შეიძლება თუ არა შოკოლადის დილით ჭამა?

22 views

ჩვენს ოჯახში არ იყო მიღებული დღის დაწყება ტკბილეულით. საუზმეზე დედა გვიმზადებდა ომლეტს დაბრაწულ სოსისებთან და გახუხულ პურთან ერთად. ბავშვობაში არ მესმოდა,თუ რატომ არ შეიძლება დილით შოკოლადის ტორტის ჭამა. მიზეზი დედის ახირება კი არა,ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იყო.დღეს უკვე შოკოლადის დილით მირთმევა ჩემს ყოველდღიურ რიტუალად იქცა.

ვერ წამომიდგენია დილა ფინჯან ექსპრესოსა და შავი შოკოლადის ნატეხის გარეშე. ადრე მეგონა,რომ ასეთი საუზმე არაა სასარგბელო ჯანმრთელობისთვის,თუმცა ვცდებოდი. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით,რატომ.

ყველაზე გავრცელებული მითი შოკოლადზე ისაა,რომ ის აჩენს მუწუკებს. სინამდვილეში კანის პრობლემებს იწვევს შაქარი და არა კაკაო.

მაღაზიაში ყოველთვის შეიძინეთ შოკოლადი მინიმუმ 70 %-იანი კაკაოს შემცველობით. ასეთ პროდუქტში ყველაზე დიდი რაოდენობითაა ფლავონოიდები-ბუნებრივი ოქსიდანტები,რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.

შოკოლადი საუზმეზე

შოკოლადი შეიცავს კოფეინს და თეობრომინს,რომლებიც აფხიზლებენ ორგანიზმს. ფენიეთილამინი კი ასტიმულირებს ენდორფინის-ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას.სწორედ ამაში მდგომარეობს დღის ენერგიული და მხიარული დასაწყისის საიდუმლო.

ამასთანავე,შოკოლადი ამაღლებს ორგანიზმის კოგნიტურ ფუნქციებს,მაგალითად, მეხსიერებას და აბსტრაქტულ აზროვნებას. აქედან გამოდის დასკვნა,რომ მისმა რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა განაპირობოს თავის ტვინის დაცვა  ასაკთან დაკავშირებული დაზიანებისგან.

შოკოლადში ფლავონოიდების მაღალი კონცენტრაციის წყალობით იზრდება თავის ტვინის სისხლმომარაგება. ამგვარად,ჩვენ ვუზრუნველყოფთ საკუთარი თავის პროდუქტიულობას გაღვიძების მომენტიდან.

რასაკვირველია,ფინჯანი ყავა და შოკოლადის ფილა ვერ დაგანაყრებთ. ვერაფერი ჩაანაცვლებს ნოყიერ საუზმეს,განსაკუთრებით სამსახურში წასვლის წინ. თქვენ მიირთმევთ დილით შოკოლადს? გაგვიზიარეთ შეხედულებები კომენტარებში!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე