საჯდომი ნერვის ანთება და მარტივი მკურნალობა სახლის პირობებში

3.9k views

ამას წინათ დედა დალაგების შემდეგ უჩიოდა ტკივილს წელის არეში,რომელიც ძლიერდებოდა ჯდომის და სიარულის დროს.ექიმმა მასს ურჩია ამ პრობლემასთან გამკლავების მარტივი ხერხი ტაბლეტების მიღებისა თუ ნემსების კეთების გარეშე.

მეორე დღესვე დედას გაუქრა ტკივილის შეგრძნება და დისკომფორტი.

საჯდომის ნერვის ანთება:მიზეზები და მკურნალობა

საჯდომი ნერვი-ყველაზე დიდი ნერვია ადამიანის ორგანიზმში. ის ფორმირდება ხერხემლის L4-S3 სეგმენტების ნერვული ფესვების შერწყმის ადგილას,გადის გავა-წელის მიდამოში,შემდეგ ბარძაყის ძვლის გაყოლებით და მთავრდება ტერფში. სწორედ ამიტომ ნერვის ერთი მონაკვეთის მიჭყლეტის დროს ტკივილი ვრცელდება მთელი ფეხის გასწვრივ.

საჯდომი ნერვის მიჭყლეტის მიზეზები

  • მალთაშუა დისკოს თიაქარი-ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.შედეგად ვიწროვდება ხერხემლის არხი,რომელიც აწვება საჯდომი ნერვის ფესვებს.
  • ტრავმა
  • ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა
  • ხერხემლის სიმსივნე,როგორც კეთილთვისებიანი,ასევე ავთვისებიანიც.
  • ორსულობა,რომლის დროსაც ზომაში გადიდებული საშვილოსნო აწვება ირგვლივმდებარე ქსოვილებს.

როგორ მოვიხსნათ ტკივილი შეგრძნება საჯდომი ნერვის მიჭყლეტისას

ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში იშიაზის დროს.ვარჯიში მოქმედებს მსხლისებრ კუნთზე,რომელიც მდებარეობს საჯდომ ნერვთან ახლოს. დაგჭირდებათ ჩოგბურთის ბურთი,როცა ისწავლით ერთი მათგანით თვითმასაჟის გაკეთებას,შეგიძლიათ შემდეგ გამოიყენოთ მეორეც. ორი ბურთის შემთხვევაში დატვირთვა გადანაწილდება,რაც შეამცირებს ტკივილს.

დაჯექით ან დაწექით იატაკზე და ბურთი მოათავსეთ მტკივნეული კუნთის ქვეშ. ნელა და ფრთხილად ამოძრავეთ სხეული ისე,რომ ბურთი გარშემო უვლიდეს ამ კუნთის ზედაპირს. როცა მიაგნებთ მტკივნეულ წერტილს,შეყოვნდით 20 წამით. შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში ერთხელ.

თუ ხელთ არ გაქვთ ჩოგბურთის ბურთი,არსებობს ალტერნატიული ვარჯიშიც. დაწექით იატაკზე,მოხარეთ მტკივნეული ფეხი და მიიზიდეთ მხრისკენ. როგორც კი იგრძნობთ კუნთის გაჭიმვას,მოახდინეთ ამ მდგომარეობაში ფიქსირება 30 წამით.გაშალეთ ფეხი,შეისვენეთ 1-2 წუთით და კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ  ვარჯიში. ეს დაგეხმარებათ სპაზმირებული კუნთის მოდუნებაში და ტკივილის მოხსნაში.

გახსოვდეთ,რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ზომიერი ფიზიკური აქტივობა საჯდომის ნერვის ანთების საპროფილაქტიკო საშუალებებია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე