რატომ არ აქვს აზრი მდინარე ამაზონზე ხიდის აგებას?

58 views

ამაზონის მდინარე ყველაზე წყალუხვია,ბრაზილიელი მეცნიერების უკანასკნელი მონაცემების მიხედვით კი-მსოფლიოში სიგრძითაც პირველ ადგილზეა. წყაროს მიხედვით,მისი სიგრძე 7100 კმ-ს შეადგენს. ეს რამდენადმე აღემატება ნილოსის სიგრძეს (6852),თუმცა საკითხი კვლავ საკამათო რჩება.

სამხრეთ ამერიკის წყლის მთავარი არტერია მიედინება პერუს,კოლუმბიის და ბრაზილიის ტერიტორიაზე. მისი წყლის აუზი შეადგენს მსოფლიო ოკეანეში ჩადინებული მდინარეების 20%-ს. ამაზონი ქმნის მსოფლიოში უდიდეს წყლის საგზაო სისტემას,რომლის სიგრძე 25 000 კმ-ს აღემატება.

მის ნაპირებზე გაშენებულია მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყე,რომელიც ერთგულად იცავს მის საიდუმლოებებს. ამ მდინარესთან დაკავშირებული უამრავი მოვლენის ახსნა ძალიან რთულია. მაგალითად,რატომ არაა აგებული ამაზონის მთელ სიგრძეზე არცერთი ხიდი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე

ის ფაქტი,რომ ამაზონის მდინარეზე,რომელიც მიედინება მთელი კონტინენტის მასშტაბით,არაა აგებული ხიდი,ნამდვილი საოცრებაა. მხოლოდ ჰამბურგში მათი რაოდენობა 2500-ს აღწევს,ამსტერდამში კი-1200-ს!

რატომ არ ააგეს ამაზონზე ხიდი საოცარი ტექნოლოგიების საუკუნეში? ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს,რომლებსაც მოცემულ სტატიაში გავარკვევთ.

დავიწყოთ იმით,რომ მდინარის სიგანე დაბლობებში შეადგენს 11კმ-ს მშრალ სეზონზე და იზრდება 50-80 კმ-მდე წვიმების სეზონზე. ამასთანავე მყარი კალაპოტი პრაქტიკულად არ არსებობს. წყლის ძლიერი დინება რეცხავს ტალახიან ნაპირს,ყოველწლიურად ამაზონი იყოფა შენაკადებად,შემდეგ კი ისევ ერთდება.

ამასთან,ამაზონის მდინარეზე შეინიშნება უნიკალური მოვლენა,რომელიც პორტუგალიურიდან ითარგმნება,როგორც “მოღრიალე მდინარე”. ამ დროს ამაზონი ქმნის 6 მ სიმაღლის გიგანტურ ტალღას. დამაყრუებელი ღრიალის ფონზე ის მიემართება ზემოთ წყლის დინების მიმართულებით და ყველაფერს წალეკავს ხოლმე თავის გზაზე.

გამძვინვარებული მდინარე წლიდან წლამდე აცარიელებს სანაპირო რაიონებს:ანგრევს სახლებს,ტბორავს მინდვრებს,თხრის ხეებს და აბრუნებს გემებს. რასაკვირველია,მსგავს პირობებში საიმედო ხიდის აგება იქნებოდა რთული და ასევე დიდ ხარჯებთან დაკავშირებული.

ერთი ხიდი მაინც არსებობს

ხიდების არარსებობის კიდევ ერთი მიზეზია ამაზონის მდინარეზე მეჩხერად დასახლებული სანაპირო რაიონების არსებობა. ამასთან ერთად ბრაზილიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება,იზრდება მოსახლეობის და საავტომობილო გზების რაოდენობა.

2011 წელს ააგეს ყველაზე დიდი ხიდი,რომლის სიგრძე 3595მ-ს,ხოლო სიმაღლე 185მ-ს შეადგენს. მან საავტომობილო მოძრაობით დააკავშირა მანაუსის და ირანდუბას ქალაქები. აღმოჩნდა,რომ ერთი ხიდი მაინც არსებობს,არა? დიახ,თუმცა არა მდინარეზე. ახალმა ხიდმა ერთმანეთთან დააკავშირა ამაზონის უდიდესი შენაკადის,რიო-ნეგროს ნაპირები.

ბრაზილიის პრეზიდენტმა მოცემულ საკითზე გააკეთა ოპტიმისტური განცხადება:”გიგანტური ხიდი მისცემს ძლიერ იმპულსს ამაზონის შტატის ეკონომიკურ განვითარებას”. ეკოლოგები შიშობენ,რომ ეკონომიკური ზრდა გახდება ტყეების მასიური გაჩეხვის მიზეზი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე