რომელი საბჭოური გამოცანის ამოხსნაზე იჭყლეტენ ტვინს მოსწავლეები?

87 views

თანამედროვე განათლების მიზანია ბავშვების ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავება. როცა საქმე ტესტების ამოხსნას ეხება,ეს მოსწავლეებს ეხმარება სწორი პასუხის არჩევაში. სწორედაც რომ შერჩევაში და არა პოვნაში. სამწუხაროდ,დღევანდელ ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება არაა პრიორიტეტული. შედეგად, მარტივი საბჭოური გამოცანებიც კი თანამედროვე მოსწავლეებს ზედმეტად ჩახლართული ეჩვენებათ.მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე თავსატეხს.საინტერესოა,გაუმკლავდებიან თუ არა მათ ჩვენი შვილები და შვილიშვილები.

საბჭოური გამოცანები

1.პირველი გამოცანა სამ სტუდენტზეა,რომლებიც ერთ ოთახში ცხოვრობენ. ცნობილია,რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ბოქლომი და გასაღები. როცა სახლში არავინაა,კარზე ერთდროულად სამივე მათგანია ჩამოკიდებული. თუმცა ეს საკეტები ისეა განლაგებული,რომ თითოეულმა ახალგაზრდამ შეძლოს კარის გაღება ისე,რომ არ დაელოდოს თავის მეზობლებს.

გამოდის,რომ სამივე ბოქლომი კეტავს კარს და საკმარისია ერთ-ერთი მათგანის გაღება ოთახში მოსახვედრად. საინტერესოა,რომ ბევრ მოსწავლეს არ აქვს ამ გამოცანებზე პასუხი. მიზეზი ცუდად განვითარებული წარმოსახვის უნარი ხომ არაა?

2.მეორე გამოცანაში უნდა მიხვდეთ,მოცემული გოგონებიდან ვინაა მურზიკის პატრონი.ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ არა მხოლოდ გონიერების,არამედ დაკვირვებულობის გამოვლენა.

3.მესამე გამოცანაში უნდა გაარკვიოთ,ამ ორი ბიჭიდან რომელი შეძლებს ბოსტნის მოსარწყავად მეტი წყლის მიტანას და რატომ.

გამოცანების მინიშნებები

1.იმისათვის,რომ თითოეული საკეტი გაიღოს,ისინი ერთმანეთზე უნდა აკინძოთ. ამგვარად გამოდის ერთგვარი ჯაჭვი,რომლის გახნას ერთი ბოქლომის გაღებით შეძლებთ. სწორედ ამიტომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია ოთახში შესვლა მეზობლების დახმარების გარეშე.

2.თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ კატა ტანიას ეკუთვნის,რადგან ის მასთან საკმაოდ თავშეკავებულად იქცევა. თუ მურზიკს კარგად დააკვირდებით,მას ბანტი აქვს შემოხვეული. გოგონებიდან სწორედ გალინას არ აქვს კიკინაზე ლენტი. ალბათ, უკვე გაცილებით მარტივია კატის მეპატრონის დადგენა.

3.სურათის მარცხენა მხარეს გამოსახული ბიჭის ჭურჭელში მეტი წყალი ჩავა,თუმცა სარწყავი მასზე უფრო ქვემოთაა განლაგებული. აქედან გამომდინარე, მის ნახევარს წყლით ვერ შეავსებთ. შედეგად, მარჯვენა მხარეს გამოსახული ბიჭი შეძლებს მეტი წყლის მიტანას.

რატომ უჭირთ ხშირად მოსწავლეებს ასეთ გამოცანებთან გამკლავება? ვარაუდობენ,რომ ამის მიზეზი მხატვრული აზროვნების არასაკმარისი განვითარებაა.პრობლემა ასევე იმაშიც მდგომარეობს,თუ რას ეუბნებიან ბავშვები მშობლებს,როგორ  აპროგრამირებენ მას.

აქედან გამომდინარე, ბავშვს არ უნდა უთხრათ,რომ მას რომელიმე სფეროს შესწავლისთვის არასაკმარისი შესაძლებლობები აქვს. ყველაფრის განვითარება შეიძლება,საჭრო მონდომების შემთხვევაში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე