საჭიროებს თუ არა მზრუნველობას ხანშიშესული ნათესავი ოჯახში.

16 views

როცა მოხუცებულ ნათესავს სჭირდება ახლობლების მზრუნველობა,არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი. ზოგიერთ ოჯახში უბრალოდ უარს ამბობენ მოვლაზე,უშვებენ მხცოვანს მოხუცთა თავშესაფარში და თავიდან ირიდებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ადამიანთა ნაწილი სრულიად სხვა გამოსავალს პოულობს. ჩვენი დღევანდელი ამაღელვებელი ისტორიაც ამის ნათელი მტკივებულებაა.მოცემულ სტატიაში გაიგებთ 85 წლის ქალაბტონის ამბავს,რომელსაც მოულოდნელად შვილიშვილი ესტუმრა.

მოხუცი ნათესავი

იმ ოთხშაბათს დილით ადრე გავიღვიძე.ლოგინიდან წამოდგომა დღითიდღე სულ უფრო და უფრო მიჭირს,მრავალწლიანმა შრომამ  თავისი კვალი დამატყო.მოვიმარაგე სიმინდი და გავემართე თავლისაკენ,რათა ქათმებისთვის მეჭმია და კვერცხები შემეგროვებინა. 

ჭიშკრის გადაღმა მეზობელი მუშაობდა,შემამჩნია თუ არა დამიყვირა: ” ქალბატონო ზოია,ძალიან ადრეა,თქვენ კი მუშაობას იწყებთ,დასვენებას როდისღა აპირებთ? ”  “სიმშვიდე დავარგე,გული მიგრძნობს,რომ ჩემები მოხუცთა თავშესაფარში მიპირებენ გაშვებას,ჩემი ქათმების გარეშე კი ხომ ვერსად წავალ? ” 

მეზობლის ქალმა ჩემი სიტყვები სერიოზულად არ აღიქვა. ის მუდმივად მიმეორებს,თუ რა შესანიშნავი შვილიშვილი მყავს,რომელიც ყოველ უქმეებზე მოდის ჩემს მოსანახულებლად. ვიცი,როგორ უჭირს მას,ძალიან ახალგაზრდაა,მამა კი ადრიანად დაეღუპა. ამ ამბის შემდეგ რძალთან სულ უფრო ნაკლები კონტაქტი მაქვს,თუმცა მას სრულებითაც არ ვადანაშაულებ,ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო. სიმართლე ვთქვა,მგონია,რომ საერთოდ არ ვუყვარვარ. 

ერთხელ გავიგონე,ჩემს ქალიშვილს როგორ ესაუბრებოდა სოფელში ჩემი სახლის გაყიდვის თაობაზე. ტანგო ცოტა ხნის წინ გაშორდა ქმარს და ახლა ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს ორ შვილთან ერთად. აღებული თანხით შევძლებ ქალიშვილისთვის ნორმალური საცხოვრებლის შეძენას. იმ მომენტიდან მოსვენება დავკარგე. 

როცა დილის საქმეები მოვილიე,სამზარეულოსკენ გავეშურე საუზმის მოსამზადებლად. უეცრად მანქანის ხმა გავიგე,ფანჯარაში გავიხედე და ჩემი შვილიშვილი,ბესო, დავინახე. ესე იგი,ან რაღაც მოხდა,ან დადგა დრო ჩემი თავშესაფარში გამგზავრებისა. 

სიურპრიზი

“ბებო,გამარჯობა! ბოდიში გაუფრთხილებლად რომ გესტუმრე. დადგა დრო,შენი ადგილი აქ აღარ არის,უნდა წაგიყვანო. შეაგროვე ნივთები და მივემგზავრებით!”-სიხარულით მითხრა ბესომ.  ყველაფერი როგორ მივატოვო? აქ გავატარე მთელი ცხოვრება,თუმცა შვილიშვილის გადარწმუნება ვერ შევძელი. მითხრა,რომ იმდენს დამელოდებოდა,რამდენიც საჭირო იქნებოდა. 

ვხვდებოდი,რომ ჩემზე აღარაფერი იყო დამოკიდებული,შევაგროვე ყველაფერი აუცილებებლი,დოკუმენტები და ნივთები. ჩავჯექი მანქანაში და ფიქრებით დავემშვიდობე ჩემს საყვარელ ბუდეს. გზაში ვფიქრობდი,რომ პირადპირ თავშესაფრისკენ მივდიოდით,თუმცა შვილიშვილის სახლს ვუახლოვდებოდით. ალბათ,დასამშვიდობებლად შევივლიდით. 

როცა რძალმა კარი გაგვიღო,სიხარულით  მომესალმა და სადილზე მიმიწვია. ვერ ვიგებდი,თუ რა ხდებოდა,ვიდრე მან ჩემი საძინებელი ოთახი არ მაჩვენა,რომელიც ადრე ჩემს გარდაცვლილ შვილს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა,რომ ბესოს რემონტი გაეკეთებინა და ამიერიდან ის ჩემი ახალი მყუდრო ბუდე იქნებოდა. 

შვილიშვილმა მითხრა,რომ სოფელში ჩემი სახლის გაყიდვას არავინ აპირებდა და მისი აგარაკად გადაკეთება სურდა,სადაც მთელი სანათესაო შეძლებდა დასვენებას. აღმოჩნდა,რომ ჩემი ქალიშვილი შეხვედრია წესიერ მამაკაცს და ახლა ისინი ერთად ცხოვრობენ დიდ ბინაში.

ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს. დიდი ხანია ვხვდებოდი,რომ ოჯახის წევრების გარეშე სოფელში მარტო დიდი ხანი ვერ გავძლებდი,თუმცა არ მინდოდა მათი შეწუხება. აღმოჩნდა,რომ მათ ყველაფერი შესანიშნავად იცოდნენ და უბრალოდ ჩემთვის სიურპრიზის გაკეთება სურდათ. რის გამო მერგო ასეთი ბედნიერება? 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე