უნდა აიკრძალოს თუ არა წიგნები საბჭოელი ახალგაზრდების შესახებ?

28 views

ბევრი მკითხველი საბჭოთა კავშირის პერიოდში გატარებულ ბავშვობას დიდი სითბოთი და მადლიერებით იხსენებს.ერთი შეხედვით,შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ პატარაობის წლები ნებისმიერი ადამიანის მეხსიერებაში მხოლოდ დადებით მოვლენებთანაა დაკავშირებული,თუმცა ეს ასე არაა. საბჭოთა პერიოდში მოზარდ თაობაზე ნამდვილად ზრუნავდნენ და არ აქცევდნენ ჩარჩოებში ისე,როგორც ახლა.

ალბათ,ბევრ ახალგაზდას სმენია,რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნამდვილი ბავშვობა. თანამედროვე თაობა სმარტფონების და კომპიურტერების გარდა ვერაფერს ხედავს,ადრე კი სახლში ყოფნა უბრალოდ მოსაწყენი იყო,ახალგაზრდობა მთელ თავისუფალ დროს  ქუჩაში ატარებდაი.

ბავშვობა საბჭოთა კავშირის პერიოდში

“საბჭოთა წარსულზე იმდენი იგავ-არაკი დაიწერა,რომ ადამიანს უჭირს გაიგოს,თუ როგორ მოვახერხეთ იმ “საშინელ” დროში გადარჩენა. შესაძლოა,ერთ დღესაც უბრალოდ ავკრძალოთ საბჭოური წიგნები. იქ წერენ იმის შესახებ,რისი გაკეთებაც თანამედროვე ბავშვებს არ შეუძლიათ. მაგალითად,ლაშქრობაზე უფროსების გარეშე წასვლა”,-ირონიულად წერს მარია. 

“რასაკვირველია,ოფიციალურად საბავშვო ტურიზმი არაა აკრძალული. თუმცა ყველაფერი ისეა ორგანიზებული,რომ ის შეუძლებელი ხდება. მის მიმართ გაჩნდა უამრავი მოთხოვნა.თავდაპირველად, ყველამ უნდა გაიაროს სამედიცინო დათვალიერება,შემდეგ უნდა მოხდეს პოლიციის,სამაშველო სამსახურის და სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება. ასევდ მთელი ჯგუფის სასმელი წყლით უზრუნველყოფა,რადგან წყაროს წყლის დალევა არ შეიძლება,ბანაობა კი მხოლოდ სერტიფიცირებულ მდინარეებშია ნებადართული…

“სასწავლო-საწვრთნელი შეკრების დროს პროკრატურის თანამშრომლებმა აღმოუჩნეს პედაგოგს კანონდარღვევები:ბანაკში არ იყო გაყოფილი ტუალეტი,არ იყო დამონტაჟებული საშხაპე,საჭმელს ამზადებდნენ ქუჩაში და არა კარავში,კონსერვის ქილები პირდაპირ მიწაზე ეწყო,ბავშვები წყალს უახლოესი “არასერტიფიცირებული” ნაკადულიდან იღებდნენ.ბოლოს შეამჩნიეს,რომ ისინი ზედმეტად უახლოდებოდნენ კოცონს (5 მეტრზე ახლოს მისვლა არ შეიძლება)”. 

“გასაკვირია,რომ ზოგჯერ ლაშქრობის ორგანიზატორებს არ აძლევენ კოცონის გაჩაღების უფლებას. ერთი შეხედვით,ამის გამართლება შეძლება სახანძრო უსაფრთხოებით,თუმცა გაცილებით მარტივია,ასწავლო ზრდასრულ ადამიანებს ცეცხლთან სწორი მუშაობა.

საბჭოთა კავშირში გამოცემულ წიგნში “როცა ბელადი ვიყავი”  მოთხრობილია პირველი პიონერების შესახებ,რომლებსაც ეძინათ ქოხებში,ბანაობდნენ ყოველდღიურად,საკვებად აგროვებდნენ სოკოს და იჭერდნენ თევზს. გამოდის,რომ მსგავსი წიგნები უნდა აიკრძალოს. წინააღმდეგ შემთვევაში,თანამედროვე ახალგზრდებს ნაკვერჩხალზე კარტოფილის შეწვის სურვილი გაუჩნდებათ”.-აღშფოთებულია მარია. 

რას იხსენებენ ასევე მკითხველები? 

1. “55 წლის ასაკში სიამოვნებით ვიხსენებ საბჭოთა კავშირის პერიოდში გატარებულ ბავშვობას.დილით ადრე ვდგებოდით და მეგობრები სათევზაოდ მივდიოდით,თან მიგვქონდა ყველაფერი,რითაც შევძლებდით წახემსებას. …როგორც კი მზე ამოვიდოდა,ბანაობას ვიწყებდით…სახლში საღამომდე არ ვბრუნდებოდით”. 

იმ დროს არ გვქონდა ტელეფონები.როცა არყის წვენის შესაგროვებლად მივდიოდით,საათობით ვთამაშობდით. ზაფხულობით ფეხბურთს ვანიჭებდით უპირატესობას,ზამთრობით კი -ჰოკეის. უამრავი სხვადასხვა თამაშით ვირთობდით თავს,რომელთა შესახებ თანამედროვე ბავშვებს არც კი სმენიათ”.-ამბობს ალექსანდრე. 

2. “თანამედროვე ბავშვები მშობლებს მეტრითაც კი ვერ შორდებიან. ეს მაშინ,როცა ტექნოლოგიური მიღწევების დახმარებით პატარას კონტროლი შორ მანძილზეც შეიძლება. 60-იან წლებში 8-10 წლის ბავშვები  ქალაქიდან მოშორებით მდინარეზე დავდიოდით,უკან კი დაკაწრულები და დალურჯებულები ვბრუნდებოდით,მშობლები  არც კი გვსაყვედურობდნენ. იმ დროს ეს ნორმად მიიჩნეოდა.”-იხსენებს ივანე. 

როგორია მშობლების როლი? 

3. “მშობლების ბრალია,რომ დღეს ბავშვებს აკლიათ დამოუკიდებლობა და დაუცველები არიან. სწორედ მათ მიაჩვიეს პატარები ასეთ ცხოვრებას,უფროსები ხომ მათ ნაცვლად აკეთებენ ყველაფერს და იღებენ გადაწყვეტილებებს. 

თუ ასეთ ბავშვებს დამოუკიდებლად ბანაკში წასვლა მოესურვებათ,მშობლები წინააღმდეგნი იქნებიან. როგორ შეძლებს პატარა ამდენ სიარულს,როცა  ერთი ადგილიდან მეორეზე მუდამ მანქანით დაჰყავთ? როგორ გადარჩება ის ბუნებაში ვაიფაის გარეშე? 

ამჟამინდელ რეალობაში  მიკვირს,როგორ გადავრჩით. მუდამ მდელოებზე და მშენებლობებზე დავეხეტებოდით.დღეს ბავშვები მოქცეულნი არიან ჩარჩოში”.-ფიქრობს კონსტანტინე.

საბჭოთა პერიოდის ბავშვობაზე მართლაც განსხვავებული შეხედულებები არსებობს. სინამდვილეში,იყვნენ თუ არა მაშინდელი ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლები,ვიდრე დღეს არიან? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე