მეთოდი რომლითაც მწვანილს ცოცხლად გაცილებით დიდხანს შეინახავთ.

25 views

არავინ დაიწყებს კამათს იმაზე,რომ მწვანილი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უამრავი ვიტამინის შემცველობის გარდა,ის ასევე დამატებით გემოს სძენს კერძებს.სამწუხაროდ,ცოცხალი მწვანილი ყიდვიდან უკვე მეორე დღესვე ჭკნება. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ მისი სწორად შენახვის ხრიკებს. აღმოჩნდა,რომ ამ მეთოდებს იყენებენ არა მხოლოდ მაღაზიებში,არამედ ბაზრობაზეც.

როგორ შევინახოთ მწვანილი:პროფესიონალების რჩევები

  • მეთოდი 1 – პირველ რიგში,ცოცხალი მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ რამდენიმე დღით წყლის დახმარებით. ამისათვის ქინძის ან ოხრახუშის კონა ღეროებით მოათავსეთ წყლიან ჭიქაში,მათ ზედა ნაწილებს კი დააფარეთ პოლიეთიელენის პარკები.ამგვარად, შეძლებთ მწვანილში წყლის შენახვას,რის გამოც ის ძალიან სწრაფად აღარ დაჭკნება.
  • მეთოდი 2 – აიღეთ დიდი ზომის ჭურჭელი,აავსეთ წყლით და მასში ამორეცხეთ მწვანილი.შემდეგ ის გაამშრალეთ ხელსახოცით,გადაიტანეთ კონტეინერში,დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში.ამ მეთოდის დახმარებით მწვანილის შენახვას შეძლებთ 7-10 დღით.
  • მეთოდი 3 – მწვანილის დასატენიანებლად დაალბეთ ის წყალში რამდენიმე საათით. ამგვარად,ფოთლები აღიდგენს წყლის ბალანსს. შემდეგ გადაღვარეთ კონტეინერიდან წყალი,თუმცა ის დატოვეთ სველი. მწვანილი დააბრუნეთ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ერთი კვირით მის შენახვაში.
  • მეთოდი 4 – სწორედ მოცემულ ხრიკს მიმართავენ გამოცდილი ვაჭრები. დახლზე გამოტანამდე მწვანილს რეცხავენ ძმრის ხსნარით.მის მოსამზადებლად ერთი ჭიქა ცივ წყალს დაუმატეთ 1 ს.კ ძმარი. კონტეინერში მოათავსეთ მწვანილი და დაასხით მიღებული ნარევი,გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით.

სახლის პირობებში პერიოდულად მიასხურეთ მწვანილს ძმრის ხსნარი და შეინახეთ მაცივარში. გახსოვდეთ,რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი გაყინვა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე