მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ გემრიელი ჟოლოს ჯემის 3 რეცეპტს.ეს დესეტრი სჯობს კანფეტებს და ნამცხვრებს,აც მთავარია,ის ნატურალური და სასარგებლოა.ასე,რომ მოიმრჯვეთ კულინარიის რვეულები და დაწვრილებით ჩაიწერეთ ყველაფერი.
ჟოლოს ჯემი კურკების გარეშე
ადამიანთა ნაწილს არ უყვარს ჟოლოს მურაბა,რადგან ის შეიცავს ბევრ პატარა კურკას,რომლებიც მუდამ ეკვეხება კბილებში.თუ მათ რიგებში ხართ,მოცემული რეცეპტი იდეალური იქნება თქვენთვის.
ინგრედიენტები
- 1კგ ჟოლო
- 700გ შაქარი
მომზადება
1.ბლენდერის დახმარებით ჟოლო დაიყვანეთ პიურეს კონსისტენციამდე.ქვაბს დააფარეთ საცერი და ჩაასხით მასში ჟოლოს მასა.
2.გაცხრილეთ კენკრა სილიკონის ნიჩბით მანამდე,ვიდრე საცერზე არ დარჩება მხოლოდ ჩენჩო.
3.დაუმატეთ შაქარი და ქვაბი დადგით ნელ ცეცხლზე.პერიოდულად მოურიეთ ჯემს,როცა ის წამოდუღდება,მოაშორეთ ქაფი.
4.ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და ადუღეთ მურაბა 15 წუთით.
5.ცხელი ჯემი ჩაასხით გასტერულებულ ქილებში.მოცემული ინგრედინეტებიდან შეძლებთ მურაბით 2 ნახევარლიტრიანი ქილის ავსებას.
დარჩენილი ჩენჩოდან შეგიძლიათ მოამზადოთ ჟოლოს გამაგრილებელი სასმელი. კურკები გადაიტანეთ დოქში,ჩაყარეთ 2-3 ს.კ შაქარი და დაასხით 1,5 ლ წყალი,გააჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ !
ჟოლოს და ხურტკმელის ჯემი
ხურტკმელის და ჟოლოს შერევით ჯემის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი გამოდის. მისი სისქე კენკრის სახეობაზეა დამოკიდებული.რაც მეტია პექტინის შემცველობა,მით სქელია მიღებული მასა.
ინგრედიენტები
- 800 ხურტკმელი
- 250 გ ჟოლო
- 850გ აქარი
მომზადება
1.გარეცხეთ ხურტკმელი და დაარბილეთ საჭყლეტით.ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ,პერიოდულად მოურიეთ.
2.დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ კენკრის სრულ დარბილებამდე.შემდეგ დაუმატეთ ჟოლო,წამოადუღეთ და ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან.
3.კენკროვანი მასა გაცხრილეთ,დაუმატეთ შაქარი და დააბრუნეთ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ გააგრძელეთ მისი მომზადება კიდევ 15-30 წუთით,მოაშორეთ ქაფი. ჯემი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში,დაახურეთ თავზე და გადმოაბრუნეთ სრულ გაგრილებამდე.
ჟოლოს და მარწყვის ჯემი
ეს ნუგბარი საოცრად ფაფუკი,ნაზი და არომატულია.ის დიდხანს არ ინახება (მხოლოდ 2-3 კვირით მაცივარში). მისი მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაყინული კენკრისგან. სტრუქტურით ათქვეფილი ჯემი ჰგავს სუფლეს.
ინგრედიენტები
- 300გ ჟოლო
- 300გ მარწყვი
- 250გ შაქარი
- 25გ ჟელატინი
- 100მლ შაქარი
- 1 ჩ.კ ვანილის პასტა
მომზადება
1.ბლენდერის გამოყენებით კენკრა დაიყვანეთ პიურეს კონსისტენციამდე,შემდეგ გაცხრილეთ,გადაიტანეთ ქვაბში,დაუმატეთ შაქარი და ვანილის პასტა.
2.წამოადუღეთ მიღებული მასა და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთით,პარალელურად მოურიეთ.
3.ჟელატინს დაასხით წყალი,დაელოდეთ მის აფუებას და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ დაუმატეთ ოდნავ გაგრილებულ კენკრის მასას და კარგად მოურიეთ.
4.ჯემი მოათავსეთ ასათქვეფად მოსახერხებელ თასში,გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში 15 წუთით.შემდეგ ადღვიბეთ ის მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე 15 წუთის განმავლობაში.
5.მიღებული კრემი ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. 2-3 საათში ჯემი გამყარდება და შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ.