რა მნიშვნელობა აქვს საქორწინო ბეჭდებს?

29 views

ნებისმიერ ქორწილზე შეძლებთ ტრადიციების თუ რიტუალების ხილვას,რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.ჯვრისწერის დროს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ამავდროულად საკრალური მომენტია საქორწინო ბეჭდების გაცვლა,რაც ახალი ოჯახის შექმნის სიმბოლოა. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ,რას ნიშნავს ეს ატრიბუტი და როდიდან იღებს მოცემული ტრადიცია სათავეს? ამ შეკითვას მოცემულ სტატიაში გაეცემა პასუხი.

ფაქტები და თეორიები იმის შესახებ,თუ რას ნიშნავს საქორწინო ბეჭდები

საქორწინო ბეჭდების ისტორია

დაზუსტებით უცნობია,თუ როდის დაიწყეს ადამიანებმა საქორწინო ბეჭდების ტარება. მიიჩნევენ,რომ ეს ტრადიცია მსოფლიოში გავრცელდა ძველი ეგვიპტიდან და საბერძნეთიდან. თავად ბეჭდებს იმ დროს სრულიად სხვაგვარი ფორმა ჰქონდა. მათ არ ამზადებდნენ მეტალისგან,როგორც დღეს,არამედ ქსოვდნენ ლერწმისგან. ცხადია,რომ ისინი მალევე ზიანდებოდა და წარმოადგენდა იმის სიმბოლოს,რომ ცოლ-ქმარი თანახმა იყო დაქორწინებაზე.ძველ რომში ბეჭდები უკვე მეტალისგან მზადდებოდა,თუმცა სიძე ჩუქნიდა მათ არა საცოლეს,არამედ მის მშობლებს. ეს იმასთან იყო დაკავშირებული,რომ იმ დროს ქალს არ ჰქონდა უფლებები და მის ნაცვლად გადაწყვეტილებას მამა იღებდა. შემდეგ ცოლი ატარებდა ბეჭედს ქმრისადმი კუთვნილების გამოსახატად. სამკაულზე ასევე გამოსახული იყო კაცის  ინიციალები,რათა ყველას სცოდნოდა,თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენდა ქალი. მამაკაცები თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ და მათ ბეჭდები საერთოდ არ ეკეთათ.

აღმოსავლეთის ქვეყნებშიც იყო გავრცელებული ბეჭდების ტარების ტრადიცია,თუმცა ეს მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ. ასეთ სახელმწიფოებში ბეჭდები არ იყო უბრალო სამკაული, არამედ გარკვეული მექანიზმი. თუ ქმარი ცოლს გაუკეთებდა თითზე ამ სამკაულს,ის ვეღარ შეძლებდა მის დამოუკიდებლად მოხსნას. ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მოქმედებების გარკვეული კანონზომიერების შემთხვევაში,რაც ერთგვარ კოდს წარმოადგენდა. ეს ტრადიცია,რომაელების მსგავსად,ფაქტობრივად აჯაჭვებდა ქალს მამაკაცთან.ბოლო ათწლეულების განმავლობაში  ბეჭდების ტარებამ უფრო რომანტიკული დატვირთვა მიიღო. 150 წლის წინაც კი ქმრები არ იკეთებდნენ ამ საკმაულს,თუმცა ცოლებს ამას ავალდებულებდნენ. მსოფლიო ომების დროს,როცა მამაკაცები წლობით ვერ ბრუნდებოდნენ შინ,საქორწინო ბეჭდები მათ ახსენებდა,რომ ოჯახის წევრები ელოდნენ.

საქორწინო ბეჭდების მნიშვნელობა – კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე თეორია:

  1. ველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს,ამიტომ ჩაკეტილი წრე მათ აგონებდათ მზის დისკოს.წრე ასევე იყო უსასრულობის და სრულყოფილების სიმბოლო.
  2. ამავე დროს ბერძნებს მიაჩნდათ,რომ ნებისმიერ ადამიანს არათითზე აქვს განსაკუთრებული ნერვი,რომელიც პირდაპირ დაკავშირებული გულთან. სწორედ ამიტომ ჯვრისწერისას ბეჭედს არგებდნენ მასზე. ხალხს სჯეროდა,რომ წყვილს შორის აღიძვრებოდა განსაკუთრებული კავშირი,რომელიც აღწევდა გულის სიღრმეში.
  3. ქრისტიანული რელიგიის გავრცელებასთან ერთად ბეჭდები გახდა ჯვრისწერის სიმბოლო. მათი გაცვლა ნიშნავს უფლის კურთხევას ოჯახის შესაქმნელად.

რასაკვირველია,თითოეული ადამიანისთვის საქორწინო ბეჭედს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.როგორიც არ უნდა იყოს,მთავარია,რომ ამ რწმენამ განამტკიცოს ოჯახი. თქვენი აზრით,რომელი სიმბოლური დატვირთვაა უფრო მიახლოებული სიმართლესთან? გაგვიზიარეთ შეხედულებები კომენტარებში

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე