რომელი ნივთების გარეშეა წარმოუდგენელი თურქული ცხოვრების წესი?

11 views

თურქული სახლის ინტერიერი შედგება: ხალიჩებისგან,სარკეებისგან,ნაქსოვი ხელსახოცებისგან,სადღესასწაულო ჭურჭლისგან.

თურქული ხალიჩა

ხალიჩის შალითა

30 წელს გადაცილებული ადამიანების ბინა სავსეა ხალიჩებით,თურქების წარმოდგენით,ისინი ლამაზი და პრაქტიკულია. შეძლებულ ხალხს არ ენანება ფული ხელნაკეთ პროდუქციაზე.

მთელი ამ სილამაზის დასაცავად იყენებენ სპეციალურ შალითებს. ეს ისე ჩანს,თითქოს ხარისხიანი ხალიჩა უფრო იაფი მატერიისგან დამზადებულ თეთრეულშია გახვეული. როცა  ნათესავები და ახლობლები სტუმრობენ,შალითებს ხსნიან საკუთარი სიმდიდრის და კეთილდღეობის საჩვენებლად. სხვა დროს მასპინძლებს ურჩევნიათ შეინახონ ეს ძვირადღირებული ნივთი.

გირ-გირი

ესაა სპეციალური თურქული მოწყობილობა ხალიჩების საწმენდად.როგორცცნობილია,აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები დიდ ყურადღებას უთმობენ სახლის სისუფთავეს. წარსულში მტვერსასრუტები და ჩვეულებრივი  ჩოთქები ვერ უმკლავდებოდა ხალიჩების ზედაპირს და მის ალტერნატივად შეიქმნა გირ-გირი.

ესაა პატარა პლასტმასის ნივთი,რომელსაც შიგნით წვრილი ჩოთქები აქვს. გირ-გირს შეიძლება ჰქონდეს გრძელი სახელური. საინტერესოა,რომ თურქულ ოჯახებში წესად აქვთ მიღებული ხალიჩების ხშირი წმენდა,ამიტომ მაღაზიაში  შეხვდებით ამ დანიშნულების მქონე საქონელს,მათ შორის,ბავშვის სათამაშებსაც კი.

ნაფტალინის ბურთულები

ზემოთ უკვე ვახსენეთ თურქული საცხოვრებლის საინტერესო სუნი,ეს სწორედ ნაფტალინის დამსახურებაა. გსაკვირია,რომ მისი დახმარებით ებრძვიან არა ჩრჩილს,არამედ უსიამოვნო სუნს.

სამწუხაროდ,მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ნაფტალინი კანცეროგენს წარმოაგდენს.მისი ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა,ღებინება,თავის ტკივილი.

უჟანგავი ჭურჭელი

თურქულ სუფრაზე ყოველთვის უამრავი ჭურჭელია. სხვადასხვა სახეობის თხილსაც კი უამრავ თეფშზე ანაწილებენ. შედეგად,მათი დიდი რაოდენობის გამო არსებობს გატეხვის რისკიც. სწორედ ამიტომ თურქები უპირატესობას უჟანგავ ჭურჭელს ანიჭებენ.

თურქეთში სტუმრებს საკვებს აწოდებენ ფართო,ლამაზი და უსაფრთხო ლანგრებით,რომლებიც სხვადასხვა მეტალისგანაა დამზადებული. პირველ რიგში,ეს პრაქტიკული გადაწყვეტილებაა,ასევე მეტალზე ხშირად დატანილია სხვადასხვა ეროვნული ორნამენტი,რომლებიც არ იშლება დროთა განმავლობაში.

სახლის ჩუსტები

თურქებს არ უყვართ სახლში ფეხშიშველა ან ფეხსაცმლით სიარული,ისინი უპირატესობას ჩუსტებს ანიჭებენ.

გასაკვირია,რომ ისინი ქუჩაში ნასიარულებ ფეხსაცმელს ან შესასვლელთან,ან ქუჩაშივე ტოვებენ. აღსანიშნავია,რომ არავის ეშინია მათი მოპარვის.

მსგავს საინტერესო თავისებურებებს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდეთ.ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კულტურით და ჩვევებით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე