდ მოგაშორებთ მწერებს,არამედ ბაღს გაალამზებს კიდეც.

ზოგიერთი ფრინველი და მტაცებელი მწერი დაგეხმარებათ მავნებლებთან წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ დროს აუცილებელია გონივრული ბალანსის დაცვა მათ შორის.

ნაკვეთზე ჩიტების მოსაზიდად შეგიძლიათ ხეებზე ბუდეები ააგოთ ან  სადმე ახლომახლო დარგოთ ცირცელი.მტაცებელი მწერების შემოსატყუებლად ბაღში დარგეთ დიდი რაოდენობით ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილები,მათ დაინტერესებას შეძლებს ასევე სტაფილოს ან ცერეცოს ქოლგისებრი ყვავილები.

ზაფხულის პერიოდში თანდათანობით უნდა მოამზადოთ ადგილი,სადაც აღებულ მოსავალს შეინახავთ. ძველი ხილი,ბოსტნეული თუ მწნილები უნდა გადაყაროთ გაფუჭების შემთვევაში.

ზოგიერთი კულტურა ძალიან სწრაფად იზრდება და ზაფხულში შეგიძლიათ ისინი რამდენჯერმე დარგოთ. მაგალითად,კამა,ბარდა,რუკოლა ან ისპანახი. ისინი მწიფდება რამდენიმე კვირაში,თქვენ კი მთელი სეზონის განმავლობაში სუფრაზე გექნებათ ცოცხალი,არომატული და სასარგებლო მწვანილი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე